... (Q-1335), XVIII ს.

1695. მამიდაი ქაჯი იყო გრძნეულობა იცის კარგა მით შემართა საშინელი მზე ჴმელეთსა დაუკარგა თუითცა მოკუდა უბედური მართ საცოცხლოდ არად ვარგა იგი ქალი დაუკარგა ალვა მორჩი სხუაგან დარგა

1696. ცნა ამირბარმან წავიდ{ა} ლომი მის მზისა მძებნელად იგიც წაჴდა ჰინდოეთს გაჴდა მთვარე და მზე ბნელად ორნივე წაჴდეს პოვნაღა მათი არს აწ სატებნელად მეფემან ბრძანა ჰე ღ~თო რად ცეცხლსა მამიდებ ნელად

1697. მეფე გაშმაგდა მათისა უღონო ქმნილი ძებნისა ვად შეიცვალა ჰინდოეთს ჴმა ქოს წინწილთა ებნისა ცოტასა ხანსა გავესძლო დება საჴუმილთა გზნებისა აწ თუითცა მოკვდა შეექნა ბოლო სრისა და ტკეპნისა

1698. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა საქმენი გააკვლადნა ქალმან დიდნი დაიკივლნა ფიცხლა თავსა მოიჴადნა ტარიელცა დაიზახნა დაფარულნი გააცხადნა ნარგისთაგან ნაწუიმარი ღუარი ადგა თოვლი გადნა

1699. მომკალ ქალსა თავ მოჴდილსა თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდსა დავამსგავსე თავ შიშველი ყაყაჩოსა თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებ ჩოსა გავს თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ჴარჴანჩოსა

1700. ქალი საბრალოდ მამასა სტირს ბულბულისა მსგავსია თმა გაიგლიჯა გაყარა ღაწუი ცრემლითა ავსია ვარდი შექნილა ზაფრანად ლალი მართ ვითა მხავსია მზესა ღრუბელი ეფარვის ამად ნათელი დავსია

1701. მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა ჩუენცა შავი რამაზს წინა გამოვედით მისრულად ვთქუით ჩუენი თავი მეფე ჩუენი დიდი არის მათ ეწადა მისი ზავი გამოგუიშუნა წა{ხ}ვ{ე}დითო არა გუიყო ყოლა ავი

1702. რა ტარიელს ესე ესმა მეტად ფიცხლა აიყარა ეჯი სამდღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა დროშა მისი აიმართა წინა არა მოიფარა აწ ნახე თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა

ტარიელისაგან ჰინდოეთს მისულა და ხატაელთ დამორჩილება

1703. ინდოეთს ზედა წაადგა მუნ მთა და დიდი ქედია აჩნდა ლაშქარი უსახო მესაკვირველა მე დია ტარიელ ბრძანა მოყმენო აწ თქვენგან რა იმედია ადრე მოვიცლი ჩემთანა ღ~თი და ჩემი ბედია

1704. იმა ლაშქართა უნახუან კვლავ ჴრმალთა ჩემითა კუეთანი ერთხელ შემებნეს დავჰჴოცენ შევქნენ აბჯართა ფეთანი ავთანდილ ჰკადრა რად უნდა თქმანი სიტყუათა მძლეთანი მართ ვითა მტუერთა წავიხუამთ მიხუდენ ფერხითა ცუეთანი

1705. დაეკაზმნეს საომარად გაამაყდეს გაჩაუქდეს ცხენთა შესხდეს უკეთესთა საჴედარნი ასუბუქდეს ერთმანერთსა აჯობინეს მჭურეტელთაგან არ გაუქდეს იგი ქედი ჩაიქროლეს ბუქისაცა უფრო ბუქდეს

1706. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდნეს ტარიასთა გააქცივნეს მიეწივნეს ჩამოჰყრიდეს მოაგებნეს მჴარ დაკრულნი მათ წინაშე მოასხმიდეს აიზიდნეს ვისნი ჴართო ჰკითხეს ხანსა დარაზმიდეს

1707. მათ მოახსენეს მეფეო ჩუენ ცუდად დაღორებულნი რამაზის ჴელმწიფისან[ი] აქა დარაჯად რებულნი უბრძანა წადიდ რეგუენნო თქუენ ჩუენგან გაფიცხებულნი აცნობეთ თქუენსა პატრონსა მოვლენ გულითა ქებულნი

1708. უთხარით ბრძანებს ტარიელ მეფე ლაღი და ჯანია იგი ჴელმწიფე მაღალი მებრძოლთა მემაჯანია ჩემსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანნია შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდნიღა დაღრეჯანია

1709. დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო ჰინდოეთსა ვით მოადეგ შმაგთაგანცა უფრო შმაგო აჰა მოველ იგი ცეცხლი რომე სრულად ამოგდაგო ჴრმალი ჩემი მოლესული შენს ზედა დავაბლაგო

1710. აწ დაემზადე მოპარვა მე თქუენი არა მწადიან შემები რაზმი გარდმაწყევ წინასვე გამიცხადიან პირ ბოზო ჩემი მორევნა რა დიდი დაგიქადიან მე ჩაბალახად გაჴმარნე რაცა გიმუზარადიან

1711. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს რამაზს უთხრეს ყუელაკაი დამალვასა ვერა ჰთმობდეს მოვიდაო ჰინდოთ მეფე ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს ვინცა ვითა გარდიხვეწოს იგი ერთი ორთა სჯობდეს

1712. ჰინდოთა დროშა ტარიელს აქუს და ალამი უბია დროშა არაბთა მეფისა მისსა ჰყუდია არაბთა იცის ყუელამან მათი აბჯარი შუბია ფრიდონ მზე მოყმე რომელმან შექნა სისხლისა გუბია

1713. ცოტაი წავლეს გმოჩნდეს ხუთასი ცხენოსანანი შეტყობასა ჰლამობდეს ყმანი არაბთა თანანი ტარიელ გაწყრა ნუ იქთო მისცა საქმისა ნანანი მოვიდეს აჩნდეს უაბჯროთ ჰქონდეს არცათუ დანანი