... (Q-714), XIX ს.

129. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი, შვიდნივე მემოწმებიან჻ მზე ოტარიდი მუშთარი ,და ზუალ ჩემთუის ბნდებიან჻ მთვარე ასპიროზ მარიხი, მოვლენ და მოწმად მყუებიან჻ მას გააგონენ რანიცა, ცეცხლი უშენოდ მდებიან჻

130. აწ გულსა ეტყუის ვითამცა, გდის ცრემლი არ გაგხმობია჻ რას გარგებს მოკულა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია჻ მეც ვიცი ჩემსა ჴელმქმნელსა, თმად ყორნის ბოლო სთმობია჻ მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია჻

131. თუ დავრჩეო ესე მიჯობს, სიცოცხლისა ეტყუის თუსა ჻ ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა჻ მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ დასწყვეტდის ცრემლთა რუსა჻ მისსა ჴმასა თანა ხმაცა, ბულბულისა გვანდის ბუსა჻

132. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან჻ მისვე ჴმისა სიტკბოსაგან, წყლით ქვანიცა გამოსხდიან჻ ისმენდიან გაჰკუირდიან, რა ატირდის ატირდიან჻ იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან჻

133. მოვიდიან შესამკობლად, ქუეყნით ყოვლნი სულიერნი჻ ტყით ნადირნი წყალში თევზნი, ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი჻ ინდო არაბ საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი჻ რუსნი სპარსნი მოფრანგენი, და მისრეთით მეგვიპტელნი჻

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა჻

ტარიელს რომ გაეყარა჻

134. ყმა მტირალი სამოცათ დღე, ზღვისა პირსა მივა გზასა჻ შორით ნახა მენავენი, მოდიოდეს შიგან ზღვასა჻ მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ, თქუენ ამისსა გნუკევ თქმასა჻ ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴმასა჻

135. მათ მოახსენეს ტურფაო, სახით და ანაგებითა჻ გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა჻ აქამდის მზღვარი თურქთაა, მოძღვრე ფრიდონის ზღურებითა჻ ჩვენცა ვისნი ვართ გიანბობთ, თუ ჭურეტით არ დავბნდებითა჻

136. ნურადინ ფრიდონ მეფეა, ამა ქუეყნისა ჩვენისა჻ მოყმე მჴნე უხვი ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა჻ ვნება არავის არ ძალუც, მის მზისა ოდნად მშვენისა჻ იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა჻

137. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე჻ მე მეფესა თქუენსა ვეძებ, მასწავლეთ თუ სით წავიდე჻ რა ვიარო ოდეს მივალ, ან გზასა აქუს რა სიდიდე჻ მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე჻

138. მოახსენეს ესე გზაა, მულღაზანზარს მიმავალი჻ მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი, მშვილდფიცხელი მახვილ ხმალი჻ აქადაღმე ათ დღე მიხუალ, ნაკუთად სარო ფერად ლალი჻ ვაი რად დაგვწვენ უცხოს უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი჻

139. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო, რად ხართ ჩემთჳს გულმოკლულნი჻ ანუ ეგრე ვით გეკეთნეს, ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი჻ თქუენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი჻ ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სდიან მხიარულნი჻

140. იგი წავიდეს დაბრუნდა, ყმა გზასა თავის წინასა჻ ვისი გავს ტანი საროსა, და ვისი გული რკინასა჻ მიაცორებს და მიუბნობს, მოსთქუამს მისსავე ლხინასა჻ ნარგისნი ქუხან ცრემლსა, წვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა჻

141. ვინცა გზას ნახნის უცხონი, მსახურებდიან ჰყმობდიან჻ მოვიდოდიან საჭურეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან჻ ეძნელებოდის გაშუება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან჻ გზის ყულაოზნი მისციან, კითხის რა უამბობდიან჻

142. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა჻ მინდორს ნახა სპა ლაშქართა ,და ნადირთა ჰგვანდეს მსვრელსა჻ ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა჻ ისვრიან და იზახიან, მჴეცთა სჭრიან ვითა მჭელსა჻

143. კაცი ემთხვია მას ჰკითხა, ამბავი მის ლაშქარისა჻ უბრძანა ისი ვისია, ჴმა ზათქისა და ზარისა჻ მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა჻ იგი ნადირობს შეუკრავს, ნაპირი ველშამბნარისა჻

144. მათ ლაშქართაკენ წავიდა, მით უსახოთა ქცევითა჻ გამხიარულდა შვენება, მის ყმისა ვთქუამცა მე ვითა჻ მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა჻ ნახოს მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა჻

145. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა, ორბი სითმე გარდმოფრინდა჻ ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა არ შეშინდა჻ შემოსტყორცა [ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა]჻ გარდახდა და ფრთენი, დასჭრა წყნარად შეჯდა არ აქშინდა჻

146. იგი რა ნახეს [მესროლნი], სროლასა მოეშლებოდეს჻ ალყა [დაშალეს] მოვიდეს, მოეხვეოდეს ბნდებოდეს჻ იქით [და აქეთ] უვლიდეს, ზოგნი უკანა ყვებოდეს჻ ვერცა კადრებდეს ვინ ხარო, ვერცა რას ეუბნებოდეს჻