..., 1860 წ.

78. ადგეს სოგრატ და ავთანდილ. ტანითა შვენიერითა თვითო აიღეს ჭიქები. მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლს მოყრითა. პირითა მოცინარითა და ვაზირი ჰკადრებს ენითა. წყლიანად მოუბარითა.

79. დაგიღრეჯია მეფეო. აღარ გიცინის პირია მართალ ახლა წახდა საჭურჭლე. თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული. თქვენ საბოძვარი ხშირიო და ყოემცა რად დასვი თავსა. რად უგდე ჭირიო.

80. რა მეფემან მოისმინა. გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო. ანუ სიტყვა ვით გაბედნა კარგათ ჰქენო დაუმადლა. ბრძანებანი უიმედნა და ჩემი ზრახვა სიძუნწისა. სტყუის ვინცა დაიყბედნა.

81. ეგ არ მიმძიმს ვეზირო. ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიე. სიყმაწილისა დღენია კაცი არ არის სითკენცა. საბრძანებელი ჩენია და რომე მას ჩემგან ესწავლა. სამამაცონი ზნენია.

82. ერთაი მიზის ასული. ნაზარდი სათუთობითა ღმერთმან არ მომცა ყრმა შვილი. ვარ საწუთოსა თმობითა ანუ მცა მგვანდეს მშვილდოსნად. ანუ კვლავ მებურთობითა და ცოტას შემწევს ავთანდილ. ჩემგანვე ნაზარდობითა.

83. ყმა მეფისა ბრძანებასა, ლაღი წყნარად მოისმენდა თავ მოდრეკით გაიცინა. გაღიმება დაუშვენდა თეთრთა კბილთა გამომკრთალთა. შუქთა ველთა მოაფენდა მეფე ბრძანებს რას იცინი. ანუ ჩემგან რად შეგცხვენდა.

84. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა. რას იცინი რა დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ. და ფარვანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს. არ გარიდე ამაზეო და არ გამხადო კადნიერად. არ ამიკლო ამაზეო.

85. უბრძანა რამცა მეწყინა. თქმა შენგან საწყენარისა. ფიცა მზე თინათინისა. მის მზის მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყოთ. კადრება საუბარისა. და ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა. თქმა სჯობს სიტყვისა წყნარებსა.

86. მიწამცა თქვენი ავთანდილ. თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავსდვათ მოვასხათ. მოწმათ თქუენივე სპანია მოასპარეზედ ვინ ვჯობო ცუდიღა უკუთქმანია და გარდამწყვეტელი მისიცა. ბურთი და მოედანია.

87. იგი ლაღი და წყლიანი. გამხიარულდა მეტადრე. სიცილით უთხრა შვილად გზდი. მით შემამკადრე იცი არ გიწყენ გაზდილო. მით შემომიხველ ზედ ადრე და თუ არ მაჯობო გაწბიდე. ბედი გეყოფის ბედადრე.

88. ვთანდილ უთხრა მით მკადრე. არ ეჭვდი ჩემგან წყენასა რას თვის შემკადრე საუბრად. ვით ათქმევინე ენასა სულ სპათა ყური მიუპყრეს. ჩემთა ნათქვამთა სმენასა და თუ არ გასწბილდე მაჯობო. ბედი გითხოვდეს მზე ნასა.

89. მე არ შეგარჩენ შენჩემსა. მაგისა დაცილებასა წამოდი ხვალე ვისროლოთ. ნუ იქ შედრეკა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ. მოწმათ ჩემთანა ხლებასა და ვინცა ვესროლოთ უკეთა. მას შეასხმევდენ ქებასა.

90. ავთანდილცა დამორჩილდა. საუბარი გარდასწყვიტეს იცინოდეს ყმაწვილობდეს. საყვარლად და კარგა ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს. ამა პირსა დაასკვნიდეს და ვინცა იყოს უარესი. თავ შიშველი სამდღე ვლიდეს.

91. კვლავ უბრძანეს კაცი ხამს ჩემთა ნაკრავთა მთვალავად. ნაკრავთა შესადარებლად, და მკვდართა არ დასამალავად სხვანი ისრისა მომრთმევლად. მომრთმევი არ დამფარავად და ჩვენთა ნაკვრავთა მართლად თქმა. სხვათა თჳს არ მოსამალავად.

92. კვლავ ბრძანა მონა თორმეტი. შეესხად ჩვენთანა მარებლად თორემტი ჩემად ისრისა. მომრთმევლად მოსახმარებლად ნასროლ ნაკრავსა დასთვლიდნენ. უტყუვრად მიუმცდარებლად და ერთიღა შენი შერმანდის. არს მათად დასადარებლად.

93. მონადირეთა უბრძანა. მინდორნი მოიარენიდ დასცევიდ ჯოგი მრავალი ამისთვს მოიარენით. ლაშქარი სამზოდ აწვიეს. მოდით და მოიჯარენით და გაპყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამად გავიხარენით.

94. უბრძანა სრულად ლაშქართა. ვითა ჴელმწიფეთ წესია ყოვლგნით მოეცვით ყოველთა. მუნ ცეცხლი ნუ აკვესია სადაც რომ ნახოთ ნადირი. ჩვენზედ მასხით ესია და აწ პატრონ ყმანი ნახენით. რომელიც უკეთესია.

95. მას ჟამსა ადრე მოვიდა. იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი. პირად ბროლ ბალახ შოსანი თავს ოქროს რიდე ეხვია. შვენოდა ქარქაშოსანი და მეფესა გასვლად იწვევდა. მოდგა თეთრ ტაიჭოსანი.

96. შეეკაზმა მეფე შეჯდა. ნადირობას გამოვიდეს მგრგვლივ მინდორსა მოს დგომოდეს. ალყად გარე შემოკროდეს ზეიმი და ზარი იყო. სპანი ველთა დაფარვიდეს და ნაძლევისა მათისათვის. ისროდეს და ერთად სვრიდეს.

97. უბრძანა მონა თორმეტი. მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით. ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით. ნასროლსა დასთვალევდითა და დიწყეს მოსვლა ნადირთა. ყოვლგნით მინდორთა კიდითა.