... (H-925), XVIII ს.

277. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემხურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რათ გენაცვალების

278. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალად მურად

279. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწუარი დაალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული

280. კაცმან ვით პოვოს ღმერთისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი საჴმილმან აწ ასრე დანაბა დია კვლავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია აწ ხელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქვს და ნაბადია

281. მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კვლავ ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

282. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიანბობ რაღა გინდა წამეკიდოს

283. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირო სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

284. ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა მჴარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახუნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიძახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

285. მოთქვამს აჰა აჰა საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავისი ანბვის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველად

286. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ანბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ [ხელმქმნის] მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ცრემლთა დენასა

287. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

288. მამა ჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ კადრებდა წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

289. ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხსმენ მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

290. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა

291. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ქენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა მამამან მშობელმან

292. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდეს არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა სხვა პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა

293. თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თვისსა თქვა ჩემებრი ამირბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

294. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხვნეს სპანი ზარსა ვაი კრულია დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა მეფემან თქვა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

295. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენსა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემსგზავსე მზესა თვალად ლომსა ნაკვთად