... (W-27), XVII ს.

21. ჩემად ნაცულად დაგაგდებო ესე სიტყვა რად მიბრძანე როგორა ვჰქნა პატრონობა რამც გიფერე რამც გაგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე

22. ყმამან უთხრა მამისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი აღარ მოხუდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახვრისა დასაჭრელად

23. მისი ცეცხლი გულსა ჩემსა დამწველი და მედებია მას ერთსაცა ვერ გაუტეხ რაცა მიიმედებია შენგან კიდე არა მივის ძმები არცა მე დებია იმოქმედე დღეთა შენთა რაცა გიმოქმედებია

24. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ ქნას კარგა საპატრონო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულავ ნუთუმცა შემოვიქცე ღმერთმან სრულად არ დამკარგა

25. ფათერაკი სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქა სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდეს ვინცა იყოს ჩემი ხასი

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა და შერმადინის პატრონად დაგდება

26. დაწერა თუ ჩემნო ყმანო დამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამაზედან გამოცდილნო თქუენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოხდილნო

27. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მე რასა თვით ვიქ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა

28. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა ვიდრემდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდს ზვრიდეს არ აჭკნობდეს კაცსა მისსა შემცილესა ვითა ცვილსა დაადნობდეს

29. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

30. ესე სიტყუა დაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

31. ბრძანა წადით ყუელაკანი აქა მომჴრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა

32. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა

33. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მიითვალეს იგი პირმზე ვეღარ პოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყოელგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

34. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები უჩუენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩეს გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

35. შერმადინ თქუა დიდებულნო მართალ ხართ თუ ცრემლსა ღვრიდეთ მაგრა გვიჯობს რომე მისსა ბრძანებასა დავმორჩილდეთ არ დავჰრყოთ სამსახური სამძიმ არსა გარდასცვილდეთ ცხადად გვიჩნდეს სიხარული სამძიმირსა გარდავსცილდეთ

36. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩუენ უმისოდ გვიარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყუანისსცა

წასულა ავთანდილისა ტარიელის ძებნად და პოვნად

37. ამ საქმესა მემოწმების დეიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი დაეთვრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გუანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

38. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღუარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრილმან სიცოცხლე გაუზიარა თქუა თუ მე მასმცა ვიახლე აწ ცხელსა ცრემლსა ვღური არა