... (Q-714), XIX ს.

21. ბროლ სადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ჻ მას მოვშორდი ვერ ვიახლენ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ჻ გამოპარვით წამოსვლითა, ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ჻ ნაცვლად მათთა წყალობათა, მათნი გულნი შევაურვენ჻

22. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღ~ისაგან დიდად ცხოველი჻ მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი჻ მას უორგულე წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი჻ მისი შემცოდე ღ~თსაგან, კარგსა რაღასა მოველი჻

23. ესე ყუელაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა჻ არ უტყუვე მოსრულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა჻ აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა჻ ცუდ მაშურალი და მტირალი, ქუე ვზი პირითა მქისითა჻

24. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მამცემს ჟამი და დრო჻ არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყუა გავაადრო჻ წავალ ვძებნი ანუ ვპოვებ, ან სიკუდილი მოვიადრო჻ თვარა ბედი აზომ თურე, მიკვეთს ღმერთსა რაღა ვკადრო჻

25. ამის მეტი აღარა თქუა, ატირდა და წამოვიდა჻ ქუაბი გავლო წყალსა გახდა, შამბი ჩავლო ველს გავიდა჻ ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა჻ რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა჻

26. იტყუის ღ~თო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მხედსა჻ რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა჻ ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა჻ მოვჰკუდე თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა჻

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი჻

27. მოყუარემან ვარდის კონა, გულსა მკრა და დამიწყლულა჻ იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა჻ მას თუ გამყრი საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა჻ სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა჻

28. კულავ იტყუის მიკუირს ნაღველი, კაცისა მე ჭკუიანისა჻ რა მჭმუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა჻ სჯობს გამორჩევა აზრობა, საქმისა დასაგვანისა჻ აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამტანისა჻

29. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქუეველი჻ ეძებს უძახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი჻ სამ დღემდი მოვლო მრავალი, ჴევი შამბნარი ტყე ველი჻ ვერ პოვა მივა მჭუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი჻

30. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე჻ რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე჻ გამკითხველო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე჻ დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ჩემი გამილხინე჻

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვნი რომ დაჴოცნა჻

31. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერშეცვლილი჻ ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი჻ ნახა შავი შამბთა პირსა,დგა სადავე უკუყრილი჻ თქუა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი჻

32. რა შეხედა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა჻ აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა჻ ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა჻ ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა჻

33. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა჻ ახლოს მყოფი სიკუდილისა, ჯდა და პირი დაებღნიჯა჻ საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა჻ მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა჻

34. ერთფერ უც ლომი მოკლული, და ჴრმალი სისხლმოცხებული჻ კულავ სხვაგნით ვეფხი უსულო, მკუდარი ქუე დანარცხებული჻ მას წყაროსაებრ თვალთაგან, ცრემლი სდის გაფიცხებული჻ მუნ ეგრე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინვარე ცხებული჻

35. თვალთა ახმადცა ზარედვა, სრულად მიჰჴდოდა ცნობასა჻ მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორვებოდა ნობასა჻ ყმა სახელდობით უყივის, ლამის სიტყუითა კრთობასა჻ ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა჻

36. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა჻ ახლოს უზის და უზახის, მართ სახელდობით სახელსა჻ ეტყუის ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთჳს გაჭრილსა და ხელსა჻ მას არა დია შეესმის, რეტსა თვალდაუფახველსა჻

37. ესე ყუელაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა჻ ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა჻ მაშინღა იცნა აკოცა, მოეჭდო მოეძმობილა჻ ვიმოწმებ ბედსა ცხოველსა, მათებრივ არა შობილა჻

38. უთხრა ძმაო არ გიტყ[უვე, გიყავ რაცა შემოგფიცე]჻ გნახე სულთა გაუყრელმან, [ფიცი ასრე დავამტკიცე]჻ აწ დამეხსენ სიკუდილამდის, ვი[ტირო და თავსა ვიცე]჻ მაგრა გვედრებ დამარხუასა, მ[ჴეცთა საჭმლად არა მიმცე]჻