..., 1860 წ.

98. მოვიდა ჯოგი ნადირთა. ანგარიშ მიუხდომელი ირემი თხა და კანჯარი. კი მაღალ მხტომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს. საჭვრეტლად სჯობდა რომელი და აპა მშვილდი და ისარი. და მკლავი დაუშრომელი.

99. ცხენთა მათთა ნატერფალი. მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიესროდეს მინდორს სისხლსა მოასხმიდეს რა ისარი დაელივეს. მონანივე მიართმიდეს და მხეცი მათგანი დაკოდილი. წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

100. იგი ველი გაირბინეს. ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიტეს. ნადირთაგან სისხლი ისხეს ველი წითლად შეეღებნეს. ცათა ღ~თი შეარისხეს და ავთანდილის შემხედველთა. თქვეს თუ ალვა ედე მისზეს.

101. იგი მინდორი დალივეს. მათ მათგან განარბენია მინდორთა იქით წყალი. სდის და წყლისა პირსა ტყენია ნადირთა ტყესა შეასწრეს. სადა ვერა რბის ცხენია და იგი მაშვრალნი ორნივე. მოსწყდეს რაზომცა მხნენია.

102. ერთმანეთსა თუ მე გჯობვარ. სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს. იქით და აქეთ დგებოდეს მერმე მოვიდნენ მონანი. რომელნი უკან ჰყვებოდეს და უბრძანა თქვითო მართალი. ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს.

103. მონათა ჰკადრეს მართალსა. გვადრებით და ნუ გემცთარებით მეფეო ყოლე ვერ ვიტყვით. შენსა მაგისა დარებით აწვე დაგვხოცოთ ვერა. გავთ. ვერათ ვერ მოგეხმარებით და მისგან ნაკრავი გვინახავს. მხეცი ვერ წაღმა წარებით.

104. ორთავე ერთგან მოკლული. ყველაი ასჯერ ოცია მაგრამ ავთანდილს ოცითა. უფროსი დაუხოცია არ დასცდენია ერთიცა. რაც ოდენ შეუტყორცია და თქვენი მრავალი მიწათა გასვრილი გაგვიხოცია.

105. მეფესა ესმა ანბავი. უჩნს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე. მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი. ვითა ბულბულსა ვარდისა და სიცილით ლაღობს. მიეცა გულსა ამოსვლა ვარდისა.

106. იგი ორნივე საგრილად, გარდახდეს ძირთა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა. მოდგეს უფროსნი ბზეთასა ახლოს უდგას მონა თორმეტი. უმხნესი სხვათა მხნეთასა და თამაშობდეს და უჭვრეტდეს. წყალსა და პირსა ტყეთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა.

107. [ესე] ჩადის წყალი რამე. პირსა ხე უდგას ამოსული ხეთა ძირსა ლომი იჯდა. ტანად ალვა ჯავარ სრული ტანსა ეცვა ვეფხვის ტყავი. წამს არ მისცის თვალთა ლური და სხვასა სევდას შეევიწრა. და შეექნა დანა სრული.

108. ნახეს უცხო მოყმე ვინმე. სჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ყვანდა, ლომსავითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი. ლაგამ აბჯარ უნაგირსა და ცრემლსა ვარდი დაერთრთვინა. გულსა მდუღრად ანატირსა.

109. მას ტანსა კაბა ემოსა, გარეთ თმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო. სარქმელი თავისა ჴელთა ნაჭერი მათრახი. ჰქონდა უმსხოსი მკლავისა და ნახეს და ნახვა მოუნდათ უცხოსა სანახავისა.

110. მოვიდა მონა გაუგზავნა. ნახე ვინ ზის წყლისა პირსა ჴელსა ვისმე დავამსგავსე. მით საწუთრო არა კვირსა შემოჰყრია კაეშანი. მისცემია მხელსა ჭირსა და მოახსენე სოფლის მზესა. ტკბილად ჰკითხე რასა ჰტირსა.

111. მეფემან ბრძანა ვინ არის. უცხოდ ტანად და პირადო უბრძანა ერთსა მონასა. წადი ფიცხლად და ჯანადო გიბრძანებს უთხარ ვერ გიცნობ. ჩვენთა ლაშქართა თანადო და ვინცა ხარ მოდი წინაშე. შენ ჩემგან მონაყვანადო.

112. მოახსენა მეფე გიჴმობს და იმდაბლოს იმან სული თავნად ჩემმან მე მას მივსაცე. რაცა უნდა ჩემეულ.ი ბრძანებასა დამმორჩილდეს. ამად ნუ აქვს გული წყლული და ვითვისო და შევეთვისო. გაუახლო გული წყლული.

113. მივიდა მონა საუბრად. მის ყრმისა გულ მდუღარისა თავ ჩამოგდებით მტირალი. არ ჭვრეტით მოლიზღარისა მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა. დია გიშრისა ღარისად და ახლოს მივიდა მოსცალდა. სიტყვისა თქმად აღარისად.

114. ვერა ჰკადრა საუბარი. მონა მეტად შეუზარდა დიდ ხანს უჭვრეტს გაკვირვებით. თუცა გული გაუმაგრდა მოახსენა გიბრძანებსო. ახლოს მოდგა დაუწყნარდა და იგი ტირს და არა ესმის. მისგან გაუუმეცარდა.

115. მას მონისა არა ესმის. სიტყვა არცა საუბარი მათ ლაშქართა ძახილითა. იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რასმე ამოსკნოდა. გული ცეცხლთა ნადებარი და ცრემლსა სისხლი ერეოდა. გასდის ვითა ნაგუბარი.

116. სხვაგან ქნის იმის გონება. მისმან თავისი წონამან ესე მეფისა ბრძანება. კვლავ ერთხელ ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი. არც ა რა გაიგონამან და არცა გახლიჩა ბაგენი. თავი ვარდისა კონამან.