..., 1860 წ.

19. თვალთა მისთა უნათლესთა, ენატრამცა ახლად ჩენი აჰა გული გამიჯნურდა, მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა, კმარის მისცეს სულთა ლხენა და სამთა ფერთა საქებელთა, ლამის ლექსთა უნდა ლევნა

20. რაცა ვისრა ბედმან მისცეს დასჯერდეს, და მას უბნობდესს მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს კვლავ მიჯნური მიჯნურობდეს, უყვარდეს და გამოსცნობდეს და არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნებდეს

21. მე მიჯნურსა მიჯნურობა, ეტლმან მომცა რადგან ბედმან მე მით ვიცან საქმე მათი, თვალით ჩემით შენახედმან. სიტყვა კარგი გამოვაგო, ლექს მართალმან ენა მეტმან. და შეიზომნეს ჭირნი მათნი, ჭირთა ჩემთა მეათედმან.

22. შაირობა პირველივე არს, სიბრძნეისა ერთი დაგნი სამღ~თო სამღ~თოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი კვლავ აქაცა იამების, ვინცა არის კაცი ვარგი და გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი

23. ვითა ცხენსა შარა გრძელი, და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი, მართლა ცემა მარჯვნედ ქნევა მართ აგრევე მელექსესა, ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა და რა მიჭირდეს საუბარი, და დაუწყოს ლექსმან ლევა

24. მაშინღა ნახეთ მელექსე, და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას. სიტყვა მცირობა და ჴელმარჯვედ სცემდეს სჩოგანსა. იხმაროს დიდი გმირობა

25. მე ვიკადრებ ლექსთა კარგთა, ვერვინა სთქვას ჩემი ფერი ცრემლის ცრემლით ავატირო. მე სოფელი ჩემი მტერი ცა ქვეყანა შევატაკო. ვითა მიწა გავამტვერი და ამა ჩემმან ნაუბარმან, შეაქჩიოს ყმა და ბერი

26. მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე სთქვას ერთი ორი ვით ყველასა ჰგონია. მელექსეთა კარგთა სწორი თუ სადმე თქვას ერთი ორი. უმსგავსო და შორი შორი და მაგრამ იტყვის ჩემი სჯობსო. უცილობდეს ვითა ჯორი

27. მეორე ლექსი ცოტაი. ნაწილი მოშაირეთა არ ძალუძს სულ თქმნა სიტყვისა. გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი, ყმაწვილთა მონადირეთა და დიდსა ვერ მოკლავს ჴელთა აქვს. ხოცა ნადირთა მცირეთა

28. ყოველი წვრილად უამბოს. ზე სადმე არსად წასთვალოსს ყოველს კაცსა ამეტებდეს. ჭირსა ვითა არ აკრვძალოს ლექსთ ქართული აღარიბოს. საუბარი გაასრულოს და ნახოს კარგმან გამგონემან. არსად სიტყვა არ აბრალოს

29. მესამე ლექსი კარგია. სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების. რაცა ოდენ თქვან ნათელი და მოშაირე არა ჰქვიან. ვერას იტყვის ვინცა გრძელად

30. რა გიამბო ვინცა იყო. ჴელობისა მაძებარი სხვას ყველასა მოეშორენით. სოფლის ლხინად იგი კმარი ვითა თვალთა ყოვლი თემი. ერთად უჩანს იგი ვარი და მათი საქმე ვერ ვამგზავსე. ვითა სპასა მეომარი

31. ჴამს მოლექსე ნაჭირვებსა. მისსა ცუდათ არ აპრკვევდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს ყველას მისთვის ჴელოვნობდეს. მას აქებდეს მას ამკობდეს. და მისგან კიდე ნურა უნდა. მისთვის ენა მუსიკობდეს

32. ჩემი აწ სცანით ყველამა. მას ვაქებ ვინცა მიქია ეს მჩანს დიდად სახელად. არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე. უწყალო ვითა ჯიქია და მისი სახელი შეფრქვევით. ქვემორე მითქვამს მიქია

33. ვსთქვა მიჯნურობა პირველი. და ტომი გვართა ზენისა ძნელად სათქმელი საჭირო. გამოსაგები ენისა იგია საქმე საზეო. მამცემი აღმა ფრენისა და ვინცა ეცადოს თმობასა. ქონდეს მრავალთა წყენისა

34. მას ერთსა მიჯნურობასა. ჭკვიანნი ვერ მისწვდებიან ენა დაშვრების მსმენელთა. ყურნიცა დავალდებიან. ვთქვათ ჴელობანი ქვენანი. რომელნი ხორცთა კვდებიან და მართ მასვე ბაძვენ თუ ოდენ. არ სიძვენ შორით ბდებიან.

35. მიჯნური შმაგსა გვიქვიან. არაბულისა ენითა მითრომე შმაგობ მისისა. ვერ მიხდომის წყენითა ზოგთა აქვს სამღთო სიხლე. და შვრების აღმა ფრენითა და კვლავ ზოგთა ქვეუც ბუნები. კეკლუცთა ზედა რბენითა

36. მიკვირს ვიცი რად აფერებს. საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს. მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს. რად აყივნებს რაცა სძულსა. და ავსა კაცსა ავი სიტყვა. ურჩევნიან სულსა გულსა.

37. თავი მოყვარე მოყვრისათვის, ტირს ტირილსა ემართების სიარული მარტოობა შვენის. გაჭრად დაეთვლების. იგონებდეს მისგან კიდე. ანუ როდეს მოეცლების და არ დააჩნდეს მიჯნურობა. სჯობს თუ კაცსა იახლების

38. (ნუ შექმენ დავით მაღალი. თვით მეფე დავითიანად) ნუ ცოცხალი [ა]ნუ ელევის. რაც რომ პირველ შეუყვარდეს ნურცა ლხინსა აუზავდეს. ნურცა ჭირსა შეუზარდეს. მისთვის დასთმოს ყველაკაი. მისთვის ველად გამოვარდეს და ნურა გავა სოფელიცა. მისი კერძი რა გან ქარდეს