... (Q-609), XIX ს.

20. თუცა ქალია ჴელმწიფედ: მართ ღ~თისა დანაბადია: არ გათნევთ იცის მეფობა: უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია: [..........................................................................................................] ლეკვი ლომისა სწორია: ძუ იყოს თუნდა ხვადია:

21. ავთანდილ იყო სპასპეტი: ძე ამისპასალარისა: საროსა მჯობი ნაზარდი: მგზავსი მზისა და მთვარისა: ჯერთ უწვერული სადარო : ბროლ მინა საცნობარისა: მას თინათინის შვენება: ჰკლევდის წამწამთა ჯარისა:

22. გულსა მისსა მიჯნურობა: მისი ჰქონდა დამალულად: რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან: ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად: ნახის ცეცხლი გაუახლდის: წყლული გაჴდის უფრო წყლულად: საბრალოა სიყვარული: კაცსა შეიქს გულ მოკლულად:

23. რა მეფედ დასმა მეფემან: ბრძანა მისისა ქალისა: ავთანდილს მიხუდა სიამე: ვსება სჭირს მისო ქალისა: თქუა ზედა ზედა მამხუდების: ნახვა მის ბროლ ფიქალისა: ნუთუ ვით ვჰპოო წამალი: მე ჩემი ფერ გამქრქალისა:

24. არაბეთს გასცა ბრძანება: დიდმან არაბთა მფლობელმან: თინათინ ჩემი ჴელმწიფედ: დავსვი მე მისმან მშობელმან: მან განანათლნეს ყოველნი: ვით მზემან მანათობელმან: მოდით და ნახეთ ყოველმან: შემსხმელმან შემამკობელმან:

25. მოვიდეს სრულნი არაბნი: ჯარი განმრავლდა ხასისა: ავთანდილ პირ მზე სპასპეტი: ლაშქრისა ბევრ ათასისა: ვეზირი სოგრატ მოახლე: მეფისა დასთა დასისა: მათ რომელ დადგეს საჯდომი: თქვეს უთქმელია ფასისა:

26. თინათინ მიჰყავს მამასა: პირითა მით ნათელითა: დასვა და თავსა გვირგვინი: დასდგა თავისა ხელითა: მისცა სკიპტრა და შემოსა: მეფეთა სამოსელითა: ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა: ცნობითა ზე მხედველითა:

27. უკუდგეს და თაყუანი სცეს: მეფემან და მისთა სპათა: დალოცეს და მეფედ დასვეს: ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა: ბუკსა ჰკრეს და წინწილანი: დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა: ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს: ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა:

28. მამისა ტახტსა საჯდომად: თავი არ ეღირსებოდა: ამად ტირს ბაღი ვარდისა: ცრემლითა აივსებოდა: მეფე სწვრთის მამა ყოველი: ძისაგან ითავსებოდა: ამისად ქნამდის დამწველი: ცეცხლი არ დამევსებოდა:

29. უბრძანა ნუ სტირ ასულო: ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს: ჩვენგან ხელმწიფედ ხმობილი: აქათგან ესე სამეფო: მართ შენია მონდობილი: ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა: იყავ წყნარი და ცნობილი:

30. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან: მზე სწორად მოეფინების: დიდთა და წვრილთა წყალობა: შენმცა ნუ მოგეწყინების: უხვი ახსნილსა დააბამს: იგი თვით ების ვინ ების: უხვად გასცემდი ზღვათაცა: შეჰსდის და გაედინების:

31. მეფეთა შიგან სიუხვე: ვით ედემს ალვა რგულია: უხუსა მორჩილობს ყოველი: იგინიც ვინ ორგულია: სმა ჭამა დიდად შესარგი: დება რა სავარგულია: რასაცა გასცემ შენია: რაც არა დაკარგულია:

32. ამა მამისა სწავლასა: ქალი ბრძნად მოისმინებდა: ყურსა უპყრობდა ისმენდა: წურთასა არ მოიწყინებდა: მეფე სმასა და მღერასა: იქს მეტად მოილხინებდა: თინათინ მზესა სწუნობდა: მაგრა მზე თინათინებდა:

33. მოიხმო მისი გამზრდელი: ერთგული ნაერთგულევი: უბრძანა ჩემი საჭურჭლე: შენგან დანაბეჭდულევი: მომართვით ჩემი ყველაი: ჩემი ნაუფლისწულევი: მოართვეს გასცა უზომო: უანგარიშო ულევი:

34. მას დღე გასცემს ყველაკასა: სივაჟისა მოგებულსა: რომე სრულად ამოაგებს: მცირესა და დიდებულსა: მერმე ბრძანა ვიქ საქმესა: მამისაგან სწავლებულსა: ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს: საჭურჭლესა დადებულსა:

35. უბრძანა წადით გახსენით: რაცა სად საჭურჭლენია: ამილახორო მოასხი: რემა ჯოგი და ცხენია: მოიღეს გასცა უზომო: სიუხვე არ მოსწყენია: ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი: მართ ვითა მეკობრენია:

36. ალაფობდეს საჭურჭლესა: მისსა ვითა ნათურქალსა: მას ტაიჭსა არაბულსა: ქუე ნაბამსა ნასუქარსა: რომე გვანდა სიუხვითა: ბუქსა ზეცით ნაბუქარსა: არ დაარჩენს ცარიელსა: არ ყმასა და არცა ქალსა:

37. დღე ერთ გარდახდა პურობა: სმა ჭამა იყო ლხილობა: ნადიმად მჯდომთა ლაშქართა: მუნ დიდი შემოყრილობა: მეფემან თავი დაჰკიდა: და ჰქონდა დაღრეჯილობა: ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო: შექნეს ამისი ცილობა:

38. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ: მჭვრეტთაგან მოსანდომია: სპათა სპასპეტი ჩაუქი: ვითა ვეფხი და ლომია: ვეზირი ბერი სოგრატი: თვით მასთანავე მჯდომია: თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა: ანუ რად ფერი ჰკრთომია:

39. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე: გონებასა ჩავარდნილა: თვარე აქა სამძიმარი: მათი ყოლა არა ქნილა: ავთანდილ თქუა სოგრატ ვჰკითხოთ: გვითხრეს რაცა შეგვეცილა: ვჰკადროთ რამე სალაღობო: რასათვისმცა გაგვაწბილა: