... (H-741), XIX ს.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი: და გამოსცდის დიდი რბევა: მობურთალსა მოედანი: მართლად ცემა მარჯვე ქნევა: მართ აგრევე მელექსეთა: ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა: რა მისჭირდეს საუბარი: და დაუწყოს ლექსმან ლევა:

21. მაშინღა ნახეთ მელექსე: და მისი მოშაირობა: რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა: დაუწყოს ლექსმან ძვირობა: არ შეამოკლოს ქართული: არა ქნას სიტყუა მცირობა: ხელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა: იხმაროს დიდი გმირობა:

22. მოშაირე არა ჰქვიან: თუ სადმე თქვას ერთი ორი: თავი ყოლა ნუ გონია: მელექსეთა კარგთა სწორი: განაღა თქვას ერთი ორი: უმსგავსო და შორი შორი: მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო: უცილობლობს ვითა ჯორი:

23. მეორე ლექსი ცოტაი: ნაწილი მოშაირეთა: არ ძალუძს სრულ ქმნა სიტყვათა: გულისა გასაგმირეთა: ვამსგავსე მშვილდი ბედითი: ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკულენ ჴელად აქვს: ჴოცა ნადირთა მცირეთა:

24. მესამე ლექსი კარგი არს: სანადიმოდ სამღერელად: სააშიკოდ სალაღობოდ: ამხანაგთა სათრეველად: ჩვენ მათიცა გვიამების: რაცა ოდენ თქვან ნათელად: მოშაირე არა ჰქვიან: ვერას იტყვის ვინცა გრძელად:

25. ხამს მელექსე ნაჭირვებსა: მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს: ერთი უჩნდეს სამიჯნურო: ერთსა ვისმე აშიკობდეს: ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს: მას აქებდეს მას ამკობდეს: მისგან კიდე ნურა უნდა: მისთვის ენა მუსიკობდეს:

26. ჩემი აწ ცანით ყოველმან: მას ვაქებ ვინცა მიქია: ესე მიჩნს [......] სახელად: არ თავი გამიქიქია: იგია ჩემი სიცოცხლე: უწყალო ვითა ჯიქია: მისი სახელი შეფრქვევით: ქვემორე მითქვამს მიქია:

27. ვთქვა მიჯნურობა პირველი: და ტომი გვართა ზენათა: ძნელად[...........] საჭირო: გამოსაგები ენათა: იგია საქმე საზეო: მომცემი აღმა ფრენათა: ვინცა ეცდების თმობამცა: ჰქონდა მრავალთა წყენათა:

28. მას ერთსა მიჯნურობასა: ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან: ენა დაშვრების მსმენლისა: ხორნიცა დავალდებიან: ვსთქვენ ხელობანი ქვენანი: რომელნი ჴორცთა ხვდებიან: მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს: არ სიძვენ შორით ბნდებიან:

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან: არაბულითა ენითა: მით რომე შმაგობს მისისა: ვერ მიხვდომისა წყენითა: ზოგთა აქვს საღ~თო სიახლე: დაშვრების აღმა ფრენითა: ზოგთა კვლავ ქვე უც ბუნება: კეკლუცთა ზედან ფრენითა:

30. მიკვირს კაცი რად იფერებს: საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს რად აყივნებს: მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა: თუ არ უყვარს რად არა სძულს: რად აყივნებს რაცა სძულსა: ავსა კაცსა ავი სიტყვა: ურჩევნია სულსა გულსა:

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის: ტირს ტირილსა ემართლების: სიარული მარტოობა: შვენის გაჭრად დაეთვლების: იგონებდეს მისგან კიდე: ნურა ოდეს მოეცლების: არ დააჩნდეს მიჯნურობა: სჯობს თუ კაცსა იახლების:

ანბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა:

32. იყო არაბეთს როსტევან: მეფე ღ~თისაგან სვიანი: მაღალი უხვი მდაბალი: ლაშქარ მრავალი ყმიანი: მოსამართლე და მოწყალე: მორჭმული განგებიანი: თვით მეომარი უებრო: კვლავ მოუბნარი წყლიანი:

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა: მართ ოდენ მარტო ასული: სოფლისა მნათი მნათობი: მზისაცა დასთა დასული: მან მისთა მჭვრეტთა წაუღის: გული გონება და სული: ბრძენი ხამს მისად მაქებრად: და ენა ბევრად დასული:

34. მისი სახელი თინათინ: არს ესე საცოდნარია: საროსა მჯობი ნაზარდი: მზე მისგან საწუნარია: მეფემან იჴმნა ვეზირნი: თვით ზის ლაღი და წყნარია: გვერდსა დაისხა დაუწყო: მათ ამო საუბნარია:

35. უბრძანა გკითხავ საქმესა: ერთგან სასაუბაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი: გააჴმოს დაამჭნაროსა: იგი წავა სხვა მოვა: ტურფასა საბაღნაროსა: მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ: ღამესა ჩვენ უმთვაროსა:

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს: ჭირთა უფრო ძნელია: დღეს არა ხვალე მოვკვდები: სოფელი ასრე მქმნელია: რაღაა იგი სინათლე: რასაცა ახლავს ბნელია: ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ: ვისგან მზე საწუნელია:

37. ვეზირთა ჰკადრეს მეფეო: რად ბრძანეთ თქვენი ბერობა: ვარდი თუ გახმეს ეგრეცა: გვმართებს აზომცა ჯერობა: მისივე მეტობს ყოველსა: სული და ტურფა ფერობა: მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა: ვითამცა მართებს მტერობა:

38. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო: ჯერ ვარდი არ დაგჭნობია: თქვენი თათბირი ავიცა: სხვისა კარგისა მჯობია: ხმად განაღამცა საქნელად: რაცა თქვენ გულსა გლმობია: სჯობს და მას მიეც მეფობა: ვისგან მზე შენაფლობია: