..., 1860 წ.

58. მოვიდეს სრულდ არაბნი. ჯარი განმრავლდა ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი. ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოკრატ მოახლე. მეფისა დასთა დასისა და მათ რომე და დგეს საჯდომი. თქვეს უთვალავი ფასისა

59. უბრძანა როსტენ შენსა მზესა. ჴელი ჴელსა მოეკიდა მის საბოძვრის მისათმევლად. მიზიდავს და მიყავს კიდა დავბერდი და დავძაბუნდი. მე დღეთავე ჩემთა ვთვლიდა და რაც შევცოდე შემოქმედსა. ვიტიროდი ვინანიდა

60. მეჯლიში ერთსა ალაგსა. დაიწყე გარდახდილობა უბრძანა სრულა არაბთა. შეჰკადრეს მილოცვილობა შენ ჩემთა საჭურჭლეთათვის ნუ შეგაქვს გულსა ცილობა და კვლა ზედიზედა შევიგნა. მე შენი არ მოშლილობა

61. თინათინ მიჰყავს მამასა. პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი. დაადგა თავის ჴელითა მისცა სიკიპტრა და შემოსა. მეფეთა სამოსელითა და ქალი სჭვრეტს მზისაებრ. ყოველთა მითვე ცნობითა მხედველთა

62. უკუდგეს და თაყვანისცეს მეფეთა. და მისთა სპათა დალოცეს და მეფეთ დასვეს. ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა იკრეს და წინწილი დაატკბობდა ტკბილსა ხმასა და ქალი სტირს და ცრემლსა აფრქვევს. ყრის ყორნის ბოლოს ფრთათა

63. მამისა ტახტსა საჯდომლად. თავი არ ეღირსებოდა ამად ტირს ბაღი ვარდისა. ცრემლითა აივსებოდ.ა მეფე სწვრთნის მამა ყოვლისა. მისაგან ითავსებოდა და ამისად ქმნამდის დამწველი. ცეცხლი არ დაევსებოდა

64. უბრძანა ნუსტირ ასულო ისმინე. ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს. ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი აქამდის ესე სამეფო. მარ შენია მონდობილი. და ხარცა ბრძნად მქნელი საქმისა. იყავ წყნარი და ცნობილი

65. ვარდთა და ნეხვთა ვინადგან. მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების უხვია ჴსნილთა დააბამს. იგი თჳთ ების ვინების და უხვად გასცემდის ზღვათაცა. შესდის და გაედინების

66. ვერცა თუ სამ ზაალ როსტომ. აიოზ დასალიმთურა ვერც მათ იპყრეს სოფელი. დაემართა იცი თუ რა კაცს ეჭიროს კარგი საქმე. ჴელთა ქარსა ვითა თურა და არ დაიგმოს მოყვრისაგან. ათქმევინოს რაქნა თურა

67. მეფეთა შიგან სიუხვე. ვით ალვა ედემს რგული უხვსა მორჩილობს ყოველი. იცია ვინ ორგული სმა ჭამა დიდად შესარგი. დება რა სავარგული და რასაცა გასცემ შენია. რაც არა დაკარგულია

68. ამა მამისა სწავლასა ქალი, ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა. წვრთნასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს. მეტად მოილხინებდა და თინათინ მზესა სწუნობდა. მაგრამ მზე თინათინებდა.

69. რა გადიდა ნადიბობა. დადკბობდა ჩანგი ხმასა მათ ტურფათა მჭვრეტელთა. ჯარი მოდგის ბანის ბანსა. ბულბული და იადონი. იძახოდენ მულღან ზარსა და თავის სმელთა დავლიოთა. ძალი მივსცეთ ღვინის სმასა.

70. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე. შენგანვე დაბეჭდილევი მომართვი ჩემი ყოველი. და ჩემი ნაუფლის წულევი და მოართვა გასცა უზომო. უანგარიშო ულევი.

71. მას დღე გასცემს ყოველსა. სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად აავსებდა. მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა ვიქ საქმესა. მამისაგან სწავლებულსა და ჩემსა ნურვინ ნუ დამალავს. საჭურჭლესა დადებულსა.

72. უბრძანა წადით გახსენით. რაცა სად საჭურჭლენია ამილახვარო მოასხი. რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო. სიუხვე არ მოსაწყენია და ლარსა ხვეტიან ლაშქარნი. მათ ვითა მეკობრენია.

73. ალაფობდეს საჭურჭლესა. მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა. ქვენაბამსა ნასუქარსა რომე გვანდა სიუხუითა. ბუქსა ზეცით ნაბუქალსა და არ დაარჩენს ცარიელსა. არ ყმასა და არ ქალსა.

74. მის ჯარისა სიხარული. მე გიამბო ამა კიდე რა გარდახდა ოდენ ჭამა. ჴელმწიფემან თავი ჰკიდა ავთანდილ და სოკრატ. კვირან. ნეტარ რამცა წამეკიდა და საჭურჭლისა გარდაგება. დაუმძიმდა მეტად კიდა.

75. დღე ერთ გარდახდა პურობა. სმა ჭამა იყო ლხინობა ნადიმად მსხდომთა ლაშქართა. მუნ დიდი შემოყრილობა. მეფემან თავი დაჰკიდა. მას ჰქონდა დაღრეჯილობა და ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო. შექნეს ამისი ცილობა.

76. თავსა ზის პირმზე მზე ავთანდილ. მჭვრეტელთაგან მოსანდომია დიდი სპასპეტი ჩაუქი. ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი. თჳთ იგი მასთან მჯდომია და თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა. ანუ რა ფერი კრთომია.

77. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე. გონებასა ჩავარდნილა თვარე აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვკითხოთ. გვითხრას რამცა შეგვეცილა ვკადროთ რამე სალაღობო. რისთვისცა გაგვაწბილა.