... (Q-714), XIX ს.

685. აწ ამას გკადრებთ ორნივე, ხვეწით და შემუდარებით჻ ავთანდილ დამდვა წამალი, მისგან თავისა დარებით჻ დავიწყდეს რომე პატიჟნი, სჭირდეს ჩვენთავე დარებით჻ არ გაწყენ გრძელი ამბავი, არს ჩვენგან მიუმხვდარებით჻

686. თქუენთა უყუარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა჻ მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ ნამკრთალსა჻ მუჴლ მოყრილი გიაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა჻ რომე მისცე ქალი თქუენი, მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა჻

687. ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა არცა გრძელსა჻ ამოიღო ჴელმანდილი, მოინასკუა ზედან ყელსა჻ ადგა მუჴლნი დაუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა჻ გაუკუირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მამსმენელსა჻

688. რა ტარიელ მუხლ მოყრილი, ნახა მეფე შეუზარდა჻ შორს უკუდგა თაყუანისცა, ქუე მიწამდის დაუარდა჻ მოახსენა ჴელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა჻ თქუენმან აგრე სიმდაბლემან, ნახვა თქუენი ჩამადარდა჻

689. ვით ეგების რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს჻ ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკუდავად და ტყუედცა გინდეს჻ გებრძანამცა სახლით თქუენით, ცრემლი არცა მაშინ გდინდეს჻ სხვა მისებრი ვერა ჰპოოს, ცათამდისცა გაცაფრინდეს჻

690. მე სიძესა ავთანდილის, უკეთესა ვჰპოებ ვერა჻ თჳთ მეფობა ქალსა ჩემსა, მივეც აქუს და მას ეფერა჻ ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყუავილი დამებერა჻ რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა჻

691. თუ შეგერთო ერთი მონა, თქუენთვის არცა მაშინ მშურდა჻ ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა჻ თუ ავთანდილ არ მიყუარდა, აგრე მისთჳს რად მამსურდა჻ დია ღ~თო წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა჻

692. რა ტარიელ მეფისაგან, ესე სიტყუა მოისმინა჻ დადრკა მდაბლად ეთაყუანა, პირსა ზედან დაეფინა჻ კულავ მეფემან თაყუანისცა, წამორევლო წადგა წინა჻ ერთმანერთი მოემადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა჻

693. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის, მახარობლად გაექანა჻ ესდენ დიდი სიხარული, გაეხარნეს მასცა განა჻ წავიდა და წამოუძღვა, მოიყუანა მოყჰუა თანა჻ მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა჻

694. მეფე ადგა მოეგება, ყმა გარდაჴდა რა მივიდა჻ ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი, პირსა იმით იფარვიდა჻ მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა჻ მაგრა მისსა შვენებასა, რამცა ვითა დაჰფარვიდა჻

695. მეფე კოცნასა ლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან჻ ავთანდილ ფერჴთა ეხვევის, შუქნი ქუე დაუფენიან჻ უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან჻ რადგან მერჩიო ნუ მერცხვი, გაე რასაღა გრცხვენიან჻

696. მოეხვია გარდაჰკოცნა, მან პირისა არე მარე჻ დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე჻ ვინ გიშერი დააჯოგა, და წამწმისა არემარე჻ გვალე შეგყრი ლომო მზესა, თავი მისკენ არე მარე჻

697. მეფე ყელსა ეხვეოდა, მას ლომსა და ვითა გმირსა჻ ახლოს უზის ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა჻ იგი მზე და ჴელმწიფობა, ასრე მივა ვითა ღირსა჻ მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა჻

698. ყმა მეფესა მოახსენებს, მიკუირს სხვასა რად არ ბრძანებ჻ რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგჳანებ჻ მიეგებვი მხიარული, სახლსა თქუენსა მოიყვანებ჻ შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ჻

699. ტარიელსცა მოახსენა, შესხდეს ქალსა მიეგებნეს჻ მათ სამთავე გოლიათთა, მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს჻ მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოეს რაცა ძებნეს჻ ჴელი ჰჴადეს რხმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს჻

700. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან჻ დაუყუნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან჻ გამოეგება აკოცა კუბოსა, შიგან ჯდომილმან჻ დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ მიხდომილმან჻

701. ეტყუის მზეო ვითა გაქო, ნათელო და დარიანო჻ შენთჳს ხელნი გონებანი, არა ცუდათ არიანო჻ მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო჻ თქუენ საჭურეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო჻

702. გაჰკუირდეს ყოვლნი მხედველნი, მისთა ელვათა ფენასა჻ ვით მზემან დაყუნა მჭვრეტელთა, თვალნი ნათლისა ჩენასა჻ მისგან დამწვარნი მისცნიან, გულნი ჭვრეტითა ლხენასა჻ სითცა გამოჩნდის იქმოდეს, ჯარნი მუნითკენ რბენასა ჻

703. შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად჻ ქონდეს შვიდნივე მნათობნი, მის მზისა დასადარებად჻ არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად჻ ადრე მივიდეს მეფისა, სახლად სამყოფად არებად჻