..., 1860 წ.

275. დღისით ვლეს და საღამო ჟამ. გამოუჩნდა დიდი კლდენი კდეთა შიგან ქვაბი იყო. ძირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა. შამბი იყო თუ რაზდენი და ხე დიდრონი თვალ უწდომი. მაღლა კლდემდინ არა ყრდენი.

276. დადგა უჭვრეტს ალვის შტოსა. ანძრევს ჰქონდა გარე ჴელსა ავთანდილ კვირს ეგრე ვითა. გაანათლებს მზებრივ ჴმელსა პირად მზესა გულად ლომსა. ტანად შეჰგავს საროს მზრდელსა და მოიგონებს გულ ამოსკვნით. მასვე მისსა საგონელსა.

277. მან ყმამან ქვაბსა მიმართა. განვლო წყალი და კლდენია ავთანდილ ცხენი გარდახდა. მონახა დიდი ხენია მას ზედან ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია და მუნით უჭვრეტდა იგი ყმა. მივა ცრემლ მონადენია.

278. რა ტყენი გავლო მან ყმამან. მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გარდმოდგა. ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლა ცრემლითა. ზღვათაცა შესართავითა და იგი ყმა ცხენსა გარდახდა. ყელსა მოეჭდო მკლავითა.

279. ყმამან უთხრა დაო ასმათ. ჴიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ესე თქვა და მკერდსა ჴელი იკრა. თვალთა ცრემლი გარდმოსცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად. ჩვენ ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს და ქალი შებნდა მოეხვია. ერთმანეთსა სისხლით სწმიდეს.

280. იგი ტევრი გაეხშირა. დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთრთსა ე ხვეოდეს. ყმა ქალსა და ქალი ყმასა იძახდიან მოსთქვემიდიან. მოსცემდიან კლდენი ჴმასა და ავთანდილს ჭვრეტს გაკვირვებით. მათსა ეგრე ქცევა ზმასა.

281. სული დაიღეს მან ქალმან. დასთმო გულსა წყილულები ქვაბს შეიყვანა ტაიჭი. მოხადა აკაზმულები მას ყმასა შეხსნა შეიღო. აბჯრისა წელ შერტყმულობა და მას შიგ შევიდნენ. მას დღესა. გარდასწყდა გამოსრულობა.

282. ავთანდილ იტყვის ამბავი. ისე თუ ვსცნაო მე რითა გათენდა ქალი გარდმოდგა. მოსილი მითვე ფერითა ცხენსა აუდვა ლაგამი. სწმედდა რიდისა წვერითა და შეკაზმა მოაქვს აბჯარი. წყნარა არ რამე ჩხერითა.

283. მის მოყმისა წესი იყო. მეტსა თურე არ იაჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს. თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანეთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა და ასმათ ესრეთ დაღრეჯილი. კვლავ უფროვე დაიღრეჯდა.

284. ავთანდილ ახლოს კვლავ ნახა. სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო. ნუ თუ მზეაო ქვეცისა ეყნოს სული ალვისა. ქართაგან მონატაცისა და ასრე უჩნს მოკვლა ლომისა. მართ ვითა ლომსა ვაცისა.

285. მასვე გზასა წამოვიდა. რომე გუშინ წაეარა შანბი განვლო გაეშორა. თავი მინდორს გააგვარა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით. მალვით ხესა მოეფარა და თქვა თუ ღ~თნ ესე საქმე. მეტად კარგა მომიგვარა.

286. ავთანდილ თქვა ჟამად ვპოვე. ვრბოდი ვისთუის სურვილითა მისთვის კიდე მამასურვე. ვნახო ჰყვანდეს ნუ თუ ვითა ნუ თუ რასაც მოველოდი მითხრას ამან მე ამბვითა და თვარემ მე ვარ იგი ლომი. რომე მჴეცთა მოვსვრი ჴლმითა.

287. იმ იმას ჩემთვის ღ~თისა. სხვა საქმე რა ვამჯობინოო ქალი შევიპყარ მის ყმისა. ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხარ მრავალი. ყოველი გავაბჭობინო და მას ყმასა ჴმალი არა ვკრა. არცა მას დავისობინო.

288. ჩამოვიდა ცხენი ახსნა. მისგან ხესა გამობმული ზედა შეჯდა გაემართა. ქვაბი იყო კარ გახმული მუნით ქალი გამოიჭრა. გულ მდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო. პირი ვარდი ბროლ ფიქალი.

289. ვერ იცნა სახე არ გვანდა. მისი მის ყმისა სახესა ფიცხლავ გაიქცა მიმართა. ძახილით ხესა და კლდესა ყმა გარდაიჭრა დააბა. ვითა კაკაბი მახესა და ჴმას სცემდა კლდენი ქალისა. ძახილსა შუნერი სახესა.

290. მას ყმასა თავი არ მისცა. ჭვრეტაცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა. ქვეშე მიდამო ჰკრთებოდა ტარიელს ვისმე უძახდა. მისთვის მწედ არ ემწებოდა და ავთანდილ მუხლსა უყრიდა. თითითა ეხვეწებოდა.

291. ქალი ტიროდა კიოდა. ჴმასა მისცემდა მთა ვითა უძახის ლომო ტარიელ. არ იყო ამად ზავითა ავთანდილ ეტყვის ნუ შმაგობ. ნუ ხარ ცნობითა ავითა და ღარიბი უადგილოსა. მოვსულვარ ოდენ თავითა.

292. ეტყოდა სულე რამც გიყავ. კაცი ვარ ადამიანი უფრო ქნილნი მინახამს. ვარდნი დაისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის. ტან სარო პირ ბაკმიანი და სხვას არას გიზამ ნუ გეშის. ნუ ყივი ეგრე ჴმიანი.

293. ქალი ეტყოდა ტირილით. სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ. შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მედა ძნელსა საქმესა. მნუკავ ადვილად თხრობასა და ცუდად ნუ ელი ნუ სცდები. მაგა ამბისა მბობასა.

294. კვლავ ეტყვის ყმავ რა გინდა. ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმესა ვერა იქს. ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი მითხარი. მე ასჯერ გითხრობ ვერასა და ვითა ტირილი სიცილისა. მიჯობს ვაგლახი მღერასა.