... (H-925), XVIII ს.

237. იმა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების

238. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

239. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრთა მემაჯანსა ვჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი თუ დაყოვნის დიდსა ხანსა

240. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე თავი შენი შევაყვარო თვით გიამბობს საქმე მისი საყვარელსა გაახარო

241. ქალსა ყმამან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება ამა ზედა მოიხედნეს ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოფინება უკვირიდეს აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

242. ქალმან უთხრა ყმაო ღ~ნ მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ქენ დამალული იყავ შინა ამა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინა ნუთუ ვითა რა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

243. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა შვენოდა კაპარჭხრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

244. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყუანა მან დადუმდეს ცრემლნი მოკვეთნა შავმან გიშრისა დანამან

245. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქუეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მაზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირმონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

246. მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

247. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეკრთა დიდნი დაიზახნა წამოვარდა ვითა რეტი იძახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი

248. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

249. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მიველ ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

250. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ასნაკეცნი ბევრისბევრად მოახსენა მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

251. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

252. უბრძანა დავო ეგეა მგზავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ აქვს პოვნა კაცისა თვით სოფლად არმოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი გაყრა ხორცთა და სულისა

253. ღ~ნ სხვამცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ხორციელი დავო მივის არასადა

254. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რადგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო თავი ზომსა გარდგიხდია

255. ყმამან უთხრა რასა მნუკვი არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე ღ~თსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიჴადე

256. ქალმან კვლავ ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ჰფიცე არ მოკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა