..., 1860 წ.

39. რომ შექმენ დავით მაღალი. თჳთ მეფე დავითიანად გონებად დიდად მოწყალე. მართ ერთობ მოწყალიანად მნათობი ყოვლთა მხედველთა. ვითა მზე სინაღვლიანად და უმისოდ ჴომი ვერ ნათობს. ვერც ლომი ნაკუთიანად

40. პირველათ ტახტი პორფირი. ღვთისაგან გაქვს სკიპტრა პირველი ერთგულთა დიდად მოწყალე. ორგულთა რისხვით მჭირველნი შენად სამონოდ მეფენი. მოვლენ სხვაგნითა პირველნი და ხამს რომე პაპნი ჰრომისა. შენთვისაც იყოს მწირველნი.

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა.

41. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი. ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე. მორჭმული განგებიანი და თჳთ მეომარი უებრო. კვლავ მოუბარი წყლიანი

42. იყო არაბეთს მეფობა, მეფისა როსტევანისა მას ჰქონდა სპარსთა ქვეყანა. მართვითა შანშიარითა უძრწის და მონებს ყოველი. ჴელთა აქვს საბრძანისა და თქვეს თუ ხამს ჴმელთა. პატრონად ან ალექსანდრიანისა

43. ჩვენვე დავიწყოთ ანბავი. მის ჴელმწიფისა ზენისა არაბეთს როსტენ პატრონი. მპყრობელი სპა სპენისა მას ესვა ქალი მნათობი. თვალთა თუთია დენისა და შემხედთა სულის თვალთა წამღები. ვერ მხედთა ამაზრზენისა

44. სხვა ძე არესვა მეფესა. მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათობ მნათობი. მზისათა დასთა დასული. მან მისთა მჭვრეტთა წაუღის. გული გონება და სული და ბრძენი ჴამს მისად მაქებრად. და ენა ბევრად ასული

45. მისი სახელი თინათინ. არს ესე საცოდნელია რა გაიზარდა გაივსო. მზე მისგან საწუნელია მეფემან იხმა ვაზირნი თჳთ. ზის ლაღი და წყნარია და გვერდსა დაისვა დაუწყო. მან ამოდ საუბარია

46. დუმილით უხმო ვაზირნო. უბრძანებს თუმცა ფარულად მე ძე არ მომცა სოფელმან. კიდევ მისთვის ვარ მალულად ამ ჩემთა სპათა თავადთა. შემტევებელი ქარულად და მოლხინედ მოასპარეზედ. გამთენებელი დარულად

47. მე თქვენა გკითხამთ საქმესა. ერთგანა სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი. გაახმოს დააჭნიროსა იგი წახდების სხვა მოვა. ტურფასა საბაღნაროსა და მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

48. მე გარდასლურვარ. სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია რაღაა იგი სინათლე. რასაცა ახლავს ბნელია დღეს არა ხვალე მოვკვდები. სოფელი ასე მქნელია და ჩემი მზე დავსვა ხელმწიფედ. ვისგან მზე საწუნელია

49. ვეზირთა კადრეს მეფეო. რად ბძანეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა. გვმარ თებს ეგრეცა ჯერობა მისივე მეტობს ყვავილსა. სული და ტურფა ფერობა და მთვარესა მცხრალსა, ვარსკვლავმან ვითარცა ჰკადრა მტერობა

50. მათვე დაშალეს ვეზირთა. მაგრამ ვინ მოუსმინებდა მეფე ლაღი და უკადრი. იგი ქნის რაცა ინებდა თინათინ დასვედ ჴელმწიფედ. ვინ მზედა ითვალწუნებდა და ვინ სალსა კლდესა დაადნობს. დაცვილსა გაატირებდა

51. ჰკადრეს ნუ ბრაძანებ მეფეო. ჯერ ვარდი არ დაჭკნობია თქვენი თათბირი ავიცა. სხვისა კარგისა მჯობია ხამს გაღანამცა საქნელად. რაცა თქვენს გულსა ლმობია და სჯობს მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენა ფლობია

52. თუმცა ქალია ჴელმწიფედ. მართ ღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცით მეფობა. უთქვენოთ გვითქვამს კვლადია შუქსა მზისაებრ საქმეცა. მის მზეებრ განაცხადია და ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

53. ავთანდილ იყო სპასპეტი. ძეამილ სპასა ლარისა საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა ჯერ უწვერული სადარო. ბროლ მინა საცოდნარისა და მას თინათინის გონება. კლევდის წამწამთა ჯარისა

54. გულსა მისსა მიჯნურობა. მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან. ვარდი შექნის ფერ ნაკლულად. ნახის ცეცხლი გაუახლდის. წყლული გახდის უფრო წყლულად და საბრალოა სიყვარული. კაცსა შეიქმს გულ ნაკლულად

55. მის მეფედ დასმა მეფემან. ბრძანა მისისა ქალის...ა. ავთანდილს მიხვდა სიამე. ვსება სჭირს მისვე ალისა თქვა თუ ზედა ზედ მომხვდების. ნახვა მის ბროლ ფიქალისა. და ნუთუ რით ვპოვოთ წამალი. მე ჩემი ფერ გამქრალისა

56. სრულიად გასც ბრძანება. დიდმან არაბმან მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ. დავსვი მე მისმან მშობელმან მან გაანათლოს ყოველი. ვით მზემან მანათლობელმან და მოდით და ნახეთ ყოველმან. შემსხმელმან, შემამკობელმან.

57. ავთანდილ მისის შორ ყოფნით. შეექნა თვალი ბლეტითა იამა ქალის მეფობა. სიხარულითა მეტითა იტყვის ყანდახან საუბრად. მივალ გულითა რეტითა და კულავ ზედა ზედ შევხედავ. ვალხინებ თვალთა მჭვრეტითა