... (H-925), XVIII ს.

177. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გვყვეს ლაშქარნი უთუალავნი წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა თვესა ერთსა არ წავედით ვხოცეთ მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით

178. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდედ დავეცილენით მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო» სიტყუანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

179. დღეს ავყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვთქუით გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახლნეთ მარტონი დავდგეთ მართ ოდენ თავითა თვით დანახულსა მოვკლვიდეთ ნუ ვესრვით დამნახავითა

180. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასვლა უბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცი ფრინველი რაცა ზე გარდაგვფრენია

181. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირგამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერთ მისი მგზავსი შვენებით კაცთაგან უნახავია

182. უჭვრიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქუით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით» მისი მოგვინდა შეპყრობა ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა ცადენით

183. მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევა გვითხრა უვალნეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

184. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩუენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხნა არცა დაგვსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა

185. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსთა დავეზიდენით ხელი მოკიდა დადეგო» ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ხრმალსა ხელი არ მიყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით

186. მით ერთითა მათრაჴითა თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკვდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა მოამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

187. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩუენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

188. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

189. უთხრა თუძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქუჱნგან მივხვდი საქმესა ყოლა არსაადვილოსა ღმერთიმცა ნურასა ნურასა იქს თქუენსა დასაღრეჯილოსა

190. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემსა გულისა ნებასა აგრემცა ღ~თი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო ნებანებასა ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა

191. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

192. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

193. რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მამკლავს ანუ მოვკლავ დაიმალვის მეტისმეტად

194. ავთანდილ იტყვის ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არ არის თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი

195. წინაუკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშურალნი არ შეჭამანდთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი

196. დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდროვან თვალუცდომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი