... (Q-714), XIX ს.

59. რა შეატყვა მოჯობება, მუნ სევდისა მუფარახმან჻ გაანათლა პირი ვარდი, სიხარულმან დაუსახმან჻ ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვაახმან჻ ცნობიერი სიტყუა უთხრა, უცნობოსა რასმე მზრახმან჻

60. შერასმეჰყუვეს საუბარსა, სიტყუა ჰკადრა არ მალული჻ ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული჻ ეგე სამჴრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული჻ რაგვარ გიყუარს როგორ გიღირს, თქუი დავიღო მერმე სული჻

61. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახოსა სახისა჻ ესეა ჩემი სიცოცხლე, [ჩემი მამცემი ახისა]჻ მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა მიწისა და ხისა჻ არ სასმენლისა მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა჻

62. ავთანდილ უთხრა ვლამოდი, მართ მაგისისა თქმევასა჻ აწ რადგან გითქუამს პასუხსა, კადრებ და ნუ მეჭუ თნევასა჻ სჯობს ასმათისა არ ლევა, მაგა სამხრისა ლევასა჻ ამად არ გიქებ საქებსა, უარესისა რჩევასა჻

63. სამჴრე გაბია ოქროსა, ოქრო მჭედლისა დნობილი჻ უასაკო და უსულო, არ სიტყუიერი ცნობილი჻ აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი჻ პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი, თჳთ მერმე თქუენი დობილი჻

64. თქუენს შუა მქნელი საქმისა, შენგან ნაჴმობი დობისა჻ თქუენი შემყრელი მსახური, შენგან ღირსქმნილი ჴმობისა჻ მისი გამზრდელი გაზრდილი, მისთჳს მიხდილი ცნობისა჻ გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა჻

65. მან უბრძანა რაცა გითქუამს, უმართლე ხარ მეტისმეტად჻ საბრალოა ასმათ მისად, მგონებლად და ჩემად ჭვრეტად჻ მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად჻ რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად჻

66. დამორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამირბარი჻ ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი჻ კბილნი ვითა მარგალიტნი, ბაგე ვარდი ნაპობარი჻ გველსა ჴურელით ამოიყუანს, ენა ტკბილად მოუბარი჻

67. ამას ეტყუის შენთჳს დავსდებ, გონებასა სულსა გულსა჻ მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა჻ არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა჻ არ იჴმარებ რას ხელსა ხდი ,საუნჯესა დაფარულსა჻

68. არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე რა გერგების჻ არ თუ იცი უგანგებოდ, არათ კაცი არ მოკუდების჻ მზისა შუქთა მამლოდინე, ვარდი სამ დღე არ დაჭნების჻ ბედი ცდაა გამარჯუება, ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების჻

69. მოახსენა ეგე სწავლა, ჩემთჳს ყოვლად სოფლად ღირდეს჻ გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა გმირდეს჻ მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო, მეტისმეტი რა მიმჭირდეს჻ შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ მიკვირდეს჻

70. ცვილსა ცეცხლის სამჴურვალე, უგავს ამად აენთების჻ მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაშრტების჻ რაცა ვისრა საქმე თჳთ სჭირს, სხვათათჳსცა ევარგების჻ თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების჻

მბობა ტარიელისა ავთანდილთან ლომ ვეფჴვის დაჴოცვისა჻

71. რა წამეკიდა ყუელაი, წურილად გიამბო ენითა჻ მერმეღა გაბრჭევ მართალი, მაგა გულითა ბრძენითა჻ შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა჻ ქუაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მამინდა ცხენითა჻

72. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მამეარნეს჻ ერთი ლომი ერთი ვეფხი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს჻ გვანდეს რათმე მოყუარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს჻ მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკუირდეს შემეზარნეს჻

73. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი, მოვიდეს ერთგან რებულნი ჻ სახედ ვამგზავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი ჻ შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი჻ ლომი სდევს ვეფხვი მიურბის, იყუნეს არ ჩემგან ქებულნი჻

74. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს჻ თჳთო ტოტი ერთმანეთსა, კრეს სიკუდილსა არ დარიდნეს჻ გამორიდნა ვეფხმან გული, დედათამცა განა იდნეს჻ ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს჻

75. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქუი არა ხარ ცნობასა჻ შენ საყუარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა჻ ჴმალგამოწვდილი გაუჴე, მივეც ლახვართა სობასა ჻ თავსა გარდავკარ მოცავკალ, დახსენ სოფლისა თმობასა჻

76. ჴმალი გავტყორცე გარდვიჭერ, ვეფხვი შევიპყარ ჴელითა჻ მის გამო კოცნა მამინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა჻ მიღრინვიდა და მაწყენდა, ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა჻ ვეღარ გაუძელ იგიცა, მოვჰკალ გულითა ხელითა჻

77. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე჻ გავგულისდი მოვიქნივე, ვკარ მიწასა დავაწყვიდე჻ მამეგონა ოდეს ჩემსა, საყუარელსა წავეკიდე჻ სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღურიდე჻