... (Q-714), XIX ს.

78. აჰა ძმაო მითხრობია, ჭირი ჩემი რაცა მჭირდა჻ სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა჻ სიცოცხლესა გავეყარე, სიკუდილიცა დამიძუირდა჻ ესე სიტყუა დაასრულა, ყმამან სულთქნა აცატირდა჻

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქუაბს მისულა და ასმათის ნახვა჻

79. ავთანდილცა მასთანავე, ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა჻ უთხრა დასთმე ნუ მოკუდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და჻ ღ~თი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა჻ თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთგან არ შეგყრიდა჻

80. სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღულებს჻ მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს჻ მიჯნურობა საჭიროა, მით სიკუდილსა მიგვაახლებს჻ გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს჻

81. იტირეს და გაემართნეს, ქუაბისაკენ თავნი არნეს჻ რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს჻ მოეგება მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს჻ აკოცეს და აცატირდეს, კულავ ცნობანი ააჩქარნეს჻

82. ასმათ თქუა ღ~თო რომელი, არ ითქუმი კაცთა ენითა჻ შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა჻ გაქო ვით გაქო რა გაქო, არსაქებელო სმენითა჻ დიდება შენდა არ მამკალ, ამათთჳს ცრემლთა დენითა჻

83. ტარიელ ეტყვის ჱე დაო, მით ცრემლი აქა მდენია჻ საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია჻ ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმენია჻ ვაი შენი ბრალი და, თვარე სიკუდილი ჩემი ლხინია჻

84. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღურის, კაცი უშმაგო ცნობილი჻ მე თვალთა ჩემთა მით მიკუირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი჻ უწყლოობა ჰკლავს წყალი სდის, არ ოდეს არ გაჴმობილი჻ ვაჲ წახდა ვარდი პობილი, ვაი მარგალიტი წყობილი჻

85. ავთანდილსცა მოეგონა, მისი მზე და საყვარელი჻ იტყუის ჩემო ვით ვეგები, მე უშენოდ სულთა მდგმელი჻ შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის, სიცოცხლეა სანანელი჻ გითხრამცა ვინ რა მჭირს ანუ, რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი჻

86. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მამშორდეს არ დავძრეო჻ ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო჻ გულო გიჯობს გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო჻ ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო჻

87. სული დაიღეს დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა჻ ასმათი შეჰყუა შევიდა, ცეცხლი მათებრვე გზებოდა჻ დაუგო ტყავი ვეფჴვისა, რომელ კულავ მიწყივ გებოდა჻ ორნივე დასხდეს, უბნობდეს რაცა მათ იამებოდა჻

88. მწვადი შეიწუეს შეიქმნა, პურობა მსგავსი ჟამისა჻ მუნ უპურობა პურობა, არსიდიადე ჯამისა჻ მას შეეხვეწნეს ჭამეო, ძალი არ ჰქონდა ჭამისა჻ დასცოხნის ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა჻

89. ამოა რომე კაცი კაცს, ამოსა ეუბნებოდეს჻ მან გაუგონოს რაცა თქუას, არ ცუდად წაუხდებოდეს჻ ცოტად ეგრეცა დაგვავსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს჻ დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს჻

90. მას ღამესა ერთგან იყვნეს, იგი ლომნი იგი გმირნი჻ იუბნეს და გააცხადნეს, თავის თავის მათნი ჭირნი჻ რა გათენდა კულავ დაიწყეს, საუბარნი სიტყვა ხშირნი჻ ერთმანეთსა გაუგონნეს, ფიცნი პირველ დანაპირნი჻

91. ტარიელ ეტყუის რად უნდა, სიტყუისა თქმა მრავალისა჻ რაცა შენ ჩემთჳს გიქნია, ღ~თი მზღველია ვალისა჻ კმა რა ზენარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა჻ არ დავიწყება მოყურობა, მოყურისა წარმავალისა჻

92. აწ შემიწყალე ნუ დამწუავ, კულა წუითა უცხელესითა჻ მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კუესითა჻ ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი, სოფლისა ქნისა წესითა჻ წადი დაბრუნდი შეიქეც, მუნითვე შენი მზე სით ა჻

93. ვინ დამბადა განკურნება, ჩემი უჩანს მასცა ძნელად჻ ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად჻ რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად჻ აწ ნობათი ხელობისა, მამხვდომია მით ვარ ჴელად჻

94. ავთანდილ ეტყუის რა გითხრა, პასუხი მაგა თქმულისა჻ შენვე სთქუი ეგეა სიტყვა, კაცისა ბრძნად სწავლულისა჻ ღ~თსამცა ვით არ შეეძლო, [კულავ განკურნება წყლულისა]჻ იგია მზრდელი ყოვლი[სა, დანერგულ დათესულისა]჻

95. ღმერთსამცა ესე რად ექნა, ეგეთნი დაებადენით჻ აღარ შეგყარნა გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით჻ სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ გაიცადენით჻ თქუენ ერთმანერთი არ მოგხვდეთ ,მე სულნი ამომხადენით჻

96. ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია჻ ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია჻ ნუ გეშის ღ~თი უხვია, თუცა სოფელი ძვირია჻ რასცა მიწვრთიხარ იწვართე, გკადრო უწვრთელი ვირია჻