... (A-859), 1841 წ.

21. გახსომს ოდეს შენ და როსტანს, მინდორს მხეცნი დაგეხოცა. ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა. მას უკანით გონებამან, მისმან ასრე დამამხოცა. შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახოცა:-

22. აქანამდის ნაუბარსა, თუმცა ვერას ვერ გეტყვია. მაგრამ შორით სიყვარული, შენგან ჩემი შემიტყვია. ვიცი რომე გაუწყვეტლად, თვალთა ღაწვი გისეტყვია. შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია:-

23. ასრე გითხრა სამსახური, ჩემი გმართებს ამა ორად. პირველ ყმა ხარ ხორციელი, არვინა გუყავს შენად სწორად. მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად. წადი იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად:-

24. შენგან ჩემი სიყუარული, ამით უფრო გაამყარე. რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე. გულსა აგრე საიმედო, ია მორგე ვარდი ჰყარე. მერმე მოდი ლომო მზესა, შეგეყრები შემეყარე:-

25. სამსა სძებნე წელიწადსა, იგი შენი საძებარი. ჰპოვო მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი. ვერა ჰპოვებ დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი. კოკობი და უფრჭუნელი, ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი:-

26. ფიცით გითხრობ შენგან კიდე, თუ შევირთო რაცა ქმარი. ზეცა მამხვდეს ხორციელი, ჩემთჳს კაცად შენაქმარი. სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი. შენი მკვლიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი:-

27. მოახსენა ყმამან მზეო, ვინ გიშერი აწამწამე. სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე. მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე. ვითამ მონა სამსახურად, გაღანამცა წავეწამე:-

28. კვლაცა ჰკადრა აჰა მზეო, რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა. მით გმორჩილობს ზეციერი, მნათობია რაცა სადა. მე რომ თქვენგან მოვისმინე, წყალობანი მედიადა. ვარდი ჩემი არ დასჭკნების, შუქი შენი იეფადა:-

29. თავი ჩემი სამსახურად, შენად რადმცა შევიწყალე. არასათჳს არ დავდგები, უსაცილოდ წავალ ხვალე. გული ფერად ლაჟვარდისა, გავაწითლე გავალალე. სიცოცხლისა უკეთესი, რა მიბოძე რამც ვივალე:-

30. კვლავ შეფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი. გასალდეს და გაამრავლეს, საუბარი სიტყვა ხშირი. გაადვილდა აქანამდის, გარდეხადა რაცა ჭირი. თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების, თეთრი ელვა ვითა ჭვირი:-

31. ერთგან დასხდეს ილაღობეს, საუბარი ასადაგეს. ბროლ ბალახში შეხვეული, და გიშერი ასადაგეს. ყმა ეტყჳს თუ შენთა მჭურეტთა, თავი ხელი ასადაგეს. ცეცხლთა მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს:-

32. ყმა წავიდა სიშორესა, თუმცა მისსა ვერ გასძლებდა. უკუღმავე იხედვიდა, თუალთა რეტად აყოლებდა. ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა. გული ჰქონდა გულისათჳს, სიყვარულსა ავალებდა:-

33. თქვა მზეო ვარდსა სიშორე, შენი დამაჩნდეს ეს ადრე. ბროლი და ვარდი შევჰქმნილვარ, ქარვისა უყვითლესადრე. მაშინ რაღა ვჰქმნა ვერ ჭურეტა, რა მამხვდეს კვლავ უგრძესადრე. ხამს მოყვრისათჳს სიკუდილი, ესე მე დამიც წესადრე:-

34. საწოლს დაწვა სტირს მტირალსა, ცრემლი ძნელად ეხოცების. ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების. რა მილულის სიახლევე, საყვარლისა ეოცების. შეჰკრთის დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების:-

35. მოშორვება საყვარლისა, მას შექნოდა მისად ღაზოდ. ცრემლსა ვითა მარგალიტსა, ჰსწვიმს ვარდისა დასანაზოდ. რა გათენდა შეეკაზმა, მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ. ცხენსა შეჯდა გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ:-

36. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია. შესთვალა გკადრებ მეფეო, მე ესე გამიგონია. ყოველი პირი მიწისა, თქვენ ხრმლითა დაგიმონია. აწ თუ სჯობს ესე ამბავი, ცნან რაცა გარემონია:-

37. მე წავიდე მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო. თინათინის ჴელმწიფობა, მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო. მორჩილ ქმნილთა გავახარო, ურჩი ყველა ავატირო. ძღვენი ვჰკადრნე ზედა ზედა, არ სალამი დავაძვირო:-

38. მეფესა ეთქვა ამისი, დიადი მადრიელობა. უბრძანა ლომო არა გჭირს, შენ ომთა გამდრეკელობა. აწ მაგა შენსა თათბირსა, ჰგავსო შენივე ქველობა. წადი მაგრა რაღა ვქნა მამხუდეს, თუ სიშორისა გრძელობა:-

39. ყმა შევიდა თაყვანიჰსცა, მადლი რამე მოახსენა. ჴელმწიფეო მიკვირს ქება, რად იკადრეთ ჩემი თქვენა. აწ ნუთუ კულავ სიშორისა, ღ~თნ ბნელი გამითენა. პირი თქვენი მხიარული, მხიარულსა კულავ მი ჩვენა:-

40. მეფე ხელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი. სხუა მათებრი არ ყოფილა, არ გამზრდელი არ გაზრდილი. ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჰსჩანს გაყრილი. როსტან მისთჳს აატირა, გონიერი გული ტკბილი:-