... (Q-714), XIX ს.

262. მას ღამითვე საწვეველი, რა მიართვეს წიგნი ყმასა჻ შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა჻ ამას ღამე ნუ მოხუალო, ვერა მპოვებ შენთუის მზასა჻ მას ეწყინა არ დაბრუნდა, თქუა თუ გავსო ეგე რასა჻

263. წვეული აღარ დაბრუნდა, კულა ზევე უკუწვევითა჻ ფატმან ზის წყენით შევიდა, ავთანდილ მარტო ხე ვითა჻ დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა შე ვითა჻ ვერ დაიჩინა შიშითა, და მისითავე თნევითა჻

264. ერთგან დასხდეს და დაიწყეს, კოცნა ლაღობა წყლიანი჻ შემოდგა კარსა ყმა ვინმე, კეკლუცი ტანნაკვთიანი჻ შემოვლო ახლოს შემოჰყვა, მონა ჴმალდარაკიანი჻ დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ, გავსო თუ გზაა კლდიანი჻

265. ფატმან რა ნახა შეშინდა ,ძრწის და მიეცა ძრწოლასა჻ მან გაკუირვებით უჭურიტა, მათსა ლაღობაწოლასა჻ უთხრა არ გიშლი დიაცო, ფერთა მი და მო კრთომასა჻ გამითენდების განანებ, მაგა მოყმისა კრთოლასა჻

266. გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად჻ მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა, მაგა საქმისა მზღუეველად჻ ვარ შენთა შვილთა შენითა, კბილითა დასა[.......................]჻ დავშალო წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა [.................................]჻

267. ესე თქუა და კაცმან წვერთა, მოიზიდნა გავლნა კარნი჻ ფატმან შექნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი჻ ცრემლთა მისთათ შეეყარნეს, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი჻ თქუა დამქოლეთ მოდით ქუითა, მომადეგით მომაკარნი჻

268. მოთქუამს მოვკალ ჰაი ქმარი, ამოვწყუიდენ წვრილნი შვილნი჻ იავარვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი჻ გავეყარე საყუარელთა, ვა გამზრდელნი ვაი გაზრდილნი჻ ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყუანია ჩემნი წბილნი჻

269. ამას ყუელასა ავთანდილ, ისმენდა გაცბუნვებული჻ უბრძანა რა გჭირს რას იტყუი, რასთვის ხარ აგრე ვებული჻ რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული჻ დადუმდი მითხარ ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული჻

270. ფატმან უთხრა თუ ჱე ლომო, ჴელი ვარ ცრემლთა დენითა჻ [.......... ]ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა჻ [.................] ჴელითა მით, ვარ აღარას ლხენითა჻ [......................] სიყუარულითა შენითა჻

271. ესეგვარი დია მიხვდეს, სიტყვა მცდარსა ენამეტსა჻ ხვაშიადსა ვერ დამაკავს, უჭკუოსა შმაგსა რეტსა჻ ვაგლახითა მეწივენით, გეტყუი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა჻ მკურნალმანცა ვერა კურნოს, თავისისა სისხლის მხურეტსა჻

272. ორისაგან ერთი ჰქენით, ამის მეტსა ნუღარ ლამით჻ მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი მოკალ მალვით ღამით჻ მე და სრულად სახლი ჩემი, დაჴოცასა დაგვხსენ ამით჻ მოხვალ გითხრობ ყველაკასა, მოვით მითხარ ცრემლთა ლამით჻

273. თვარა ღამითვე ტვირთები, შენი წაიღე ვირითა჻ დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე მირითა჻ ვეჭვ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა჻ თუ დარბაზს მივა იგი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა჻

274. რა ესე ესმა ავთანდილს, ლაღსა ბუნებაზიარსა჻ ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მჴნე არსა჻ ამა საქმისა ვერ ცნობა, თქუა ჩემი სიძუნტე არსა჻ ნუ ეჭუ სულდგმულსა მისებრსა, სხვა არცა მისებრი არსა჻

275. ფატმანს უთხრა კაცი მამეც, მასწავლელად წინამძღვარად ჻ გზასა მართლად წამიყუანოს, თვარა მეშვლად მინდა არად჻ იმას კაცსა ვერა ვხედავ, მეომრად და ჩემად დარად჻ რაცა უყო მოგახსენებ, მომიცადე იყავ წყნარად჻

276. მას მისცა მონა დიაცმან, წინამძღვრად წაცამყვანელად჻ კუვლა შეჰყივლა ვინათგან, ცეცხლი აწ ცხელია ნელად჻ თუ მოვითა ჰკლა იგი, ყმა ჩემად გულისა მფხანელად჻ ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად჻

277. ავთანდილ გავლო ქალაქი, მით უებროთა ტანითა჻ ზღვის პირსა სახლი ნაგები, დგეს ქუითა წითელ მწვანითა჻ ქუეშეთკენ სრითა ტურფითა, კულა ზედათ ბანისბანითა჻ დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის თანითა჻

278. მუნ მიყავს პირმზე [ავთანდილ, მას მისსა წინამძღომელსა]჻ ჴმამდაბლად ჰკადრებს ისია, სრა მისი ეძებ რომელსა჻ უჩვენებს ეტყუის ხედაო, ბანსა ზედა ქუე მდგომელსა჻ იქი წეუს ძილად იცოდი, ანუ ქვე პოვებ მჯდომელსა჻

279. კარსა წინა დარაჯანი, ორნი უწვეს მას გლახ ყმასა჻ ყმა გავიდა გაეპარა, დააგდებდეს ვირე ჴმასა჻ თჳთო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ჴდასა჻ თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმას჻

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორი მისის დარაჯის დაჴოცა჻

280. იგი ყმა საწოლს მარტო, წუა გულითა ჯავრიანითა჻ ჴელსისხლიანი ავთანდილ, შედგა ტანითა ჯანითა჻ ვერღა აესწრა იდუმალ, მოკლა ვერცა თუ ვცანითა჻ ჴელი მოჰკიდა მიწასა, დაასკვნა დაკლა დანითა჻