..., 1860 წ.

1622. ფრიდონ კაცნი დააბრუნა. მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა წასაღებლად. მის ყოვლისა საჭურჭლისად აწ მუნითცა გაემართნეს. ა[ჩ]რაბეთით წასვლად გზისად და ავთანდილცა გალეული. შესაყრელად მთვარე მზისად.

აქა როსტევან მეფისაგან ნესტან დარეჯანის მიგებება.

1623. მიხვდის არაბთა სამზღვარსა. რა ვლეს მრავალი ხანები დახვდა სოფლები ციხები. ხშირ ხშირად თანის თანები მუნ შიგან ყოფთა ემოსა. ტანსა ლურჯი და მწვანები და ავთანდილისათვის ყველანი. ცრემლითა არს ნაბანები.

1624. ავთანდილ იცნეს გაისმა. ჴმა მათგან სიხარულისა თაყვანის სცემდეს სიმრავლე. პრისა პირ მხიარულისა დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა. ქნა მისკენ სიარულისა და ქალი ნახიან შვენებით. თქვეს არის მზისა სრულისა.

1625. ტარიელ კაცი გაგზავნა. წინაშე როსტან მეფისა შესთვალა გკადრებ მეფეო. სურვილით საიაფესა მე მოვალ მეფე ინდოთა. დარბაზსა თქვენსა სეფესა და გიჩვენებ ვარდსა კოკობსა. უფრჭკვნელს მოუკრეფელსა.

1626. მაშინ თქვეს ჩემი გეწყინა. ნახვა მიწისა თქვენისა ცდა შეპყრობისა ავი ქენ. შემოტევება ცხენისა მე თქვენთა სპათა უ ჩვენე. მიზეზი რამე წყენისა და დავჴოცე მონა მრავალი. მსახურნი მხრისა თქვენისა.

1627. აწ ამად მოვალ წინაშე. დავყარე ჩემი გზანია შეგვინდე რაცა შეგცოდე. ქნათ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა მაქვს გვმოწმობენ. ფრიდონ და მისნი ყმანია და ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ. მე თქვენთვის მამიყვანია.

1628. რა მიუვიდა მეფესა. მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის. ემანა გამოთქმად ამისა თინათინს ღაწვთა ემატა. ელვა შუქისა სამისა და ბროლსა და ლალსა აშვენებს. მუნ ჩრდილი წარბ წამბამისა.

1629. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა. სიცილი თართ ქარებისა ლაშქარნი რბოდეს მიდამო. ქნა სწადდა მისკენ რებისა დაიწყეს მოსხმა ჯოგისა. გაღება უნაგრებისა და შესხდა სიმრავლე მოყმისა. გულ ფიცხელ მკლავ მაგრებისა.

1630. მეფე შეჯდა გაეგება. ლაშქარნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან. მათ წინაშე სხვაგნით სხვანი ყოველნივე ღ~თსა მადლობს. გაამაღლეს მათი ჴმანი და თქვეს ბოროტის უმყოფოა. კეთილია ჩვენთვის მზანი.

1631. რა ერთმანერთსა აუჩნდეს. მიგებულ მოსაგებავთა ავთანდილ ეტყვის ტარიელს. სიტყვასა დანაზებავთა აგერა ხედავთ მინდორთა. მტვერითა შენაღებავთა და ამისთვის ვიწვი საჴმილით. გულსა ედების ებავთა.

1632. ისია ჩემი გამზრდელი. და შენად მოგებებული იქი ვერ მოვალ მრცხვენიან. გულსა სახმილი დებული ჩემად არაკად სულ დგმული. კაცი არ გაწბილებული და რასაცა მიზამთ თქვენ იცით. ფრიდონ თქვენთანა ხლებული.

1633. ტარიელ ეტყვის კარგსა იქ. შენ პატრონისა კრძალვასა აწ აქავ იყავ ნუ მოხვალ. იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ ამბავსა. შენგან თავისა ამბავსა და ვეჭვ ადრე შეგყრი მას მზესა. ტანად საროს და ალვასა.

1634. მუნ დადგა ლომი ავთანდილ. დაიდგა მცირე კარავი ნესტან დარეჯან მუნვე დგას. იგი მჭვრეტელთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი. ქრის ვითა ქარი არავი და წავიდა მეფე ინდოთა. მისვლით მიუპარავი.

1635. ფრიდონ წაჰყვა გაღანამცა. გავლეს ველი დიდსა ხანსა სცნა მეფემან ტარიელ არს. მარტო მოვა მოჴრის ტანსა გარდახდა და თაყვანისცა. მას უკადრსა ლომებრ ჯანსა და სდებს პატივსა ინდოთ მეფე. მართ მამისა დასაგვანსა.

1636. ტარიელცა თაყვანისცა. მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა ეჴვეოდა. მართ ბაგისა დასანამოდ გაკვირვებით ეუბნების. არის მისგან სათამამოდ და შენ მზე ხარო გაყრა შენი. არის დღისა და საღამოდ.

1637. გაეკვირვა მეფე მისსა. თვალადობა სიტურფესა პირსა უჭვრეტს გაკვირვებით. უქებს მკლავსა სიალფესა კვლავ ფრიდონსაც უსალამა. თაყვანის სცა მან მეფესა და მას მას მეფესა ავთანდილის. ჭვრეტისათვის მოსწრაფესა.

1638. მეფე ტარიას ქებასა. დაჰკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო. აწ გული შენ გექონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე. შენ ჩემი რად გეგონების და რადგან ავთანდილ შენია. სხვა რად ვინ მოგეწონების.

1639. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა. და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო. ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა. თქვენს წინა ვერ მოყანისა და ვეაჯ რასმე აწ მიჯობს. მოთხოვნა მე ფარვანისა.

1640. დასხდეს მეფენი მოადგეს. გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი. ადგს უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა. ყოფაქცევისა და ზმისა და დაუწყო თხრობა ტარიელ. სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა;