... (H-66), 1832 წ.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი: და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი: მართლად ცემა მარჯვედ ქნევა მართ აგრევე მელექსეთა: ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი: და დაუწყოს ლექსმან ლევა

21. მაშინღა ნახეთ მელექსე: და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა: დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული: არა ქნას სიტყუა მცირობა ჴელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა: იხმაროს დიდი გმირობა

22. მოშაირე არა ჰქვიან: თუ სადმე თქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ გონია: მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი: უმგზავსო და შორი შორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო: უცილობლობს ვითა ჯორი

23. მეორე ლექსი ცოტაი: ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა: გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი: ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოჰკვლენ ჴელად აქვსთ: ჴოცა ნადირთა მცირეთა

24. მესამე ლექსი კარგი არს: სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ: ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების: რაცა ოდენ თქუან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან: ვერას იტყვის ვინცა გრძელად

25. ხამს მელექსე ნაჭირვებსა: მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო: ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოვლსა მისთვის ჴელოვნობდეს: მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა: მისთვის ენა მუსიკობდეს

26. ჩემი აწ სცანით ყოველმან: მას ვაქებ ვინცა მიქია ეს მიჩანს დიდად სახელად: არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე: უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით: ზემორე მითქვამს მიქია

27. ვთქვა მიჯნურობა პირველი: და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო: გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო: მომცემი აღმა ფრენათა ვინცა ეცდების თმობამცა: ჰქონდეს მრავალთა წყენათა

28. მას ერთსა მიჯნურობასა: ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშვრების მსმენლისა: ყურნიცა დავალდებიან ვთქვენ ჴელობანი ქვენანი: რომელნი ხორცთა ხვდებიან მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს: არ სიძვენ შორით ბნდებიან

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან: არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა: ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგთა აქვს საღმთო სიახლე: დაშურების აღმა ფრენითა კვლავ ზოგთა ქვე უძს ბუნება: კეკლუცთა ზედან ფრენითა

30. მიკვირს კაცი რად იფერებს: საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს: მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს: რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა: ურჩევნია სულსა გულსა

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის: ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა: შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე: ნურა ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა: სჯობს თუ კაცსა იახლების

ანბავი პირველი როსტევან არაბთა მეფსა჻

32. იყო არაბეთს როსტევან: მეფე ღთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი: ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე: მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო: კვლავ მოუბნარი წყლიანი

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა: მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი: მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის: გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად: და ენა ბევრად დასული

34. მისი სახელი თინათინ: არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო: მისგან მზე საწუნარია მეფემან იხმნა ვაზირნი: თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხა დაუწყო: მათ ამო საუბაროსა

35. უბრძანა მკითხავ საქმესა: ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი: გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა სხვა მოვა: ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ: ღამესა ჩვენ უმთვაროსა

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს: ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვკვდები სოფელი ასრე მქმნელია რაღაა იგი სინათლე: რასაცა ახლავს ბნელია ჩემი მზე დავსვათ ჴელმწიფედ: სოფელი ასრე მქნელია

37. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო: რად ბრძანეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა: გვმართებს რაზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყველაჲ: სუნნი და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა: ვითამცა ჰკადრა მტერობა

38. მეფე ლაღი და უკადრი: იგი ქნის რაცა ინებდა თინათინ დასვეს ჴელმწიფედ: ვინ მზესა ითვალწუნებდა [............................................................................................] [............................................................................................]