... (H-740), XVIII ს.

21. თქუ[.............................]ე: შენი: დამაჩნდეს: ესადრე: ბროლი[.......]გასრულვარ: ქარვისა: უყუითესადრე: მაშინ: რაღა: ვქნა: ვერ: ჭურეტა: რა: მამხუდეს: კულა: უგრძესადრე: ჴამს: მოყურისათვის: სიკუდილი: ესე: მე: დამიც: წესადრე:

22. საწოლს: დაწვა: ტირს: მტირალსა: ცრემლი: ძნელად: ეჴოცების: ვითა: ვერხვი: ქარისაგან: ირხევისდა: იკეცების: რა: მილულნის: სიახლევე: საყუარლისა: ეოცების: შეჰკრთის: დიდნი: დაიზახნის: მით: პატიჟი: ეოცების:

23. მოშორება: საყუარლისა: მას: შეჰქმნოდა: მისად: ღაზოდ: ცრემლსა: ვითა: მარგალიტსა: წუიმს: ვარდისა: დასანაზოდ: რა: გათენდა: შეეკაზმა: მისთა: მჭურეტთა: სალამაზოდ: ცხენსა: შეჯდა: გაემართა: დარბაზს: მივა: სადარბაზოდ:

24. დარბაზს: ეჯიბი: შეგზავნა: მართ: მისგან: შენარონია: შესთვალა: კადრებ: მეფეო: მე: ესე: გამიგონია: ყოველი: პირი: მიწისა: თქუენ: ჴრმლითა: დაგიმონია: აწ: თუ: სჯობს: ესე: ამბავი: ცნან: რაცა: გარე: მონია:

25. მე: წავიდე: მოვიარო: ვილაშქრო: და: ვინაპირო: თინათინის: ჴელმწიფობა: მტერთა: თქუენთა: გულსა: ვჰგუმირო: მორჩილ: ქმნილთა: გავახარო: ურჩი: ყოვლი: ავატირო: ძღვენნი: ვკადრნე: ზედა: ზედა: არ: სალამი: დავაძუირო:

26. მეფესა: ეთქვა: ამისი: დიადი: მადრიელო[..]ა: ებრძანა: ლომო: არა: გჭირს: შენ: ომთა: გარდუჴდელობა: აწ: მაგა: შენსა: თათბირსა: ჰგავსო: შენივე: ქველობა: წა: მაგრა: მამხუდეს: რაღა: ვქნა: თუ: სიშორისა: გრძელობა:

27. ყმა: შევიდა: თაყუანისცა: მადლი: რამე: მოახსენა: ჴელმწიფეო: მიკუირს: ქება: რად: იკადრეთ: ჩემი: თქუენა: აწ: ნუთუ: კულა: სიშორისა: ღ~თნ: ბნელი: გამითენა: პირი: თქუენი: მხიარული: მხიარულსა: კულა: მიჩვენა:

28. მეფე: ყელსა: მოეკიდა: გარდაჰკოცნა: ვითა: შვილი: სხუა: მათებრი: არ: ყოფილა: არ: გამზრდელი: არ: გაზრდილი: ყმა: ადგა: და: წამოვიდა: მას: დღე: მათი: ჩანს: გაყრილი: როსტან: მისთვის: აატირა: გონიერი: გული: ტკბილი:

29. გამოემართა: ავთანდილ: მოყმე: მჴნე: ლაღად: მავალი: ოც: დღე: იარა: ღამესა: დღეზედა: წართო: მრავალი: იგია: ლხინი: სოფლისა: იგია: ნივთი: და: ვალი: არ: მისცილდები: თინათინ: მისი: მას: ვისგან: სწუავს: ალი:

30. რა: მოვიდა: სიხარული: შიგან: გაჴდა: სამეფოსა: მოეგებნეს: დიდებულნი: ზღუენსა: სძღუნიდეს: უფასოსა: იგი: პირ: მზე: არ: მოსცთების: სიხარულსა: სასწრაფოსა: მიხუდეს: მყოფნი: მას: წინაშე: სიხარულსა: სადაფოსა:

