..., 1860 წ.

235. საგონებელი შეექნა. დადგა საქმისა მრჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეს ეზომი. ხანი რად დავჰყავ მე ველად ჩემსა რა ვკადრო მნათობსა. ვიყავ რად დღეთა მლეველად და მისი ვერა ვსნა ჭორნიცა. ვარ ვისთა გზათა მკვლეველად.

236. თუ არ დავბრუნდე საძებრად. დავყო სხვანიც ხანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნა. ამბავი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმანდინს. მიხვდეს ღაწვისა ბანანი და მივიდეს კადროს მეფესა. საქმენი დასაგვანანი

237. უამის ჩემი სიკვდილი. თჳთ ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი. ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი. მე სხვაგან სადმე რებული და ამას იგონებს ტირილით. გონება შევიწრებული.

238. იტყვის ღ~თო სამართალი. შენი ჩემთჳს რად ამრუდენ მე ეგზომი სიარული. კიდევ რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარული. აფხვერ ჭირთა დაუბუდენ და დღეთა ჩემთა ცრემლი ჩემი. ვერა ოდეს დავიყუდენ.

239. კვლავა იტყვის დათმობა სჯობს. და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები. გული ჩემი ნუ დადნების უღთოდ ვერვის ვერ მოვაწევ. ცრემლი ცუდად მედინების და განგებასა ვერვინ შესცვლის. არ საქნელი არ იქნების.

240. თავსა უთხრა მოჰკვდე გიჯობს. სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ. ანათებს დღესა მზიანსა გკითხავს მის ყმისა ამბავსა. რა გმართებს ვაგლახიანსა და იგონებ წამწამ მიჰყვების. ტყის პირსა შამბნარიანსა.

241. ყოველნი არსნი ცასა ქვეშე. ერთობ სრულად მომივლია მაგრამ საქმე მის კაცისა. ვერა სადა შემიგნია უღონიოდ მართლა იყო. რომელთაცა ქაჯად თქვია და აწ ტირილი არას მარგებს. ცრემლნი ცუდად რასა მდიან

242. მთით ჩამოვიდა ავთანდილ. განვლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა. შეჟღრინვით მონა წყენია გასცუდდებოდეს მკლავნი. და მისნივე სიამაყენია და ბროლისა ყელსა სტურფობდეს. გიშრისა მუნ საყენია.

243. მობრუნდა დააპირა სულთქნა. მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა. გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი. კაცი არსად არ ენახა და მჴეცი იყო საშინელი. მაგრამ არა შეუძახა.

244. მათ მინდორთა შუა შიგან. ამოსული ქედი არი გაფიცხდა და ზედ წაადგა. მოიმარჯვა საომარი ჩემი ბრძოლა ვის შეეძლო. შევკრა ერთად მთა და ბარი და დავხოცო და ჩამოვყარო. წავიყვანო პატიმარი.

245. თუმცა მხეც ქმნილი ავთანდილ. გულ ამოსკვნილი კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის. ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირთა. როსტომის მკლავ უგრძესითა და შამბისა პირთა გარდახდა. ცეცხლი დააგზნო კვესითა.

246. ცხენსა მისცა საძოვარი. ვირემ წვადი შეიწვებოდეს ექვსი ვინმე ცხენოსანი. ნახა მისკენ მოდიოდეს თქვა თუ გვანან მეკობრეთა. ნახა მისკენ მოდიოდეს და აქა კაცი ხორციელი. ვეჭვ ყოფილა არაოდეს.

247. ჩვენ ასე მყოფნი არ ვარგი ვართ. რა მნახვენ ვეჯაბანებით შეირტყა წელთა აბჯარი. შეჯდა ტანისა ჯანებით მზად აქვს მშვილდი და ისარი. ხმალი მოირტყა ჯანებით და მისმან მებრძოლმან ყოველმან. გაყრამცა იაჯარებით.

248. ჴელთა ჰქონდა საომარი. მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა. ძმა მოჰყვანდათ უწვერული თავსა იყო დაკოდილი. შეებნიდა სისხლსა გული და სტიროდეს და იჭირვოდეს. ცოტა ედგა მას გლახ სული.

249. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ. მეკობრეთა დაგამსგავსე მათ მიუგეს დაგვიწყნარდი. გვიშველე რა ცეცხლი ავსე ვერა გვარგო მოგვიმტკივნე. ჭირი ჭირსა მოგვისავსე და საგლოველი მოგვიგლოვე. ღაწვი შენცა დაიმხავსე.

250. ავთანდილ მიდგა ეუბნა. მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი. ტირილით მოუბარეთა და დია გვაქვს ციხე ქალაქი. ხატაეთს არე მარეთა.

251. კარგი გვესმა სანადირო. ნადირობას წამოვედით აგვყვა ლაშქარი უთვალავი. წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა. თვესა ერთსა არ წაველით და დავტხოცეთ მხეცი უზომო. მინდორითა და მთით და ქედით.

252. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა. მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანეთსა სამთავე. ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო. სიტყვანი ვავაცილენით და ვერ გავაჩინეთ მართალი. ვისარჩლეთ ვითაკილენით.

253. დღეს ავყარენით ლაშქარნი. სავსენი ირმის ტყავითა ვთქვით გავაჩინოთ მართალი. ვინა ვსჯობთ თავის თავითა თავს ვიხლენი მარტონი. დადგეთ მართოდენ მკლავითა და თვით დანახულსა მოვკლევდეთ. ნუ ვისვრით დამნახავითა.

254. ჩვენ ვიახლენით სამთავე. სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასვლა უბრძანეთ. მით არის მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი. მთანი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცი ურიცხვი. რაცაზე გარდავფრენია.