..., 1860 წ.

137. უბრძანა შვილო რაზომცა. მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიახლე. ლხინადვე დამისახია მამ ქარვებელი სევდისა. ხართ ვითა მიუფრახია და ვეჭვრა სცნა შენცა მაგართლო. ჩემი სულთქმა და ახია.

138. უცხოსა და საკვირველსა. ყრმასა ვისმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა. სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი. ან ტიროდა ვისთვის კიდე და ჩემად ნახვად არ მოვიდა. გავგულისდი წავეკიდე.

139. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა. თვალთა ცრემლი მოიხოცა შესაპყრობად შევუძახე. სპანი სრულად დამიხოცა ვით ეშმაკი დაგვეკარგა. არ კაცურად გარდამკოცა და ჯერეთ ესე არა ვიცოდი. იყო თუ მეოცა.

140. მე ესე მიკვირს რა იყო. ანუ რა ვნახე დარული მან დამიხოცა ლაშქარი. ადინა სისხლი ღვარული კაცთა ჴორცთაგან ვით ითქმის. ასრე თვალთაგან ფარული და უცილოდ ღ~თსა მოვძულდი. აქამდინ მე მხიარული.

141. ტკბილნი მისნი წყალობანი. ბოლოს ასრე განმემწარდეს დამავიწყდა რაცა დღენი, სიხარულით წამიარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს. ვეღარამა მინეტარნეს და სადამდინაც დღენი მესხნეს. მე ვერავინ გამახარნეს.

142. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ. მე სიტყვასა დანაყბედსა ჱე მეფეო რად ემდურვი. ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა. ყოველთათვის ტკბილად მხედსა და ბოროტიმცა რად შეექმნა. კეთილისა შემოქმედსა.

143. ჰკადრა ნუ ბძანებ მეფეო. ეგე კვლავ ბედნიერია ყოველი ქვეყანა შეიპყრა. ფერხთ ქვეშე მონა მტვერია მოგჩუენებია გრძნეულად. მუხთალი შენი მტერია და ეგე არა ხამს სიტყვასა. ვკადრებ და დამიჯერია.

144. ეგ ცუდი ვინმე გინახავს, მაცდური ანუ ქაჯია ამისთვის მეფე რად ჭმუნავს, რად თავი გაგისაჯია სიტკბოს სანაცვლოდ. ღ~თისაგან სიმწარე დაგისაჯია და მასვე ვევედრნეთ მოასხი. ყოვლი მუყრი და აჯია.

145. იგი პირმზე მოახსენებს მაგად ნურა გენაღვლების კაცი იყო ხორციელი. მოვნახოდ და გამოჩნდების ეგ ნუ გიმძიმს და თარემ შენი. სიმძიმარი მე მამხვდების და რად დააჭკნობ ყაყაჩოსა, უშენობა არა შვენდების.

146. მე ამას ვარჩევ მეფეო. ხარ მეფედ ზედა მფლობელი შორს არის თქვენი სამძღვარი. ბრძანება მიუთხრომელი გაგზავნე კაცი ყოველგან. მისთა ამბავთა მცნობელი. და ადრე სცნობ არის ყმა, შობილი თუ უშობელი.

147. არ ყოფილა ხორციელი. იგი მოყმე ჴმელთა მვლელად მას ნახევდა სხვაცა ვინმე. გამოჩნდების მასწავლელად თვარა ეშმა გჩვენებია. ლხინთა შენთა შეცვლელ მშლელად და სევდისაგან მოიცალე. რად შექმნილხართ მოუცლელად.

148. არას გარგებს სამძიმარი. უსარგებლოდ ცრემლთა ღვრიდეთ თუ გავიჭრად მოვიაროთ. კიდეთ კიდეთ სჯობს რო მასვე შემოქმედსა. ვიაჯოთ და დავმორჩილდეთ და კლიტე გავხსნათ მეჯლიშისა. ლხინი ლხინსა ჩამოჰკიდეთ.

149. მეფეს სიტყვა ასულისა. მოეწონა ეკე თამცა პირი ჴელით დაუჭირა. გარდაჰკოცნა კვლადვ და კვლავცა უბრძანა თუ დაგმორჩილგე. რაცა მითხრა აგრე ვქნაცა და იგივა მხსნელი ჩემი. ვინცა მიწა გამაკაცა.

150. მოახსენეს კაცი გაგზავნეს. ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟად. თავიცა რად დარიდეთა (2)და მისწერეთ წიგნი სადაცა. ვერ მიხვდეთ ვერ მიხვიდეთა (1)მონახეთ ძებნეთ იგი ყმა. სხვად ნურას მოიცლიდეთა.

151. კაცნი წავიდნენ იარეს. მართლ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა. იკითხეს კვლავდა კვლავდია ვერცა თუ ნახეს ნახული, ღვთისაგან დანაბადია და ცუდათ მოვიდნენ მაშვრალნი. მართსავე გულსა ზადია.

152. მონათა ჰკადრეს მეფეო. ჩვენ ჴმელნი მო ვიარენით მაგრამ ვერ ვპოვეთ იგი ყმა. ამით ვერ გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა. კაცსა ვერ შევეყარენით და ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი. სხვა რამე მოვიგვარით.

153. მეფე ბრძანებს მართალ იყო. ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა. სიცრუე და სიბილწეო ჩემად მტერად გარდმოჭრილი. გამოსულა ზეცით მზეო და გამიშვია შეჭირვება. არა მგამა ყოლა მეო.

154. ესე თქვა და სიხარულით. თამაშობა ადიადა მგოსანნი და მუშაითნი. იხმეს პოვეს რაცა სადა უხვად გასცა საბოძვარი. ყველა დარბაზს შემოხადა და მისი მსგავსი სიუხვითა. ღ~თნ სხვაცა რა დაბადა.

155. მსწრაფლად ადგა მუხლ მოყრილმა. შემოქმედსა თაყვანისცა მრავალ გვარი სასმელები. მეღვინესა ჴელთა მისცა მუხლ მოყრილნი ვადიდებდეთ. დადვაჯერა რაცა ვისცა და ამად ნურას ვეაჯებით. შემოგვაცილოს სხვასა ვისცა.

156. ავთანდილ მიხვდა მოსმენა. საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა. მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის შეყრა ვარდისა. არ ერთად შუყრელისა და ამაოა ჭვრეტა ტურფისა. სიახლე საყვარელისა.