... (S-4988), XVII-XVIII სს.

1585. ტარიელ჻ უთხრა჻ სიცილით჻ მან჻ მზემან჻ შუქ჻ მონაფენამან: ჴელი჻ მოჰკიდა჻ ავთანდილს჻ აჰმართა჻ ააყენა჻ მან: მიყოო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მომართებამან჻ შენამან: მაგრამ჻ ჴამს჻ შენცა჻ გალხინოს჻ ჩემმან჻ შენითა჻ ლხენამან:

1586. დია჻ მძულს჻ მეტი჻ მოყურისა჻ შიში჻ კრძალვა჻ და჻ რიდობა: მძულს჻ გაუწყვედლად჻ კუშტობა჻ და჻ სულ჻ მძიმობა჻ დიდობა: თუ჻ მოყუარეა჻ გულისა჻ ქნას჻ ჩემკენ჻ მონაზიდობა: თვარა჻ მე჻ ჩემდა჻ იგ჻ მისდა჻ დია჻ სჯობს჻ კიდის჻ კიდობა:

1587. მე჻ ვიცი჻ გული჻ საშენოდ჻ საყუარელისა჻ შენისა: არ჻ ეწყინების჻ სტუმრობა჻ შენისა჻ მე჻ შემყრელისა: მე჻ რამცა჻ ვჰკადრე჻ მეფესა჻ თხრობა჻ რასაცა჻ ჭრელისა: ოდენ჻ ნახვისა჻ მისისა჻ ნატრა჻ მაქვს჻ სანატრელისა:

1588. ამას჻ ოდენ჻ მოვახსენებ჻ მუდარით჻ და჻ შეპოვნებით: რომე჻ მოგცეს჻ ქალი჻ მისი჻ მან჻ მისითა჻ მოგონებით: რადგან჻ ბოლო჻ შეყრავეა჻ სიშორესა჻ ვით჻ ეთნებით: დააშვენეთ჻ ერთმანერთი჻ თავის჻ თავის჻ ნუ჻ დასჭკნებით:

1589. რა჻ ავთანდილ჻ ტარიასგან჻ ცნა჻ წასულასა჻ არ჻ დაშლიდა: არა჻ ჰკადრა჻ შეცილება჻ საუბარსა჻ ზედა჻ რთვიდა: ფრიდონ჻ კაცსა჻ დარჩეულსა჻ სათანაოდ჻ გარდასთულიდა: თანა჻ წაჰყუა჻ გაღანამცა჻ მას჻ თანავე჻ გზასა჻ ვლიდა:

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა ნესტან დარეჯანითურთ:

1590. ამ჻ საქმესა჻ დაფარულსა჻ ბრძენ჻ დიონოს჻ გააცხადებს: ღ~თი჻ კარგსა჻ მოწყალეობს჻ არ჻ ბოროტსა჻ არ჻ დაბადებს: ავსა჻ წამ჻ ერთ჻ შეამოკლებს჻ კარგსა჻ ხანგრძლად჻ გააკულადებს: თავსა჻ მისსა჻ უკეთესსა჻ უზადო჻ ჰყოფს჻ არ჻ აზადებს:

1591. ფრიდონისით჻ გაემართნეს჻ იგი჻ ლომნი჻ იგი჻ მზენი: თანა჻ მიჰყავს჻ პირი჻ მზისა჻ ქალი჻ მჭურეტთა჻ ამაზრზენი: ჰკიდავს჻ ბროლსა჻ ყორნის჻ ბოლო჻ დაწყობილი჻ დანათხენი: მუნ჻ ბალახშსა჻ აშვენებდეს჻ სინატიფე჻ სინაზენი:

1592. იგი჻ მზე჻ უჯდა჻ კუბოსა჻ და჻ ეგრე჻ არონინებდეს: მინადირობდეს჻ ნადირსა჻ მუნ჻ სისხლსა჻ დაადინებდეს: სადაცა჻ დახუდეს჻ ქუეყანა჻ მჭურეტელთა჻ მოალხინებდეს: მოეგებნიან჻ სძღუნობდიან჻ აქებდეს჻ არ჻ აგინებდეს:

1593. ამას჻ ჰგავს჻ თუმცა჻ სამყაროს჻ მზე჻ უჯდა჻ შუა჻ მთუარეთა: იარნეს჻ დღენი჻ მრავალნი჻ ლაღთა჻ ბრძნად჻ მოუბარეთა: შუა჻ მათ჻ დიდთა჻ მინდორთა჻ ყოვლგნით჻ კაცთ჻ მიუმცვდარეთა: სად჻ ყოფილ჻ იყო჻ ტარიელ჻ მიხუდეს჻ მის჻ კლდისა჻ არეთა:

