... (Q-714), XIX ს.

226. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭეურითა჻ ნახეს ქალაქი მოცული, გარე ბაღისა ტევრითა჻ გვარად უცხონი ყუავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა჻ მის ქუეყანისა ქებამცა, რა გაიგონო ენითა჻

227. მათ ბაღთა პირსა დააბეს, ნავი საბლითა სამითა჻ ავთანდილ ტანსა ჯუბანი, ჩაიცვა დაჯდა სკამითა჻ მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამზადებულნი დრამითა჻ იგი ყმა ვაჭრობს თავადობს, და თავსა მალავს ამითა჻

228. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა჻ მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით, პირსა ელვათა მკრთომელსა჻ ავთანდილ უჴმო ეუბნა, კაცსა არ სიტყვა მცთომელსა჻ ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქუიან, მეფესა აქა მჯდომელსა჻

229. წურილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების ჻ რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იჴსნების჻ ჰკადრა ვხედავ პირსა მზისა, პირად მე მეცნების჻ რაცა ვიცი მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების჻

230. ესეა ზღვათა სამეფო, თვისა ათისა სავლითა჻ თჳთ გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა჻ აქ მოდის ტურფა ყუელაი, ნავითა ზღვა ზღვა მავლითა჻ მელიქ სურხავი ჴელმწიფობს, სრული სუითა და დავლითა჻

231. აქა მოსულითა გაყმდების, კაციცა იყო ბერები჻ სმა გახარება თამაში, ნიადაგ არს სიმღერები჻ ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს, ყვავილი ფერადფერები჻ ვინცა გუიცნობენ გვნატრიან, იგიცა ვინ ა მტერები჻

232. დიდვაჭარნი სარგებელსა, ამისებრსა ვერ ჰპოებენ჻ იყიდიან გაჰყიდიან, მოიგებენ წააგებენ჻ გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ჻ უქონელნი წელიწადსა, საქონელსა დაიდებენ჻

233. მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა჻ ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა჻ თჳთ ესე ბაღი მისია, თქუენი სადგომი დღესისა჻ პირველ მას მართებს ჩუენება, ყოვლისა უტურფესისა჻

234. რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან჻ უჩვენებენ რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან჻ უტურფესსა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთულიან჻ მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს დაჰყიდიან჻

235. თქუენებრთა საბატიოთა, მას მართებს გამოსუენება჻ დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება჻ აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება჻ გამოგება და წაყუანა, მას მართებს თქუენი ქენება჻

236. ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი჻ პურად კარგი მასპინძელი, მხიარული არ თუ მქისი჻ მას ვაცნობო მოსლვა თქუენი, წაგიყვანოს ვითა თჳსი჻ წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი჻

237. ავთანდილ უთხრა წადიო, აგრე ჰქენ რაცა გწადიან჻ მებაღე მირბის ახარებს, ოფლი მკრდამდის ჩასდიან჻ ხათუნსა უთხრა ამბავი, მე ესე დამიქადიან჻ ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა, შუქნი მზედ გაიცადიან჻

238. ვაჭარი ვინმე პატრონი, არს ქარავნისა დიდისა჻ საროსა მსგავსი ნაზარდი, და მთვარე დღისა შვიდისა჻ შვენის ჯუბა და მოხვევნა, ძოწეულისა რიდისა჻ მე მიჴმო მკითხა ამბავი, და ნირი ლართა სყიდისა჻

239. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი჻ მოუკაზმეს ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი჻ შემოვიდა ღაწუი ვარდი, ბროლ ბადახში მინასათი჻ მისთა მჭვრეტთა დაუსახეს, ვეფხსა ტოტი ლომსა თათი჻

240. ზარი გაჰჴდა შემოაკრბეს, ქალაქისა ერნი სრულად჻ იქით აქათ იჯარვოდეს, უჭვრიტოთო ამას რულად჻ ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყუნეს სულწასრულად჻ მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად჻ ფატმანის მიგებება და სიხარული჻

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა჻

241. ფატმან ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა჻ მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა჻ ერთმანერთი მოიკითხეს, შეუიდეს და დასხდეს შინა჻ ფატმან ხათუნს მოსვლა მისი, შევითვატყე არ ეწყინა჻

242. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი მაგრა მზმელი჻ ნაკუთად კარგი შავგრემანი, პირმსუქანი არპირჴმელი჻ მუტრიბთა და მომღერალთა, მოყუარული ღვინისმსმელი჻ დია ედვა სასალუქო, დასაბურავ ჩასაცუმელი჻

243. მას ღამესა ფატმან ხათუნ, უმასპინძლა მეტად კარგა჻ ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა჻ ფატმანს მისი მასპინძლობა, უღირს ღ~თო არ დაჰკარგა჻ სვეს და ჭამეს დასაწოლად, ყმა გავიდა ღამით გარ გა჻

244. დილასა ლარი ყველაი, უჩვენა გაახსნევინა჻ ტურფანი სეფედ გარდასხნეს, ფასიცა დაათულევინა჻ ვაჭართა უთხრა წაიღეთ, აკიდა გააწევინა჻ თქუა ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გამაცხადებთ მე ვინა჻