... (Q-1335), XVIII ს.

20. ხამს თავისსა ხუაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ჰაი ზმიდეს მოყუარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა არასადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

21. გაასწავლნე სურვილითა ვინცა იწვით ვისგან ვინა კულავ ქებანი ვჰკადრენ ვის მე არვის უთქმან ჩემგან წინა ისპად მოსომახოს მსგავსი არ დავაცთენ ვისცა მინა მისთვის ვლექსობ სიტურფითა ვინ შუქთა ფენს ხმელთა შინა

22. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგო მას ავნოს და თვითცა ივნოს რათამეღა ასახელა რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს

23. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

24. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოება შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა იახლების

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

25. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღ~თისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კულა მოუბარი წყლიანი

26. იყო არაბეთს მეფობა მეფისა როსტევანისი მას ჰქონდა სპარსთა ქვეყანა მართ ვითა შანშეს ანისი უძრწის და მონებს ყოველი ხელთა აქვს მას საბრძანისი თქვეს თუ ხამს ხმელთა პატრონად ან ალექსანდრე ან ისი

27. აწყა დავიწყოთ ამბავი მის ხელმწიფისა ზენისა არაბეთს როსტენ პატრონი მპყრობელი სპა მოსპენისა მას ესვა ქალი მნათობი თვალთათ თუთია დენისა შემხედთა სულის წამღები ვერ მხედთა ამაგზენისა

28. სხუა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად დასული

29. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო მზე მისგან საწუნარია მეფემან უხმნა ვაზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხნა დაუწყო მათ ამო საუბნარია

30. როსტევან უხმნა ვაზირნი უბრძანებს თუცა ფარულად მე ძე არ მომცა სოფელმან კიდეც მისთვის ვარ მალულად ამ ჩემთა სპათა თავადად შემტევებელი ქარულად მოლხინე მოასპარეზედ გამთენებელი დარულად

31. უბრძანა გკითხავ საქმესა და ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭკნაროსა იგი წახდების სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგუისუვენდა ბნელასა ვსჭურეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

32. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვჰკვდები სოფელი ასრე მქნელია რაღაა მისი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია ჩემი მზე დავსვად ჴელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია

33. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო რად ბრძანეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა გუმართებს აზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთუარესა მცხრალსა ვარსკულავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა

34. ერთობ დაშალეს ვაზირთა მაგრამ ვინ მოუსმინებდა მეფე ლაღი და უკადრი იგი ქნის რაცა ინებდა თინათინ დასვეს ხელმწიფედ ვინ მზესა ითვალწუნებდა ვინ სალსა კლდესა დაადნობს და ცუილსა გაატინებდა

35. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერთ ვარდი არ დაგჭკნობია თქვენი თათბირი ავიცა სხუისა კარგისა მჯობია ხმდა გაღანამცა საქნელად რაცა თქვენ გულსა ლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია

36. თუცა ქალია ხელმწიფედ მართ ღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გუითქვამს კულა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზეებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხუადია

37. მას ლომსა კაცი იახლა მეფისა ვეფხს უფიცხეო დაასკვენ ესე თათბირი სრულ სპათა ჩემთა ვჰკითხეო მე ჩემთა სივაჟკაცეთა ჩემნი მებრძოლნი ვითხეო აწ შენცა გნუკევ ურწყავად ალვისა მორჩი ითხეო

38. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირსპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა ჯერთ უწვერული სადარო ბროლ მინა საცნობარისა მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა