... (H-925), XVIII ს.

197. მან ყმამან ქვაბსა მიმართა განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლმინადენია

198. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

199. ყმამან უთხრა დავო ასმათ ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხუდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ჴელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ქალი შებნდა მოეხვია ერთმანერთსა სისხლით სწიმდეს

200. იგი ტევრი გაეხირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოთქმიდიან მისცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა

201. სული დაიღო მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოხადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდაოდა გამოსრულობა

202. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვსცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა შეჰკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

203. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არას ვეჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი კვლავ უფრორე დაიღრეჯდა

204. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშაშლილი წვერგამო ნუ თუ მზეაო ვთქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

205. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღ~თნ ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

206. აწ ამას ჩემთვის ღ~ისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა ვუთხრა ყველაი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ხმალი არა ვკრა არც მას დავისობინო

207. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი იყო კარგახმული მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლდასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ფერ ბაკმული

208. ვერ იცნა სახე არ გვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

209. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო კრთებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

210. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტან სარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ყივი აგრე ხმიანი

211. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკავ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცდები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა

212. კვლავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მე ნუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი მითხარო მე ასჯერ გითხრობ ვერასა ვითა სიცილი ტირილსა მიჯობს ვაგლახი მღერასა

213. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მომითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყუანი ჩემი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიამბე ჩემგან ნუღარა გრცხუენიან

214. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების თრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ მიამბე რაცა გინდა იგი ქენო

215. კვლაცა კითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა

216. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო როგორა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო