... (Q-1335), XVIII ს.

1599. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა წასულისა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება საუბარსა ზედა ჰრთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთულიდა თანა წაყვა განაღამცა მათ თანავე გზასა ვლიდა

ტარიელისაგან ქუაბსავე მისულა მეორედ

1600. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს ღ~თი კარგსა მოავლინებს არ ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამ ერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს თავსა მისსა უკეთესსა უზადო ყოფს არ აზადებს

1601. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა ქალი მჭურეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშუენებდეს სინატიფე სინაზენი

1602. იგი მზე უჯდა კუბოსა და ეგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახუდის ქუეყანა მჭურეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1603. მას ჰგუანდეს თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთუარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაც მიუმცუდარეთა სად ყოფილიყო ტარიელ მიხუდეს მის კლდისა არეთა

1604. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქუენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილვარ მჭირდა სადამდის ჴელობა მუნ გუიმასპინძლოს ასმათმან მას უც ჴორცისა ჴმელობა მე რომე გიძღუნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა

1605. მივიდეს შიგან გარდაჴდეს ქუაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უცს ჴორცი ირმისა იქს მასპინძლობა კუეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასულასა მათ საქმეთასა ღ~თსა ჰმადლობდეს შეცულასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1606. მოიარეს ქუაბოანი თამაშობდეს მხიარულნი პოვნეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათუალნი ვერცა ვისგან შეგებილნი არ იტყვიან თუ არა გუაქვსო იგ ამისთუის გულ ნაკლულნი

1607. უბოძა ტურფა მრავალნი მათ მათი შესადარები კვლა ფრიდონისნი აავსნა სპა ჰყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყუელაი მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე ჰგუანდა კაც დაუკარები

1608. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრა თქმულა კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წაჴდების აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხუდების

1609. ფრიდონ მდაბლად თაყვანის სცა ჰკადრა მადლი მეტის მეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად მიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდისა ვირე ვიყო შენი მჭურეტი

1610. ფრიდონ კაცნი დააბრუნვა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად მის ყუელასა საჭურჭლისად აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად ავთანდილ გალეული შესაყრელად მთუარე მზისად

1611. მიხუდეს არაბთა საზღუარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახუდა სოფლები ციხები ჴშირ ჴშირად თანის თანები მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთუის ყუელაი ცრემლითა არს ნაბანები

1612. ავთანდილ იცნეს გაისმა ჴმა მათგან სიხარულისა დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქნა მათკენ სიარულისა თაყვანის სცემდა სიმრავლე სპისა პირ მხიარულისა ქალი ნახიან შუენება თქუიან არს მზისა სრულისა

1613. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთუალა გკადრებ მეფეო სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქუენსა სეფესა გიჩუენებ ვარდსა კოკობსა უფურჭნელსა მოუკრეფესა

1614. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახუა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ შემოტეობა ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩუენე ნიშანი რამე წყენისა დავჰჴოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქვენისა

1615. აწ ამად მოვალ წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე ჰქნნეთ გაწყრომისა კმანია ძღუენი არა მაქვს გუმოწმობენ ფრიდონ და მისნი სპანია ოდენ ძღუნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთუის მომიტანია

1616. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწუთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშუენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა

1617. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქარ თქარებისა ლაშქარნი რბოდეს მიდამო ქნა სწადდა მათკენ რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ გულმაგრებისა