... (Q-376), XIX ს.

21. თუ მოყუარე მოყურისათჳს, ჰსტირს ტირილსა ემართლების. სიარული მარტოობა, ჰშუჱნის გაჭრა არ ეთულების. მას ჰგონებდეს მისსა ტრფობას, კიდე ნურღა მოეცლების. არ დააჩნდეს მიჯნურობა, თუ ოდეს კაცთ იახლების:-

ჰამბავი პირუჱლი როსტევან არაბთა მეფისა (2)

22. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღ~თისაგან სჳანი. მაღალი უხჳ მდაბალი, ლაშქარ მრავალი ყმიანი. მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული განგებიანი. თჳთ მეომარი უებრო, კულავ მოუბარ წყალიანი:-

23. სხუა ძე არ ესუა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული. სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული. მან თჳსთა მჭურეტთა წაუღის, გული გონება და სული. ბრძენი ჰჴამს მისდა მაქებრად, და ენა ბევრად ასული:-

24. მისი სახელი თინათინ, არს ესე საცოდნარია. რა გაიზარდა გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან იჴმნა ვაზირნი, თჳთ ზის ლაღი და წყნარია. გვერდით დაისხნა დაუწყო, მათ ჰამო საუბარია:-

25. უბრძანა ჰგკითხავთ საქმესა, ერთგან სასაუბაროსა. რა ვარდმან თჳსი ყუაჳლი, გააჴმოს დაამჭკნაროსა. იგი წავა და სხუა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა. მზე ჩაგვისუჱნდა ბნელსა ჰვსჭურეტთ, ღამესა ჩუჱნ უმთუაროსა:-

26. მე გარდავჰსრულვარ სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია. დღეს არა ხუალე მოვჰკუდები, სოფელი ასრე მჰქმნელია. რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია. ჩემი მზე დავსუათ ჴელმწიფად, ვისგან მზე საწუნელია:-

27. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო, რად ჰბრძანეთ თქუჱნი ბერობა. ვარდი თუ დაჭნეს ეგრეცა, აქუსთ მასზედ ბულბულთ მღერობა. მისივე ჰმეტობს ყუაჳლთა, სუნი და ტურფა ფერობა. მთუარესა მცხრალსა ვარსკულავმან, ვითამცა ჰკადრა მტერობა:-

28. მაგას ნუ ჰბრძანებ მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია. თქუჱნი თათბირი აჳცა, სხჳსა კარგისა მჯობია. ჰჴმდა გაღანამცა სათქმელად, რაცა თქუჱნ გულსა გლმობია. ჰსჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფრობია:-

29. თუცა ქალია ჴელმწიფად, მართ ღუთისა დანაბადია. არ გათნევთ იცის მეფობა, უთქუჱნოდ გჳთქუამს კულადია. შუქთა მისთაებრ საქმეცა, მისი მზებრ განაცხადია. ლეკჳ ლომისა ჰსწორია, ძუ იყოს თუნდა ხუადია:-

30. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ სპასალარისა. საროსა ჰმჯობი ნაზარდი, ჰმსგავსი მზისა და მთუარისა. ჯერთ უწუჱრული სადარო, ბროლმინა საცნობარისა. მას თინათინის ჰშუჱნება, ჰკლევდის წამწამთა ჯარისა:-

31. გულსა მისსა მიჯნურობა, მისი ჰქონდა დამალულად. რა მოშორდის ვერ მჭურეტელმან, ვარდი შეჰქმნის ფერ ნაკლულად. ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა სიყუარული, კაცსა შეიქმს გულ მოკლულად:-

32. რა მეფად დასმა მეფემან, ჰბრძანა თჳსისა ქალისა. ავთანდილს მიხუდა სიამე, ვჰსება აქუს იქალისა. ჰსთქუა ზედიზედა მამხუდების, ხილუა მის ბროლ ფიქალისა. ნუთუ მით ვჰპოვო წამალი, მე ჩემი ფერ გამქრქალისა:-

33. არაბეთს გაჰსცა ბრძანება, დიდმან არაბთა მფლობელმან. თინათინ ჩემი ჴელმწიფად, დავსჳ მე მისმან მშობელმან. მან განანათლოს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან. მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან შემამკობელმან:-

34. მოჳდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდა ხასისა. ავთანდილ პირმზე სპასპეტი, ლაშქრისა ბევრ ათასისა. ვეზირი სოკრატ მოახლე, მეფისა დასთა დასისა. მათ რომე დადგეს საჯდომი, ჰსთქუჱს უთქმელია ფასისა:-

35. თინათინ მიჰყავს მამასა, პირითა მით ნათელითა. დასუა და თავსა გვირგვინი, დაადგა თჳსის ჴელითა. მისცა სკიპტრა და შემოსა, მეფეთა სამოსელითა. ქალი მზებრ უჭურეტს ყოველთა, ცნობითა მზე მხედუჱლითა:-

36. უკუდგეს და თაყუანისჰსცეს, მეფემან და მისთა სპათა. დალოცეს და მეფად დაჰსუჱს, ქება უძღუნეს სხუაგნით სხუათა. ბუკსა ჰკრეს და წინწილანი, დაატკბობდეს ტკბილთა ჴმათა. ქალი ჰსტირს და ცრემლსა აფრქუჱვს, ჰხრის ყორნისა ბოლო ფრთათა:-

37. მამისა ტახტსა საჯდომლად, თავი არ ეღირსებოდა. ამად ჰსტირს ბაღი ვარდისა, ცრემლითა აივსებოდა. მეფე ჰსწურთნის მამის მცნებანი, ძისაგან ითავსებოდა. ამისად ქმნამდის დამწუჱლი, ცეცხლი არ დამევჰსებოდა:-

38. უბრძანა ნუ სტირ ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი. დღეს შენ ხარ მეფა არაბეთს, ჩუჱნგან ჴელმწიფად ჴმობილი. აქათგან ესე სამეფო, მართ შენია მონდობილი. ჰხარმცა ჰბრძნად მჰქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი:-

39. ვარდთა და ნეხუთა ვინადგან, მზე სწორედ მოეფინების. დიდთა და წურილთა წყალობა, შენმცა ნუ მოგეწყინების. უხუსა თვით იგი ორგული, ერთგულად შეეძინების. უხუად გაჰსცემდე ზღუათაცა, შეჰსდის და გაედინების:-