... (H-757), 1671 წ.

1585. ყოვლგნით჻ მრგუალი჻ შეუვალი჻ არსით჻ იყო჻ ყოლა჻ პირი სამთა჻ კართა჻ ცხრა჻ ათასი჻ ზედა჻ სცუიდა჻ მოყმე჻ გმირი შუა჻ ციხე჻ ამართული჻ კლდე჻ კეკლუცი჻ არ჻ დუხჭირი გუირაბითა჻ შესავალი჻ ახურეტილი჻ ვითა჻ სტუირი

1586. გუირაბის჻ კარსა჻ ჭაბუკი჻ ათი჻ ათასი჻ მცველია მათ჻ ლომთა჻ ნახეს჻ ქალაქი჻ მთუარე჻ დგას჻ მუნ჻ ნათელია თქუესვითათბიროთ჻ ვითა჻ ვთქუათ჻ აწ჻ გამორჩევა჻ ძნელია ასი჻ ათასსა჻ აჯობებს჻ თუ჻ გამორჩევით჻ მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა჻

1587. ფრიდონ჻ თქუა჻ ვიტყვი჻ სიტყვასა჻ ვეჭუ჻ ჩემი჻ არ჻ დამცდარია ჩუენ჻ ცოტანი჻ ვართ჻ ქალაქი჻ დიდთაგან჻ საომარია პირისპირ჻ ომი჻ არ჻ ძალგუაქვს჻ არჟამი჻ საკუეხარია ათას჻ წელ჻ ვერსით჻ შევუვალთ჻ თუ჻ ზედ჻ დაგუიჴშან჻ კარია

1588. ჩემსა჻ სიმცროსსა჻ გამზრდელნი჻ სამუშაითოდ჻ მზრდიდიან მასწავლნეს჻ მათი჻ საქმენი჻ მახლტუნებდიან჻ მწურთიდიან ასრე჻ გავიდა჻ საბელსა჻ რომ჻ თუალნი჻ ვერ჻ მომკიდიან ვინცა჻ მჭურეტდიან჻ ყმაწვილნი჻ იგიცა჻ ინატრიდიან

1589. აწ჻ ვინცა჻ ვიცით჻ უკეთუ჻ შეტყორცა჻ საგდებელისა მან჻ ერთსა჻ ბურჯსა჻ გარდვაგდოთ჻ წუერი჻ საბლისა჻ გრძელისა მას჻ ზედა჻ გავლა჻ ადვილად჻ მიჩანს჻ მართ჻ ვითა჻ ველისა თქუენ჻ ჭირად჻ გაყო჻ შიგანთა჻ პოვნა჻ კაცისა჻ მრთელისა

1590. საბლითა჻ გავლა჻ არად჻ მიჩს჻ ჭირად჻ გატანა჻ ფარისა შიგან჻ ჩავხტები჻ კისკასად჻ ვეცემი჻ მსგავსად჻ ქარისა ლაშქართა჻ დავჰხოც჻ გავახუამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისა თქუენცა჻ მუნ჻ მოდით჻ სადაცა჻ გესმას჻ ზრიალი჻ ზარისა

თათბირი ავთანდილისა჻

1591. ავთანდილ჻ უთხრა჻ ჰე჻ ფრიდონ჻ მოყვასნი჻ ვერ჻ გიჩივიან ლომთა჻ მკლავთაგან჻ იმედი჻ გაქუ჻ არა჻ წყლულნი჻ გტკივიან სთათბირობ჻ ძნელთა჻ თათბირთა჻ მტერთა჻ ივაგლახივიან მაგრა჻ თუ჻ გესმის჻ გუშაგნი჻ რა჻ ახლოახლო჻ ყივიან

1592. რა჻ გახუიდოდე჻ გუშაგთა჻ ესმას჻ აბჯრისა჻ ჩხერება გიგრძნობენ჻ თოკსა჻ მოჰკუეთენ჻ ამისი჻ ჴამს჻ დაჯერება წაგიჴდეს჻ ცუდად჻ ყველაი჻ დაგრჩეს჻ ცუდიღა჻ ფერება ეგე჻ თათბირი჻ არ჻ ვარგა჻ სხუაებრ჻ ვქნათ჻ თავის჻ ტერება

1593. სჯობს჻ დადეგით჻ დამალულნი჻ თქუენ჻ ადგილსა჻ იდუმალსა ისი჻ კაცნი჻ არ჻ იჭირვენ჻ მგზავრსა჻ ქალაქს჻ შემავალსა სავაჭროდა჻ მოვეკაზმი჻ ვიქ჻ საქმესა჻ მე჻ მუხთალსა ერთსა჻ ჯორსა჻ გარდავჰკიდებ჻ მუზარადსა჻ ჯაჭუსა჻ ჴრმალსა

1594. სამთავე჻ შესულა჻ არ჻ ვარგა჻ თუ჻ გუიგრძნან჻ არს჻ სათუები მე჻ მარტო჻ შევალ჻ ვაჭრულად჻ და჻ კარგად჻ შევეტყუები მალვით჻ ჩავიცუამ჻ აბჯარსა჻ გავჩნდები჻ გავეცრუები ღმერთმან჻ ქნას჻ უხუად჻ ვადინო჻ შიგნით჻ სისხლისა჻ რუები

1595. შიგანია჻ მცველთა჻ მოვიცლი჻ მე჻ უნახავად჻ ჭირისად თქუენ჻ გარეთ჻ კართა჻ ეცენით჻ ყოველნი჻ მსგავსად჻ გმირისად კლიტეთა჻ დავლეწ჻ გავახუამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისად თუ჻ რა჻ სხუა჻ გვიჯბს჻ თქუენ჻ ბრძანეთ჻ ვარ჻ მრჩევლად჻ ამა჻ პირისად

თათბირი ტარიელისა჻

1596. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ თქუენი჻ ვცან჻ გმირთა჻ მეტი჻ გმირობა თქუენსა჻ ძალგულსა჻ თქუენივე჻ ჰგავს჻ თათბირობა჻ პირობა ვიცი჻ გწადს჻ ომი჻ ფიცხელი჻ არ჻ ცუდი჻ ჴრმალთა჻ ღირობა კაციმცა჻ მაშინ჻ თქუენ჻ გახლავს჻ რა჻ ომმან჻ ქნას჻ გაჭირობა

1597. მაგრა჻ იყუენით჻ ჩემთუისცა჻ საქმისა჻ რასმე჻ რჩევითა ჴმა჻ ესმას჻ ჩემსა჻ ხელმქმნელსა჻ ზედა჻ გარდმოდგეს჻ მზე჻ ვითა თქუენ჻ გქონდეს჻ ომი჻ ფიცხელი჻ უომრად჻ მნახოს჻ მე჻ ვითა ესე჻ მე჻ დამსურის჻ ნუ჻ უბნობთ჻ სიტყუითა჻ თქუენ჻ სათნევითა

1598. მაგა჻ თათბირსა჻ ესე჻ სჯობს჻ ვქმნათ჻ ჩემი჻ მონახსენები გავიყოთ჻ კაცი჻ ასასი჻ რა჻ ღამე჻ ჩნდეს჻ ნათენები სამთავე჻ სამგნით჻ მივმართოთ჻ ფიცხლად჻ დავსხლიტოთ჻ ცხენები მოგუეგებვიან჻ ვემცრობით჻ ჩუენ჻ ჴრმალსა჻ მივსცემთ჻ მძლედ჻ ნები

1599. ვინცა჻ შეუსწრას჻ ჰფარავსმცა჻ მას჻ ღმრთისა჻ საფარველია კარნი჻ დალეწნეს჻ დაჴოცნეს჻ ყოველი჻ კართა჻ მცველია სამთავე჻ იქით჻ მივმართოთ჻ მაშინ჻ აღარა჻ ძნელია ძლევა჻ მან჻ მოგუცეს჻ რომელი჻ სათქმლადცა჻ საზარელია

1600. ფიცხლად჻ შევებნეთ჻ შევსჯარნეთ჻ ვერ჻ მოგუასწრებენ჻ კარებსა სამთაგან჻ ერთი჻ შევუვალთ჻ სხუა჻ გარეთ჻ ვსცემდეთ჻ გარებსა მან჻ ერთმან჻ შიგნით჻ შიგანნი჻ მივსცნეთ჻ სისხლისა჻ ღუარებსა ჴელი჻ კვლა჻ ვჰხადოთ჻ აბჯარსა჻ მას჻ ჩვენგან჻ მძლედ჻ ნაჴმარებსა

1601. ფრიდონ჻ უთხრა჻ შემიგიან჻ გამიგია჻ ვიცი჻ მე჻ რა მაგა჻ ცხენსა჻ ჩემეულსა჻ წამოასწრობს჻ კართა჻ ვერა ოდეს჻ გიძღუენ჻ არ჻ ვიცოდი჻ ქაჯეთს჻ გუინდა჻ ქაჯთა჻ მზერა თუარა჻ ყოლა჻ არ჻ გიძღუნიდი჻ ჩემი჻ გითხრა჻ სიძუნწე჻ რა