... (Q-1335), XVIII ს.

1714. ცხენთა ფერხსა მოეხუივა მუხლ მოყრილი შეეჴვეწა მოახსენა შემიბრალე მისსა ძალსა ვინცა გხუეწა უმართლე ხარ ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკუდარი მე წა გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა

1715. დაიკარგენით წაჰჴედით თქვენ წელნი მეათენია გაჴდეს მფრინველნი უმეფოდ არწივსა მოსტყდეს ფრთენია ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია ადრე გამიტყდა სოფელი მართ ვითა კაბათენია

1716. შინა წავიდეს გარდაჴდეს ეს თურე არ ლაყაბია რამაზ ჰყავს ორთა დედათა ყელსა მანდილი აბია შეშინებული საბრალოდ დუღდა მართ ვითა ქვაბია შეგცოდე მომკალ მე ხუალმე რამცა ვინ მიასაბია

1717. ვიაჯი მომკალ მე ხუალემ ყველაი ჩემი ბრალია მერმე ვაზირი ხუთ ასი მყავს აქათ წაუვალია თავები დასჭერ ადინე სისხლი მართ ვითა წყალია სპა უბრალოა ნუ დახოც ამად ვტირ გულმხურვალია

1718. ყოვლთა მისცეს ზენაარი მიუყარნეს მუხლნი წინა ნუ დაგუხოცო მისსა ძალსა ვინცა აგრე დაგაწინა ტარიელ დგას დაყმუნვებით რამაზ წინა მოეფინა ღ~თი ალხენს შეხუეწილსა არ შეუნდობს კაცი ვინა

1719. კაცი ცრემლითა შეინდობს თუ ცოდვა მისთანაც არსა ვით ნინეველი ისხემდეს თავსა მტუერსა და ნაცარსა ამით დაესჴნნეს რისხუასა ზეცით მოსრულსა ნაცარსა წაღმავე წაგრეხს სოფელსა კულა მისგან უკუ ნაცარსა

1720. ბრძენმან ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ჰპოვნე ესეაო მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე ოდის მტერსა მოერიო ნუღარ მოკლავ დაიყოვნე გინდეს სრული მამაცობა ესე სიტყუა დაიჴსოვნე

1721. ტარიელ მოტკბა ღთისავე მსგავსად იგ წარმართულია აღარ დაგჴოცო უბრძანა ძლეული შიშმან თუ ლია წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია

1722. თაყუანი სცეს და დალოცეს ყოვლთა ჴმა ერთად იერეს ღ~თსა შევედრეს ზახილით სუე მათი გააძლიერეს თავები დაჴსნეს სიკუდილსა სიცოცხლე ამის მიერეს ტარიას ჴრმალნი ვერ დაძღეს ჯერთ ჴორცი მოიმშიერეს

1723. ტარიას ჭურეტად მოსრული მუშთარი ახლოს მჭურეტია რისხუისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია მოვიდეს ნახეს რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია ჰინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა მართ ვითა სუვეტია

1724. ერთი კაცი მათ ლაშქართა მაჴარობლად მიუვიდა არ დაგჴოცსო შეგიწყალნა ყველაკაი დალოცვიდა ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს ყველა ამას მოზრახვიდა მოვიდაო იგი მოყმე რომე ერთი ბევრთა სრვიდა

1725. მოეგებნიან ტარიელს შორი შორ უსალამიან შიგანთა დროშა ჰინდოთა მათ იცნეს აალამიან ვერ გამოენდვნეს ჰინდონი თქუეს თუ ღალატსა ჰლამიან არ მოელოდეს ტარიელს მით ცრემლი დაილამიან

1726. ტარიელ მიდგა უყივლა მე მოველ მეფე თქუენიო თანა მყავს ჩემი მნათობი პირი ელვათა მფენიო ჩუენ მოგუცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო გამოდით თქუენი სიშორე არს ჩუენგან მოუთმენიო

1727. მაშინღა იცნეს ტარიელ მათგან მიდამო სრბანია სრულად მჭურეტელთა აივსო ზღუდე და ბანის ბანია ჴმა მაღლად ჴმობდეს იზაჴდეს მოგუშორდეს სალმობანია აქამდის რისხუა მაღალმან აწ მოგუცა წყალობანია

1728. კარნი გაახუნეს გამოჩნდეს მოიხუნეს მათ კლიტენია ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა ზედ მჭურეტენია ტირან ორნივე ქალ ყმანი ვარდისა ბაღსა ტენია ზახილით თავსა იგლეჯენ ყორნის თმა ბროლსა ტენია

1729. ვითა გამზრდელსა მართებდა გაზრდილი აგრე ხელია რომე სდის ცრემლი თუალთაგან კვლა ცეცხლი უფრო ცხელია თავსა იგლეჯს და იზახის ტირს მეტად გულ ფიცხელია გიშრისა ტევრსა მოჰფოცხუდა ბროლისა საფოცხელია

1730. რა ნახნა ხასნი ვაზირნი ფლასითა დამოსილნია კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია სისხლი და ცრემლი თუალთაგან სდის და მიწყობით მილნია მოვიდეს ყელსა მოეჭდნეს ვითა ძმანი და შვილნია

1731. დიდებულნი მოეხვიუნეს მოუზრუნუეს მათ ცოლ ქმართა ქალი დაბნდა მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა ვარდსა რტონი შთამოსცუივდეს ზე ვერა ვინ წამომართა მუნა კაცთა ვერ ვხედვიდი გაცინებით მოღამართა

1732. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად უბრძანებდა რად ვინ სტირთო ესე ჰქონდა წყრომაზრახვად ღ~თნ რისხვა მოაქცივა წყალობისა გამოსახვად გუმართებს რომე მადლი მივსცეთ აღარა გვცალს გლოვაახვად

1733. ტარიელს მოიჭუდნა მჴურვალთა ცრემლთა მდენელმან იტყუის თუ ცეცხლი დამევსო ცხელი აწ დამწუა მე ნელმან დადუმდი სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან თქვენი სიცოცხლე მალხინა ღ~თნ ობოლთა მჴენელმან