1594. ტარიელ჻ ბრძანა჻ მე჻ მმართებს჻ დღეს჻ თქუენი჻ მასპინძელობა: მუნ჻ მივალ჻ სადა჻ ყოფილ჻ ვარ჻ მჭირდა჻ სადამდის჻ ხელობა: მუნ჻ გვიმასპინძლოს჻ ასმათმან჻ მას჻ უცს჻ ჴორცისა჻ ჴმელობა: მე჻ რომე჻ გიძღუნი჻ ტურფათა჻ აქოთ჻ ლარისა჻ ჭრელობა:

1595. მივიდეს჻ შიგან჻ გარდაჴდეს჻ ქუაბსა჻ მას჻ დიდთა჻ კლდეთასა: ასმათს჻ უც჻ ჴორცი჻ ირმისა჻ იქს჻ მასპინძლობა჻ კვეთასა: ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ წასულასა჻ მათ჻ საქმეთასა: ღ~თსა჻ ჰმადლობდეს჻ შეცვლასა჻ ლხინად჻ ჭირისა჻ დღეთასა:

1596. მოიარეს჻ ქვაბოვანი჻ თამაშობდეს჻ მხიარულნი: ჰპოვეს჻ იგი჻ საჭურჭლენი჻ ტარიასგან჻ დაბეჭდულნი: ვერცა჻ ვისგან჻ დანათუალნი჻ ვერცა჻ ვისგან჻ შეგებულნი: არ჻ იტყუიან჻ თუ჻ არა჻ გვაქუსო჻ იგ჻ ამისთუის჻ გულ჻ ნაკლულნი:

1597. უბოძა჻ ტურფა჻ მრავალი჻ მათ჻ მათი჻ შესადარები: კულა჻ ფრიდონისნი჻ აავსნა჻ სპა჻ ჰყუა჻ თუ჻ სპასალარები: აივსო჻ კაცნი჻ ყოველნი჻ მაშინ჻ მათ჻ თანა჻ ნარები: მაგრამ჻ ძეს჻ რომე჻ საჭურჭლე჻ ჰგუანდა჻ კაც჻ დაუკარები:

1598. ფრიდონს჻ უთხრა჻ ვალი჻ შენი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების: მაგრა჻ თქმულა჻ კარგის჻ მქმნელი჻ კაცი჻ ბოლოდ჻ არ჻ წაჴდების: აწ჻ საჭურჭლე჻ რაზომიცა჻ აქა჻ ძეს჻ და჻ ან჻ იდების: შენი჻ იყოს჻ ყუელაკაი჻ შენ჻ წაიღე჻ ვითა჻ გხუდების:

1599. ფრიდონ჻ მდაბლად჻ თაყუანისცა჻ ჰკადრა჻ მადლი჻ მეტის჻ მეტი: ჰე჻ მეფეო჻ რად჻ გგონივარ჻ უჭკუო჻ და჻ აგრე჻ რეტი: მტერი჻ ყუელა჻ ჩალად჻ გიჩანს჻ ვინმცა჻ იყო჻ ვითა჻ კეტი: ჩემი჻ ლხინი჻ მუნამდისა჻ ვირე჻ ვიყო჻ შენი჻ მჭურეტი:

1600. ფრიდონ჻ კაცნი჻ დააბრუნნა჻ მოსასხმელად჻ აქლემისად: სახლსა჻ მისსა჻ მისაღებლად჻ მის჻ ყუელასა჻ საჭურჭლისად: აწ჻ მუნითგან჻ გაემართნეს჻ არაბეთით჻ წასულად჻ გზისად: ავთანდილცა჻ გალეული჻ შესაყრელად჻ მთუარე჻ მზისად:

აქა ქვაბთაგან წასულა სამთაგანვე არაბეთს:

1601. მიხუდეს჻ არაბთა჻ სამზღუარსა჻ რა჻ ვლეს჻ მრავალნი჻ ხანები: დახუდა჻ სოფლები჻ ციხები჻ ხშირ჻ ხშირად჻ თანის჻ თანები: მუნ჻ შიგან჻ მყოფსა჻ ემოსა჻ ტანსა჻ ლურჯი჻ და჻ მწვანები: ავთანდილისთვის჻ ყუელანი჻ ცრემლითა჻ არს჻ ნაბანები:

1602. ავთანდილ჻ იცნეს჻ გაისმა჻ ჴმა჻ მათგან჻ სიხარულისა: თაყუანის჻ სცემდა჻ სიმრავლე჻ სპისა჻ პირ჻ მხიარულისა: დაიწყეს჻ ყოვლგნით჻ ლაშქართა჻ ქნა჻ მისკენ჻ სიარულისა: ქალი჻ ნახნიან჻ შუენება჻ თქუიან჻ არს჻ მზისა჻ სრულისა: