... (Q-714), XIX ს.

206. ჩაიცვა ტანსა აბჯარი, ქცევითა ვეფხვებრ მკრჩხალითა჻ მას ჴელთა კეტი რკინისა, ჰქონდა ჴელითა ცალითა჻ ნავისა თავსა გულითა, წადგა შიშშეუალითა჻ ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დაჴოცნა ჴმალითა჻

207. კიოდეს იგი ლაშქარნი, ჴმა მათი არ გაწყდებოდა჻ აძგერეს ძელი რომელი, ზედა საჴნისი გებოდა჻ ყმა ნავის თავსა უშიშრად, ქვე დგა არ თურე კრთებოდა჻ [კეტი კრა ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა]჻

208. ძელი მოსტყდა და ავთანდილ, დარჩა ნავ დაულეწელი჻ შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი჻ ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა, მტერთა მი და მო მლეწელი჻ არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი჻

209. მათ ლაშქართა გულუშიშრად, ასრე ჰჴოცდა ვითა თხასა჻ ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა჻ ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა კრის რვასა჻ დაკოდილნი მკუდართა შუა, იმალვიან მალვენ ჴმასა჻

210. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა჻ ზოგთა ჰკადრეს ზენაარი, ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა჻ არ დაჴოცნა დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა჻ მართლად იტყუის მოციქული, შიში შეიქს სიყუარულსა჻

211. კაცო ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოკვეხ ვითა მთვრალი჻ არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი჻ დიდთა ხეთა მოერეუის, მცირე დასწვავს ნაბერძკალი჻ ღ~თი გფარავს სწორად გაკვეთს, შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴმალი჻

212. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი, მათეულნი დიდნი ნახნა჻ ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუზახნა჻ უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს არ იახნა჻ ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა჻

213. ავთანდილის მაქებელად, ათასიმცა ენა უნდა჻ ვერცა მათ თქუეს ნაომრობა, რაგუარ ტურფად დაუშვენდა჻ ქარავანმან იზრიალა თქუეს, უფალო მადლი შენდა჻ მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა჻

214. მოეგებნეს აკოცებდეს თავსა, პირსა ფერჴთა ჴელსა჻ ჰკადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა჻ მისი ჭვრეტა გააშმაგებს, კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა ჻ შენგან დავრჩით ჩვენ ყუელანი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა჻

215. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა, შემოქმედსა არსთა მხადსა჻ ვისგან ძალნი ზეციერნი, გააგებენ აქა ქნადსა჻ იგი იქმან ყუელაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა჻ ჴამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა჻

216. ღ~თნ სულსა ეგოდენსა, თქვენ გათნივა სისხლი თქვენი჻ მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქენი჻ აწ დავჴოცენ მტერნი თქუენნი, გავასრულე რაცა ვთქუენი჻ ნავი სრულად საქონლითა, მამიღია ვითა ძღვენი჻

217. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯვებოდეს჻ ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვისცა მას თანა ხლებოდეს჻ მიულოცვიდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს჻ შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს჻

218. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღე ნახეს არა ხვალეს჻ მუნ დებულთა საჭურჭლეთა,ამარიმცა ვით დათვალეს჻ მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოსცალეს჻ დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს჻

219. ავთანდილს უსამ მოართვა, ვაჭართა შემოთულილობა჻ შენგან ვართ დაცოცხლებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა჻ რაცა გუაქვ იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა჻ რასაცა მოგვცემ გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა჻

220. ყმამან შესთვალა ჰე, ძმანო წეღანცა მოგისმენია჻ ღ~თსა შეესმა ნაკადი, რაცა თქუენ თვალთა გდენია჻ მან დაგარჩინნა მე რა ვარ, მე გლახ რა მომილხენია჻ რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია჻

221. მე თუმცა რამცა მინდოდა, საჭურჭლე დასადებელი჻ ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარსაგებელი჻ რას ვაქნევ თქვენსა რად გინდა, ოდენ ვარ თანამხლებელი჻ სხვაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი჻

222. აწ რაცა აქა ვიშოვე, საჭურჭლე დაუთვალავი჻ რაცა ვის გინდა წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი჻ ერთსა ვიაჯი მიაჯეთ, სააჯო არსაკრძალავი჻ საქმე რამე მიც თქუენშიგა, თავისა დასამალავი჻

223. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყუით, არ თქუენსა პატრონობასა჻ თჳთ თავადია ჩვენი თქუა, ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა჻ მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა჻ თქუენ შემინახეთ ნამუსი, თქუენსა და ჩემსა ძმობასა჻

224. ესე საქმე ქარავანსა, გაეხარნეს მეტად დია჻ მოვიდეს და თაყუანის სცეს, კადრეს ჩვენი იმედია჻ რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია჻ მას ვმსახუროთ ვისი პირი, მზისა პირად გაგვიცდია჻

225. მუნით წავიდეს იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან჻ მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან჻ შეფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან჻ მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა სძღვნიდიან჻ ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისვლისა ჻ ზღვის პირს რომ გავიდა჻