31. ჰქონდა: მაგარი: ქალაქი: საზაროდ: სანაპიროსა: გარე: კლდე: იყო: გიამბობ: ზღუდესა: უქვითკიროსა: ყმამან: მუნ: დაყო: სამი: დღე: ამოსა: სანადიროსა: გაზრდილი: მისი: შერმადინ: დაისო: სავაზიროსა:

32. ესეა: მონა: შერმადინ: ზემოთცა: სახელდებული: თანა: შეზრდილი: ერთგული: და: მისთვის: თავ: დადებული: თან: არ: იცოდა: აქამდინ: მის: ყმისა: ცეცხლი: დებული: აწ: გაუცხადა: სიტყვები: მის: მზისა: იმედებული:

33. უბრძანა: აჰა: შერმადინ: ამად: მე: შენგან: მრცხვენიან: ჩემნი: საქმენი: ყოველნი: გცოდნიან: გაგივლენიან: მაგრა: არიცი: აქამდინ: რანიცა: ცეცხლნი: მდებიან: მე: ვისგან: მქონდეს: პატიჟნი: აწ: მასვე: მოულხენიან:

34. მოუკულივარ: თინათინის: სურვილსა: და: სიყუარულსა: ცრემლი: ცხელი: ასოვლებდის: ნარგისთაგან: ვარდსა: ზრულსა: ვერ: ვაჩენდი: აქანამდის: ჭირსა: ჩემგან: დაფარულსა: აწ: მიბრძანა: საიმედო: ამად: მხედავ: მხიარულსა:

35. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: დაკარგულისა: მოხუდე: სრულვქნა: მაშინღა: შენი: წადილი: გულისა: ქმარი: არ: მინდა: უშენოდ: მომხუდესცა: ხისა: რგულისა: მომცა: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

36. პირველ: ყმა: ვარ: წასულა: მინდა: პატრონისა: სამსახურად: ჴამს: მეფეთა: ერთგულობა: ყოფა: გუმართებს: ყმასა: ყმურად: მერმე: ცეცხლი: დაუვსია: აღარა: მწოვს: გულსა: მურად: ჴამს: თუ: კაცი: არ: შეუდრკეს: ჭირსა: მიუხდეს: მამაცურად:

37. ვართ: უმოყვრესნი: მედა: შენ: ყოველთა: პატრონ: ყმათასა: ამისთვის: გნუკევ: სმენასა: შენ: ამა: ჩემთა: ჴმათასა: ჩემ: წილ: დაგაგდებ: პატრონად: თავადად: სხვათა: სპათასა: ამა: საქმესა: ვერავიქ: მე: განდობასა: სხუათასა:

38. ლაშქართა: და: დიდებულთა: ალაშქრებდი: ჰპატრონობდი: დარბაზს: კაცსა: გაგზავნიდი: და: ამბავსა: მათსა: სცნობდი: წიგნსა: სწერდი: ჩემაგიერ: უფასოსა: ზღუენსა: ძღუნობდი: აქა: სადმე: არ: ყოფასა: ჩემსა: მათმცა: რად: აგრძნობდი:

39. ლაშქრობა: და: ნადირობა: შენი: ჩემსა: დაასახე: აქა: სამწელ: მომიცადე: ხუაშიადი: შემინახე: მე: ნუთუმცა: შემოვბრუნდი: ალვა: ჩემი: არ: დაჭკნახე: არ: მოვბრუნდე: მამიგლოვე: მიტირე: და: მივაგლახე:

40. მაშინღა: ჰკადრე: მეფესა: არ: საქმე: სასურვალია: აცნობე: ჩემი: სიკუდილი: იყავ: მართ: ვითა: მთურვალია: მიხუდა: თქუა: საქმე: რომელი: ყოვლთათვინ: გარდუვალია: გლახათა: მიეც: საჭურჭლე: ოქრო: ვერცხლი: და: თვალია: