... (H-3061), XVIII ს.

19. შაირობა: პირველადვე: სიბრძნისაა: ერთი: დარგი჻ საღ~თო: საღ~თოდ: გასაგონი: მსმენელთათვის: დიდი: მარგი჻ კვლავ აქაცა: იამების: ვინცა: ისმენს: კაცი: ვარგი჻ გრძელი: სიტყუა: მოკლედ: ითქმის: შაირია: ამად: კარგი჻

20. ვინცა: ცხენსა: შარა: გრძელი: და: გამოსცდის: დიდი: რბევა჻ მობურთალსა: მოედანი: მართლად: ცემა: მარჯვედ: ქნევა჻ მართ: აგრევე: მელექსესა: ლექსთა: გრძელთა: თქმა: და: ხევა჻ რა: მისჭირდეს: საუბარი: და: დაუწყოს: ლექსმან: ლევა჻

21. მაშინღა: ნახეთ: მელექსე: და: მისი: მოშაირობა჻ რა: ვეღარ: მიხვდეს: ქართულსა: დაუწყოს: ლექსმან: ძვირობა჻ არ: შეამოკლოს: ქართული: არა: ქნას: სიტყვამცირობა჻ ჴელმარჯვედ: სცემდეს: ჩოგანსა: იჴმაროს: დიდი: გმირობა჻

22. მოშაირე: არა: ჰქვიან: თუ: ვინმე: თქვას: ერთი: ორი჻ თავი: ყოლა ნუ: ჰგონია: მელექსეთა: კარგთა: სწორი჻ განაღა თქვას: ერთი: ორი: უმსგზავსო: და: შორიშორი჻ მაგრამ იტყუის: ჩემი: სჯობსო: უცილობლობს: ვითა: ჯორი჻

23. მეორე: ლექსი: ცოტაი: ნაწილი: მოშაირეთა჻ არ: ძალუც: სრულ: ქმნა: სიტყუათა: გულისა: გასაგმირეთა ვამსგავსე: მშვილდი: ბედითი: ყმაწვილთა: მონადირეთა჻ დიდსა: ვერ: მოჰკულენ: ჴელად: აქვს: ჴოცა: ნადირთა: მცირეთა჻

24. მესამე: ლექსი: კარგია: სანადიმოდ: სამღერელად჻ სააშიკოდ: სალაღობოდ: ამხანაგთა: სათნეველად჻ ჩვენ: მათიცა: გვიამების: რაცა: ოდენ: თქვან: ნათელად჻ მოშაირე: არა: ჰქვიან: ვერას: იტყუის: ვინცა: გრძელად჻

25. ჴამს: მელექსე: ნაჭირვებსა: მისსა: ცუდად: არ: აბრკმობდეს჻ ერთი: უჩნდეს: სამიჯნურო: ერთსა: ვისმე: აშიკობდეს჻ ყოვლსა: მისთვის: ჴელოვნობდეს: მას: აქებდეს: მას: ამკობდეს჻ მისგან: კიდე: ნურა: უნდა: მისთუის: ენა: მუსიკობდეს჻

26. ჩემი: აწ: ცანით: ყოველმან: მას: ვაქებ: ვინცა: მიქია჻ ეს: მიჩანს: დიდად: სახელად: არ: თავი: გამიქიქია჻ იგია: ჩემი: სიცოცხლე: უწყალო: ვითა: ჯიქია჻ მისი: სახელი: შეფარვით: ქვემორე: მითქუამს: მიქია჻

27. ვთქვა: მიჯნურობა: პირველი: და: ტომი: გვართა: ზენათა჻ ძნელად: სათქმელი: საჭირო: გამოსაგები: ენათა჻ იგია: საქმე: საზეო: მომცემი: აღმაფრენათა჻ ვინცა: ეცდების: თმობათა ჰქონდეს მრავალთა: წყენათა჻

