... (H-403), 1818 წ.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი: და გამოჰსცდის დიდი რბევა჻ მობურთალსა მოედანი: მართლად ცემა მარჯუჱდ ქნევა჻ მართ აგრევე მელექსეთა: ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა჻ რა მისჭირდეს საუბარი: და დაუწყოს ლექსმან ლევა჻

21. მაშინღა ნახეთ მელექსე: და მისი მოშაირობა჻ რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა: დაუწყოს ლექსმან ძვირობა჻ არ შეამოკლოს ქართული: არა ქნას სიტყუა მცირობა჻ ჴელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა: იხმაროს დიდი გმირობა჻

22. მოშაირე არა ჰქჳან: თუ სადმე თქვას ერთი ორი჻ თავი ყოლა ნუ ჰგონია: მელექსეთა კარგთა სწორი჻ განაღა თქუას ერთი ორი: უმსგავსო და შორი შორი჻ მაგრა იტყჳს ჩემი სჯობსო: უცილობლობს ვითა ჯორი჻

23. მეორე ლექსი ცოტაი: ნაწილი მოშაირეთა჻ არ ძალუც სრულ ქმნა სიტყუათა: გულისა გასაგმირეთა჻ ვამჰსგავსე მშვილდი ბედითი: ყმაწვილთა მონადირეთა჻ დიდსა ვერ მოჰკულენ ჴელად აქვს: ჴოცა ნადირთა მცირეთა჻

24. მესამე ლექსი კარგი არს: სანადიმოდ სამღერელად჻ სააშიკოდ სალაღობოდ: ამხანაგთა სათრეველად჻ ჩუჱნ მათიცა გვიამების: რაცა ოდენ თქუან ნათელად჻ მოშაირე არა ჰქჳან: ვერას იტყვის ვინცა გრძელად჻

25. ჰჴამს მელექსე ნაჭირვებსა: მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს჻ ერთი უჩნდეს სამიჯნურო: ერთსა ვისმე აშიკობდეს჻ ყოვლსა მისთჳს ჴელოვნობდეს: მას აქებდეს მას ამკობდეს჻ მისგან კიდე ნურა უნდა: მისთჳს ენა მუსიკობდეს჻

26. ჩემი აწ ჰსცანით ყოველმან: მას ვაქებ ვინცა მიქია჻ ეს მიჩანს დიდად სახელად: არ თავი გამიქიქია჻ იგია ჩემი სიცოცხლე: უწყალო ვითა ჯიქია჻ მისი სახელი შეფრქუევით: ქუჱმორე მითქვამს მიქია჻

27. ვთქუა მიჯნურობა პირველი: და ტომი გვართა ზენათა჻ ძნელად სათქმელი საჭირო: გამოსაგები ენათა჻ იგია საქმე საზეო: მომცემი აღმა ფრენათა჻ ვინცა ეცდების თმობამცა: ჰქონდეს მრავალთა წყენათა჻

28. მას ერთსა მიჯნურობასა: ჭკუიანნი ვერ მიხუდებიან჻ ენა დაშურების მსმენლისა: ყურნიცა დავალდებიან჻ ვთქუჱნ ხელობანი ქუჱნანი: რომელნი ჴორცთა ხუდებიან჻ მართ მასვე ბაძუჱნ თუ ოდეს: არ სიძვენ შორით ბნდებიან჻

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან: არაბულითა ენითა჻ მით რომე შმაგობს მისისა: ვერ მიხვდომისა წყენითა჻ ზოგთა აქუს საღ~თო სიახლე: დაშურების აღმა ფრენითა჻ კულავ ზოგთა ქუჱ უც ბუნება: კეკლუცთა ზედან ფრენითა჻

30. მიკვირს კაცი რად იფერებს: საყუარლისა სიყუარულსა჻ ვინცა უყვარს რად აყივნებს: მისთჳს მკუდარსა მისთჳს წყლულსა჻ თუ არ უყუარს რად არა ჰსძულს: რად აყივნებს რაცა სძულსა჻ ავსა კაცსა ავი სიტყვა: ურჩევნია სულსა გულსა჻

31. თუ მოყუარე მოყურისათჳს: ტირს ტირილსა ემართლების჻ სიარული მარტოობა: შვენის გაჭრად დაეთვლების჻ იგონებდეს მისგან კიდე: ნურა ოდეს მოეცლების჻ არ დააჩნდეს მიჯნურობა: სჯობს თუ კაცსა იახლების჻

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა჻

32. იყო არაბეთს როსტევან: მეფე ღ~თისაგან სვიანი჻ მაღალი უხვი მდაბალი: ლაშქარ მრავალი ყმიანი჻ მოსამართლე და მოწყალე: მორჭმული განგებიანი჻ თჳთ მეომარი უებრო: კულავ მოუბნარი წყლიანი჻

33. სხუა ძე არ ესვა მეფესა: მართ ოდენ მარტო ასული჻ სოფლისა მნათი მნათობი: მზისაცა დასთა დასული჻ მან მისთა მჭურეტთა წაუღის: გული გონება და სული჻ ბრძენი ხამს მისად მაქებრად: და ენა ბევრად დასული჻

34. მისი სახელი თინათინ: არს ესე საცოდნარია჻ რა გაიზარდა გაივსო: მისგან მზე საწუნარია჻ მეფემან იხმნა ვაზირნი: თჳთ ზის ლაღი და წყნარია჻ დაისხა გვერდსა დაუწყო: მათ ამო საუბნარია჻

35. უბრძანა გკითხავ საქმესა: ერთგან სასაუბაროსა჻ რა ვარდმან მისი ყუავილი: გააჴმოს დაამჭნაროსა჻ იგი წავა სხუა მოვა: ტურფასა საბაღნაროსა჻ მზე ჩაგჳსუჱნდა ბნელსა ვსჭვრეტთ: ღამესა ჩვენ უმთვაროსა჻

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს: ჭირთა უფრო ძნელია჻ დღეს არა ხუალე მოვჰკვდები: სოფელი ასრე მქმნელია჻ რაღაა იგი სინათლე: რასაცა ახლავს ბნელია჻ ჩემი ძე დავსუათ ჴელმწიფედ: ვისგან მზე საწუნელია჻

37. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო: რად ბრძანეთ თქუჱნი ბერობა჻ ვარდი თუ გახმეს ეგრეცა: გუმართებს აზომცა ჯერობა჻ მისივე მეტობს ყოველსა: სული და ტურფა ფერობა჻ მთუარესა მცხრალსა ვარსკულავმა: ვითამცა ჰკადრა მტერობა჻

38. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო: ჯერ ვარდი არ დაგჭნობია჻ თქუჱნი თათბირი ავიცა: სხვისა კარგისა მჯობია჻ ჴმდა განაღამცა საქნელად: რაცა თქვენ გულსა გლმობია჻ ჰსჯობს და მას მიეც მეფობა: ვისგან მზე შენაფლობია჻