... (Q-714), XIX ს.

245. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა჻ ზოგჯერ უჴმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყუის ფატმანისსა჻ ერთგან სხდიან უბნობდიან, საუბარსა არა მქისსა჻ ფატმანს ჰკულიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა჻

ფატმანისან ავთანდილის გამიჯნურება჻

246. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის჻ გილიზღებს და შეგიკუეთებს, მიგინდობს და მოგენდობის჻ მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკუეთეს რაცა დაესობის჻ მით დიაცსა სამალავი, არასთანა არ ეთხრობის჻

247. ფატმან ხათუნს ავთანდილის, გულსა ნდომა შეუვიდა჻ სიყუარული მეტისმეტი, მოემატა ცეცხლებრ სწვიდა჻ დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა჻ იტყუის რა ვქნა რა მერგების, აწუიმებდა ცრემლთა ღვრიდა჻

248. მიღმა ვუთხრა ვაი თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს჻ თუ არა ვთქუა [ვეღარ] გავსძლებ, ცეცხლი უფრო გამიჴშირდეს჻ ვთქუა და მოვკუდე ანუ, დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს჻ მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს჻

249. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართუმეველი჻ მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი჻ მისთა მსმენელთა გულისა, შემძრველი შემარყეველი჻ უსტარი შესანახავი, არცუდად დასახეველი჻

წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა ჻

250. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან, მზედ სწადდი დასაბადებლად჻ მით შენგან მოშორვებულთა, ლხინად არ ჭირთა მწადებლად჻ ახლოს შემყრელთა დამწუელად, მათად ცეცხლისა მადებლად჻ მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩს დასაქადებლად჻

251. შენ გტრფიალობენ მჭურეტელნი, შენთუის საბრალოდ ბნდებიან჻ ვარდი ხარ მიკუირს ბულბულნი, რად არა შენზედ კრფებიან჻ შენი შვენება ყუავილთა, აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან჻ სრულად დამწუარვარ, თუ მზისა შუქნი არ მამესწრებიან჻

252. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი, თქუენსა ამისსა თხრობასა჻ მაგრა რა ვირგო დღეკრულმან ,სრულად გავჰყრივარ თმობასა჻ გული ვერ გასძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა სობასა჻ თუ რას მეწევი მეწივე, თვარა მივხვდები ცნობასა჻

253. მე ვირე ამა წიგნისა, პასუხი მამივიდოდეს჻ ვსცნობდე გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გავიდოდეს჻ მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს჻ სიცოცხლე ანუ სიკუდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს჻

254. ფატმან ხათუნ დაწერა, და გაუგზავნა წიგნი მისი჻ ყმამან ასე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თჳსი჻ თქუა არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი჻ რომე მე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი჻

255. თქუა ყუავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია჻ მაგრა მას ზედა ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია჻ უმსგავსო საქმე ყოველი, მოკლე და მით ოხერია჻ რა უთქუამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია჻

256. ესე გვარი საძრახავი, დაუზრახა გულსა შინა჻ მერმე იტყუის ჩემგან კიდე, ჩემი შემწე არავინა჻ რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რადგან მინა჻ რათაცა ვით ვპოვებ მას ვიქ, გულმან სხუამცა რა ისმინა჻

257. ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა჻ მოსადგურე და მოყუარე, მგზავრთა ყოველგნით მავალთა჻ მივყუე მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა჻ ნუთუ რა მარგოს მე მისი, გარდაჴდა ჩემგან ვსცნა ვალთა჻

258. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა჻ აუგი და მოყივნება, არად შესწონს ყოლა კრულსა჻ რაცა იცის გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა჻ მიჯობს მივჰყვე განაღ რასმე, ვსცნობ საქმესა დამალულსა჻

259. კუვლა იტყუის ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების჻ მით რაცა მინდა არა მაქუს, რაცა მაქუს არ მომინდების჻ ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდების჻ კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების჻

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანის პასუხად მიწერილი჻

260. მოგეწერა წავიკითხე, შენი წიგნი ჩემი ქება჻ შენ მამასწარ თვარა შენგან, მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება჻ შენცა გინდა მეცა მინდა, გაუწყვედლად შენი ხლება჻ შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება჻

261. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე჻ მიუწერა კმარის რაცა, უშენომან ცრემლი ვლამე჻ აწ ვიქნები თავის წინა, აქა მპოვებ მარტოსა მე჻ მამისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს მოდი ღამე჻