... (Q-714), XIX ს.

116. ვა სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა჻ ყოვლი შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა჻ სად წაიყუან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა჻ მაგრა ღ~თი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა჻

117. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ჴმა მისწვდების ცათამდის჻ იტყუის თუ ღვარი სისხლისა, კვლაცა მდენია კვლაცა მდის჻ აწ აგრე გაყრა ძნელია ვით, მაშინ შეყრა ცათამდის჻ კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის჻

118. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდა, სისხლითა მუნ ნატირითა჻ ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა჻ კულავ თინათინის გონება, ავსებს უფრორე ჭირითა჻ ბაგეთათ ვარდსა ანათობს, ბროლი ძოწისა ძირითა჻

119. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა჻ ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟვარდად გარდიქცეოდა჻ გამაგრებოდა სიკუდილსა, ამისთუის არ უმჴნეოდა჻ იტყუის თუ ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე მზეო და჻

120. მზესა ეტყვის მზეო გიტყუი, თინათინის ღაწუთა დარად჻ შენ მას გავ და იგი შენ გგავს, თქუენ ანათობთ მთად და ბარად჻ ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭურეტ არ დამცდარად჻ მაგრა ჩემი რად დააგდე, გული ცივად გაუმთბარად჻

121. თუ ერთისა მოშორვება, მზისა ზამთრის გაგვამცივნებს჻ მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს჻ მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს჻ წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკუეთს ანუ გაამსივნებს჻

აქა ავთანდილ ვარსკულავთა ეუბნება თავისა ბუნებასა ზედა჻

122. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების ეტყუის მზესა჻ აჰა მზეო გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა჻ ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა჻ მე ნუ გამყრი საყუარელსა, ნუ შემიცული ღამედ დღესა჻

ამას სევდიანთა ეტლად იტყუიან჻

123. მოი ზუალო მომიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა჻ გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა჻ შემომჰყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა჻ მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა჻

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყუიან჻

124. ჱე მუშთარო გიაჯები, შენ მართალსა ბჭესა ღმრთულსა჻ მოდა უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა჻ ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა჻ მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთჳს წყლულსა჻

ამას მესისხლეთა ეტლად იტყუიან჻

125. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭერ ლახვრითა შენითა჻ შეცამღებე და შემსვარე, წითლად სისხლისა დენითა჻ მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა჻ როგორ გასრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა჻

ამას მკურნალთა ეტლად იტყუიან჻

126. მოდი ასპიროზ მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე, მოსცავს ძოწისა ბაგითა჻ შენ დააშვენებ კეკლუცთა, დაშვენებითა მაგითა჻ ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა჻

ამას მწიგნობართა ეტლად იტყუიან჻

127. ოტარიდო შენგან კიდე ,არვის მიგავს საქმე სხვასა჻ მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა჻ დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა჻ კალმად გიკუეთ გაწლობილსა, ტანსა წვრილსა ვითა თმასა჻

ამას მოწყალეთა ეტლად იტყვიან჻

128. მო მთუარეო შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები჻ მზე გამავსებს მზეუე გამლევს, ზოგჯერ ვსჭლდები ზოგჯერ ვმსხვდები ჻ მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ რაგუარ ვბნდები჻ მიდი უთხარ ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთუის ვკვდები჻