28. მას: ერთსა: მიჯნურობასა: ჭკვიანნი: ვერ: მიხუდებიან჻ ენა: დაშვრების: მსმენლისა: ყურნიცა: დავალდებიან჻ ვთქვნე: ხელობანი: ქვენანი: რომელნი: ჴორცთა: ხუდებიან჻ მართ: მასვე ბაძვენ: თუ: ოდენ: არ: სიძვენ: შორით: ბნდებიან჻

29. მიჯნური: შმაგსა: გვიქუიან: არაბულითა: ენითა჻ მით: რომე: შმაგობს: მისისა: ვერ: მიხვდომისა: წყენითა჻ ზოგთა: აქვს: საღ~თო: სიახლე: დაშვრების: აღმა: ფრენითა჻ კვლავ ზოგთა: ქვე: უც: ბუნება: კეკლუცთა: ზედან: ფრფენითა჻

30. მიკვირს: კაცი: რად: იფერებს: საყვარლისა: სიყვარულსა჻ ვინცა: უყუარს: რად: აყივნებს: მისთვის: მკვდარსა: მისთვის: წყლულსა჻ თუ: არ: უყუარს: რად: არა: სძულს: რად: აყივნებს: რაცა: სძულსა჻ ავსა: კაცსა: ავი: სიტყუა: ურჩევნია: სულსა: გულსა჻

31. თუ: მოყუარე: მოყურისათვის: ტირს: ტირილსა: ემართლების჻ სიარული: მარტოება: შვენის: გაჭრად: დაეთულების჻ იგონებდეს: მისგან: კიდე: ნურად: ოდეს: მოეცლების჻ არ: დააჩნდეს: მიჯნურობა: სჯობს: თუ: კაცსა: იახლების჻

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა჻

32. იყო: არაბეთს: როსტევან: მეფე: ღმრთისაგან: სვიანი჻ მაღალი: უხვი: მდაბალი: ლაშქარ მრავალი: ყმიანი჻ მოსამართლე: და: მოწყალე: მორჭმული: განგებიანი჻ თჳთ: მეომარი: უებრო: კვლა: მოუბარი: წყლიანი჻

33. სხვა: ძე: არ: ესვა: მეფესა: მართ: ოდენ: მარტო: ასული჻ სოფლისა: მნათი: მნათობი: მზისაცა: დასთა: დასული჻ მან: მისთა: მჭურეტთა: წაუღის: გული: გონება: და: სული჻ ბრძენი: ჴამს: მისად: მაქებრად: და: ენა: ბევრად: დასული჻

34. მისი: სახელი: თინათინ არს: ესე: საცოდნარია჻ რა: გაიზარდა: გაივსომისგან: მზე: საწუნარია჻ მეფემან: იჴმნა: ვაზირნი: თვით: ზის: ლაღი: და: წყნარია჻ გვერდსა: დაისხნა: დაუწყო: მათ: ამო: საუბნარია჻

35. უბრძანა: გკითხავ: საქმესა: ერთგან: სასაუბაროსა჻ რა: ვარდმან: მისი: ყუავილი: გააჴმოს: დაამჭნაროსა჻ იგი: წავა: და სხვა: მოვა: ტურფასა: საბაღნაროსა჻ მზე: ჩაგუისუენდა: ბნელსა : ვსჭურეტთ: ღამესა: ჩვენ: უმთვაროსა჻

36. მე: გარდასრულვარ: სიბერე: მჭირს: ჭირთა: უფრო: ძნელია჻ დღეს: არა: ხვალე: მოვჰკვდები: სოფელი: ასრე: მქმნელია჻ რაღაა: მისი სინათლე: რასაცა: ახლავს: ბნელია჻ ჩემი: მზე: დავსვათ: ჴელმწიფედ: ვისგან: მზე: საწუნელია჻

37. ვეზირთა: ჰკადრეს: მეფეო: რად ბრძანეთ: თქვენი: ბერობა჻ ვარდი: თუ: გაჴმეს: ეგრეცა: გვმართებს: აზომცა: ჯერობა჻ მისივე მეტობს: ყოველსა: სული: და: ტურფა: ფერობა჻ მთვარესა: მცხრალსა: ვარსკვლავმა: ვითამცა: ჰკადრა: მტერობა჻