... (Q-714), XIX ს.

187. ქალაქი გავლეს მივიდეს, პირსა დიდისა ზღვისასა჻ მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა჻ მუნ დაადენდეს ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ ფრიდონ უამბობს ამბავსა, მის მნათობისა ტყვისასა჻

188. აქა მათ ორთა მონათა, მზე მოიყუანეს ნავითა჻ კბილ თეთრი ბაგე ბალახში, სახედავითა შავითა჻ ცხენი გავქუსლე გავაგე, წაგვრა ჴმლითა და მკლავითა჻ შორს მნახეს ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე ჩნდა ვითა჻

189. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი჻ აკოცეს და გაუახლდეს, მათ ორთავე მათნი წვანი჻ გაიყარნეს გაუყრელნი, ძმად ფიცნი და ვითა ძმანი჻ ფრიდონ დადგა ყმა წავიდა, შემხედველთა მკულელი ტანი჻

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯნის საძებრად჻

190. ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა჻ არს თინათინის გონება, მისად სალხენად გულისა჻ იტყუის მოგშორდი სიცრუვე, ვაჲ საწუთროსა კრულისა ჻ შენ გაქუს წამალი ჩემისა, მამრთელებელი წყლულისა჻

191. რად სიცხე გულსა ნიადაგ, მწვავს გმირსა სამს ალებისა჻ რად გული კლდისა ტინისა, შემქმნია სამ სალებისა჻ არ შეუძლია ლახვარსა, დაჩენა სამსა ლებისა ჻ შენ ხარ მიზეზი სოფლისა, ასრე გასამსალებისა჻

192. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა, მივა ოთხითა მონითა჻ წამალსა ტარიელისსა, ეძებს ყოვლითა ღონითა჻ დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა჻ ჩალად უჩნს ყოვლი ქუეყანა, მისვე ჩალისა წონითა჻

193. სადაცა ნახნის ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი჻ მის მზისა კითხის ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი჻ ქედსა გარდადგეს აქლემნი, აუჩნდეს ლარკიდებულნი჻ მოქარავნენი ზღვის პირსა, დაყრით დგეს შეჭირვებულნი჻

194. მუნ ქარავანი ურიცხვი, მოსდგმოდა ზღვისა კიდესა჻ შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ,ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა჻ ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა჻ ჰკითხეს თუ ვაჭარნო ვინ ხართ, მათ საუბარი ჰკიდესა჻

195. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი჻ მოახსენა ხოტბო სრული დალოცა და უქნა ზნენი჻ ჰკადრეს მზეო სინათლეო შენ ამოხე ჩვენი მლხენი჻ ჩამოჴდა და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი჻

196. გარდაჴდა ჰკადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი჻ მაჰმადის სჯულის მჭირავნი აროდეს გუისმან მაჭარნი჻ ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი჻ საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი჻

197. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა, კაცი უსულოდ მდებარე჻ უშველეთ ენა მოეცა, სიტყუისა გამომგებარე჻ ვკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო, რასა საქმისა მდებარე჻ გვითხრა თუ შეხვალთ დაგჴოცენ, კიდე ცოცხალვარ მე ბარე჻

198. თქუა ქარავანი ეგვიპტით, გამოვემართეთ ერითა჻ ზღვასა შევედით ტვირთულნი, ლარითა მრავალფერითა჻ მუნ მეკობრეთა დაგვჴოცეს, ძელით საჴნისის წვერითა჻ ყუელაი წახდა არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა჻

199. ლომო და მზეო ესეა, მიზეზი აქა დგომისა჻ დაბრუნვებითა გვეცემის, ზიანი არსაზომისა჻ შევიდეთ ვა თუ დაგვხოცონ, ძალი არა გვაქვს ომისა჻ ვერცა ვდგათ ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსულია რჩომისა჻

200. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების჻ რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცდების჻ მე მივინდობ სისხლთა თქუენთა, შემოვისხამ დაცამწვდების჻ ვინცა გებრძვის ჴმალი ჩემი, მბრძოლთა თქვენთა დააცვდების჻

201. მოქარავნენი აივსნეს, სიხარულითა დიდითა჻ თქუეს ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა჻ აქუს თავისაგან იმედი, ვიყუნეთ გულითა მშვიდითა჻ შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა჻

202. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა჻ მათი ბადრაგა ავთანდილ, უძღვის გულითა ქველითა჻ გამოჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა჻ მას ნავსა ნავთა სალეწლად, სახნისი გია ძელითა჻

203. კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა჻ შეუშინდა ქარავანი, მათ ლაშქართა სიდიდესა჻ ყმამან უთხრა ნუ იშიშვით, თქუენ იმათსა სიალფესა჻ ანუ დავჴოც იმ ყველასა, ან სიკუდილი ჩემი დღესა჻

204. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი჻ განგებაა არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთჳს მზანი჻ ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყუასნი ვერცა ძმანი჻ ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი჻

205. თქუენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი჻ შორს ისრითა არ დაგჴოცნენ, ჩაიხრჩენით თანა კარნი჻ მარტო მნახეთ ვით შევიბა, ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი჻ მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ნახნეთ მონაღუარი჻