... (Q-714), XIX ს.

39. ყმამან უთხრა რაშიგან [ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა]჻ ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა჻ ვის უქნია შენი მსგავსი, სხვათა კაცთა ნათესავსა჻ რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა჻

40. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი, ბრძენნი აპირებენ ამა პირსა჻ ჴამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა჻ ჭირსა შიგან გამაგრება, ასე უნდა ვით ქვითკირსა჻ თავისისა ცნობისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა჻

41. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ჻ მინდორს ტირ და მხეცთა ახლავ, არას წადილსა აისრულებ჻ ვისთჳს კუდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ჻ თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ჻

42. ვინ არ [ყოფილა მიჯნური, ვის არ საჴმილნი სდებიან]჻ [ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან]჻ [მითხარ უსახო რა ქმნილა, სულნი] რად ამოგხდებიან჻ [არ იცი ვ]არდნი უეკლოდ, არავის მოუკრებიან჻

43. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა, რამა შეგქმნა ტანად პირად჻ მიკუირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რადა ჭირად჻ მან თქუა ტკბილსა მწარე, პოებს სჯობს იქნების რაცა ძვირად჻ ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად჻

44. რადგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო჻ მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო჻ უბოროტო ვის ასმია, რაცა კარგი საეშმაკო჻ რად ემდურვი საწუთროსა, რა უქმნია უარაკო჻

45. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე წავიდეთ ნებასა჻ ნუ მიჰყოლიხარ თავისა, თათბირსა გაგონებასა჻ [რაცა] არ გწადდეს იგი ქენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა ჻ ასრე არ სჯობდეს არ გეტყუი, რად მეჭვ რასაცა თნებასა჻

46. მან უთხრა ძმაო რა გითხრა, ძურაცა არ ძალმიც ენისა჻ ძალი არა მაქუს ხელქმნილსა, შენთა სიტყუათა სმენისა჻ რა ადვილად გიჩნს მოთმენა, ჩემთა სასჯელთა თმენისა ჻ აწ მივსწურვილვარ სიკუდილსა, დრო მომეახლა ლხენისა჻

47. ამას მოკუდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ არ ენით჻ აქა გაყრილნი მიჯნურნი, მუნამცა შევიყარენით჻ მუნ ერთმანერთი კულავ ვნახნეთ, კულავ რამე გავი[ხარენით]჻ მიო მოყუარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით჻

48. საყუარელმან საყუარელი, ვით არ ნახოს ვით გაწიროს჻ მისკენ [მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს]჻ მივეგებვი მამეგებოს, ამიტირდეს და ამატიროს჻ ჰკითხე ასთა ჰქენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს჻

49. მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართა[ლსა პირასა]჻ სიკუდილი მახლავს დამეხსენ, ხანსაღა დავყოფ [მცირასა]჻ არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ, რა დავრჩე ჴელსა [მხდი რასა]჻ დამშლიან ჩემი კავშირნი, შევრთჳან სულთა სირასა჻

50. რა სთქვი [რას იტყვი არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად]჻ [სიკვდილი მახლავს ხელქნილსა, სიცოცხლე არის წამისად]჻ [აწ გამიარმდა სიცოცხლე, მეტად ყოვლისა ჟამისად]჻ მუნ მეცა მივალ ცრემლისა, მიწად სად გამდის ლამი სად჻

51. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი, ხელი ვითა იქს ბრძნობასა჻ ეგ საუბარი მაშინ ჴამს, თუმცაღა ვიყო ცნობასა჻ ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა჻ მაწყენ დამეხსენ არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა჻

52. კვლავ [ეუბნების] ავთანდილ, სიტყუითა მრავალფერითა჻ [ეტყვის თუ მოჰკვდე გერგების, სიტყვითა რა ოხერითა]჻ [ნუ იქმ არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა]჻ [ვერ წაიყვანა ვერა ქნა, სიტყვითა ვერა ვერითა]჻

53. მერმე უთხრა აჰა რადგან, არ მომისმენ არას არა჻ აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა჻ თუ სიკუდილი გიჯობს მოჰკუე, ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა჻ ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ ცრემლი ამად ღვარა჻

54. სადა ინდონი ბროლ ვარდსა, სარვენ გიშრისა სარითა჻ მას მოვეშორვე წამოვე, სიჩქარით არ სიწყნარითა჻ ვერ დამიჭირა მეფემან, მშობლურად საუბარითა჻ შენ არ შემიყრი გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქუა რითა჻

55. ნუ გამგზავნი გულმოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი჻ ერთხელ შეჯე ცხენოსანი, გნახო ჩემი სულთა მხდელი჻ ნუთუ მაშინ მოვიქარვო, სევდა ესე აწინდელი჻ მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი჻

56. ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა჻ იცოდა რომე შეჯდომა, კაეშანს მოაქარვებდა჻ ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დაიკარვებდა჻ დაიმორჩილა იამა, არ ივაგლახა არ ვებდა჻

57. ცხადად უთხრა შევჯდებიო, მომიყუანე ცხენი წინა჻ [მან მოგვარა წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა]჻ [მინდორთაკენ წაიყუანა, ტანი მჭევრი აძრუევინა]჻ [ხანი] წავლეს სიარულმან, მოჯობება დააჩნინა჻

58. შეაქცევს და ეუბნების, საუბართა შვენიერთა჻ მისთჳს სძრვიდა სასაუბროდ, მათ ბაგეთა ძოწის ფერთა჻ მისი სმენა გააყრმობდა, მსმენელისა ყურთა ბერთა჻ მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შიაერთა჻