... (H-925), XVIII ს.

217. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მომკლავ არ მოვკუდები მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კვლავ თუ მამკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი

218. კვლავ ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

219. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი სიკვდილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მიჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია

220. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ ესე თქვი ვით დავრჩე ვა

221. ქალი დაუჯდა კუშტგვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია კულავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულნალმობარია

222. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლ დენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

223. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასანდობლად გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად

224. თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ხამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხუა მეტიმცა რა გამონე

225. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა ხსენება გულამოხუნჩვით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კვლავ გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღ~ნ წადილი მისცა გულისა ლხინება

226. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კვლავ უთხრა დაო მიჯნური მტერსაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

227. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუწყვედლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადა მისად გული შენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად

228. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მქმენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მამკალ ჭირი ჭირსა მომიმატე

229. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

230. ჩემსა თავსა მიჯნურობა მართალია არ ნაჭორად ჩემი ვერა ვერ მოგკიდე მეუბნები მრუდსა სწორად ვინცა აქა გამომგზავნა არვინ მჩანს მისად სწორად მისგან კიდე სხვა მნათობი შევაწონე ერთ დრამ ორად

231. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვკვდე ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე

232. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხუდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ ვერ პოებ რაზომმცა ცრემლსა მილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები

233. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხუასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაური სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაყიოდა ტირს იძახის ვაგლახვასა

234. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მამიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინნეს გაუკვირდა მეტად კიდე შემოყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე

235. აწ დაო შენსა ჴელისაა ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ხელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ლხენისა თვარა ვისმც ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა

236. ქალმან უთხრა მომეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მამისმინე გიპოვნია საძებარი