..., 1860 წ.

1583. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი. დაედგათ თეთრ ძოწეული წითელ ყვითლისა თვალითა. ზედან კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყვითელი. და მწვანე ერთგან რეული და მოვიდნენ დასხდნენ მჭვრეტელნი. ვსცან მათთვის სულდაღებული.

1584. მგოსნები მოდგეს ისმოდა ჴმა. სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და განმრავლდა. ძღვნობა ლალისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა. არ მასპინძლისა ბწილისა და ნესტან დარეჯან სიცილი. შვენის თეთრისა კბილისა.

1585. მოიღეს ძღვენი უზომო. ფრიდონის არ ალქატისა კვლავ მარგალიტი სიდიდით. მართ ვითა კვერცხი ბატისა სხვა ერთი თვალი სამსგავსო. მზისა შუქ მონამატისა და მას წინა ღამით ძალედვის. სიტყვა მხატვარსა ხატისა.

1586. კვლავ უძღვნა თვითო ფარდული. გარდასაყრელი ყურისა მრგულად დათლილისა თვალისა. იაგუნდისა მთელისა კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი. მძლედ საჭირავი ჴელისა და ავთანდილისთვის ლომისა. ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1587. იგი ტაბაკი სავსეა. მარგალიტითა მსხვილითა ავთანდილს უძღვნა ყველაი. არა სიტყვითა წბილითა აავსო სახლი სტავრითა. დაოქსინოთა ლბილითა და ტარიელ მადლი უბრძანა. სიტყვითა რათმე ტკბილითა.

1588. ფრიდონისგან უსაზომო. ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმეს. უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვედდეს. ჩანგ ჩაღანა ტკბილსა ჴმასა და აჰა მიხვდა შესაფერი. ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1589. ტარიელ ფრიდონს უბრძანა. დღე ერთ სიტყვები გულისა არს გული თქვენი საჩემო. უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე. არცა მოცემა სულისა და მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან. ჩემი წამალი წყლულისა.

1590. ავთანდილისგან შენც იცი. ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა. მოჴმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა. მან ქნას ამისა ცხადება და ვითა დამივსო სახმილი. აგრე მისიცა კმა დება.

1591. უთხარ ძმაო ვინ გარდიხდის. შენგან ჩემთვის ჭირნახულსა ღ~თი მოგცემს წყალობასა. მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერავიქ საწადელსა. შენსა შენთვის გაზრახულსა და არა ვნახავ სახლსა ჩემსა. არ დარბაზსა არცა ხულსა.

1592. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა. ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს. იყო ჩემთანა მარები ტბილის სიტყვითა გავმართოთ. და ჴლმითა საომარები და შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ. მე ჩემსა არ ვექმარები.

1593. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს. ტარიას მოციქულობა მას გაეცინა გაღიმდა. შვენოდა მხიარულობა თქვა თუ მეშველი რად მინდა. მჭირს არავისგან წყლულობა და ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს. არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა.

1594. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის. მორჭმული ღ~თისა ნებითა საკრძალავი და უკადრი. ლაღი არ ვისგან ვნებითა არცაღა უმძიმს მტერთაგან. არცა გრძნეულთა გრძნებითა და მას ზედა შევლა რად მინდა. ნუ მეჭვ რასაცა თნებითა.

1595. რა მოვა ჩემთვის განგება. ზეცით მოსულნი ზენანი ღ~თი აწადებს მომივლენს. გულსა სახმილთა ლხენანი მაშინღა მამხვდეს მოკუდავსა. მზისა ელვათა ფენანი და ჟამის ჟამისოდ ცუდია. ჩემგან მიდამო რბენანი.

1596. მიდი და ჰკადრე ტარიელს. ამბავი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო. ხარ რაზომსაცა ლმობილი ვარ მუცლით გამო დედისა. თქვენად სამონოდ შობილი და ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს. ვინ მეფე იყო ცნობილი.

1597. გებრძანა შეყრა მწადიან. საყვარელისა შენისა ეგე მსგავსია გულისა. ლმობიერისა თქვენისა მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს. არცა სივრცელე ენისა და მიჯობს მოლოდნა საქმისა. მის განგებისა ზენისა.

1598. ესეა ჩემი საწადე. და ჩემი მოსანდომარე ინდოეთს გნახო მორჭმული. საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერდსავე გიჯდეს მნათობი. პირი ელვათა მკრთომალე და მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს. არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1599. რა გამისრულდეს ესენი. ჩემი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბებს. მამხვდეს მის მზისა ხლებანი როდესაც სწადდეს დამივსო. ამა ცეცხლისა დებანი და სხვა თქვენგან არა არ მინდა. მძულან რასაცა თნებანი.

1600. რა ფრიდონ კადრა ტარიელს. ესე ნათქვამი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ. ამას არ უნდა მისანი ვითა მან პოვა მიზეზი. ჩემისა სულთა დგმისანი და ეგრევე მანცა სამმისოდ. ნახოს ძალ გული ძმისანი.

1601. მოდი უთხარ ჩემ მაგიერ. სიტყვა შენგან არ ნათნები მე შენისა გამზრდელისა. უნახავი არ დავდგები ვეჭ მრავალი დამეჴოცოს. მონა მისგან საყვარლები და ვითხოვ ხოლმე შენდობასა. მერმე აგრე მოვბრუნდები.

1602. ესე უთხარ ჩემ მაგიერ. მოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასვლა არ დავშალო. არცა სიტყვა გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე. რომე საქმე გავაცრუო და ამოდ ვსთხოვო ქალი მისი. შევეხვეწო შევეგუო.