... (Q-714), XIX ს.

1. იტყუის ჱე მზეო ვინ ხატად, გთქუის მზიანისა ღამისად჻ ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად჻ ვის გმორჩილობენ ციერნი, ერთი იოტის წამისად჻ ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად჻

2. ვის ხატად ღ~თისად გიტყუიან, ფილასოფოსნი წინანი჻ შენ მიშველე რა ტყუექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან რკინანი჻ ბროლ ბალახშისა მძებნელმან, სათნი დავკარგე მინანი჻ მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი჻

3. ამას მოთსქმიდის იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის჻ დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის჻ მას ამსგავსებდის ილხენდის, უჭვრეტდის ეუბნებოდის჻ რა შეუღამდის ვარსკულავთა, ამოსლუა იამებოდის჻

4. მთვარესა ეტყუის იფიცე, სახელი ღ~თისა შენისა჻ შენ ხარ მამცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა჻ შენ გაქუს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა჻ მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა჻

5. ღამე ალხენდის დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა჻ რა წყალი ნახის გარდიჴდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა჻ მას თანა რთჳდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ კულა გაემართის ისწრაფდის, წასვლასა მისვე გზისასა჻

6. მარტო მოსთქმიდის ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი჻ მინდორს თხა მოკლის სადაცა, ადგილი დახვდის კლდიანი჻ შეწვის ჭამის და წავიდის, პირ მზე გულმარიხიანი჻ იტყუის დავჰყარენ ვარდნი, და აჰა მე ვაგლახ იანი჻

7. აწ ვერ ვიტყუი მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა჻ მიუბნობდის რას მოთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა჻ ზოგან თვალნი გაეწითლის, ვარდსა ბრჭკლითა ნახოკარსა჻ ქუაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქუაბთა კარსა჻

8. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწუთების჻ ვით იამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხვდების჻ ყმა გარდაჴდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების჻ კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა უცხო იამების჻

9. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა჻ ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა჻ ეტყუის რა წახველ გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა჻ აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა჻

10. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე, ჰკრეს ლახვარი გულსა შუა჻ ქალსა ეტყუის აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა჻ იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუვე ვით მეცრუა჻ ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა჻

11. თუ უმისოდ სოფელს ყოფა, რადგან ჭირად არ მიღირდა჻ რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო რა მისჭირდა჻ მან გატეხა ზენარისა, რად შემართა ვით გაჰპირდა჻ მაგრა ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა჻

12. კულა ქალი ეტყუის მართლაც, ხარ მაგისსა დამძიმებასა჻ მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა჻ არ გული უნდა ფიცის, და პირისა გასრულებასა჻ იგი უგულო მოელის, მართ დღეთა შემოკლებასა჻

13. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედა ჰკიდიან჻ რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან჻ უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან჻ შენ არ გინახავნ არ იცი, მას რომე ცეცხლნი წვიდიან჻

14. შენ უმართლე ხარ ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა჻ მაგრა ვით ითქმის ვით გაჴდა, ვითა გიამბო ცნობილსა჻ ენა დაშვრების გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა჻ ამას მით ვაზრობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა჻

15. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი, არცა ვის ამბად სმენია჻ თუ არა კაცთა სასჯელი, ქუათაცა შესაძრწენია჻ დიჯლადცა კმარის მას რომე, თვალთაგან ცრემლი სდენია჻ თჳთ რაცა ბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია჻

16. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა ცეცხლმოდებულსა჻ მოვიდეს რა ქნას ავთანდილ, მისსა დამვედრე დებულსა჻ მიბრძანა მოღმა მნახვიდეს, მე მისთვის გაცუდებულსა჻ ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მის ქადებულსა჻

17. მას ზენაარსა არ გაუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები჻ მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები჻ თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს, თქუას ვაგლახი და უები჻ ცოცხალი დავხუდე უკუირდეს, სიცოცხლე არს სათუები჻

18. ჩემთჳს გარდაჴდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა჻ ოდენ მოდენა ცრემლისა, მჭირს ველთა მოსალბედისა჻ მსჯის გამრავლება ხელქნილსა, სულთქმისა ზედაზედისა჻ დავიწყებივარ სიკუდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა჻

19. ესე არაკი მართალი, ჩინს ქუაზედან სწერია჻ ვინ მოყუარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია჻ აწ ზაფრანია ვის წინა, ვერ ვარდი გვანდის ვერ ია჻ თუღა მონახავ მონახე, ქენ რაცა შენი ფერია჻

20. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად჻ მაგრა გაბჭეუ რა მიქნია, სამსახური ტყუესა ტყუისად჻ გამოჭრილვარ სისხლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად჻ მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად჻