... (Q-1335), XVIII ს.

1658. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გათავება ქალსა ეტყუის შემიყრიხართ აღარა გუწუავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი მწადს ეგრევე თქუენი დება ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვქნა გაფლიდება

ქორწილი ავთანდილისა და თინათ[ი]ნისა

1659. მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ჴელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშუენიან სინაზენია ნესტანჯარ ახლავს თინათინს ვინ მჭურეტთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოდრკა ქუეყანად შეყრილან ოთხნი მზენია

1660. დაიწყეს მორთუმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა ზროხა და ცხუარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა შეიქნა ძღუნობა ძღუენისა მათისა შესამგავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა {მზ}გავსისა

1661. იაგუნდისა ჯამები იყუის ლალისა ჭიქები კვლა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები მჭურეტელო გულსა ეტყოდი ნუ აიჴსნები იქ ები

1662. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით ისმოდის ჴმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა მსმელთათუის წყარო ღვინისა ასგან დის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სუმა იყო გარდაჰჴდა ჟამი დილისა

1663. არა დარჩა უსაბოძურო არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ჰინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1664. ხუალისად მეფე არაბთა კვლა პურობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე საჭურეტლად სატურფალია მეფე ჴარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია ჴამს ყურსა გუეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია

1665. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქუენად სწორად საჴელმწიფო საჯდომი და სხუა დაუდგა ტახტი შორად ქუემოთ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად პირველ ძღუენი ტარიასთუის მოიღიან იდვის გორად

1666. არაბთა მეფე მასპინძლობს იქს ოდენ არიფობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იხმობს ჴელმწიფობასა გასცემს და უქებს ყოველნი უხუობა იეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩუეულა ვით მეფობასა

1667. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ჰინდოთა ქალისა სიყუარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა რომე სძღუნა არა ეგების თქუმა არცა ნაათალისა თუითო სკიპტრა და პორფირი და გუირგუინები თუალისა

1668. კვლა შესძღვნა ძღუენი ორთავე მსგავსი მათისა ბედისა ათასი თუალი ნაშობი რომანულისა დედისა კვლა მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ტრედისა ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა

1669. ფრიდონს უძღუნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თუ შედგმული ცხრა ტაიჭი ძუირფასისა უნაგრითა შეკაზმული ინდოთ მეფე თაყვანის სცემს ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად თუცა იყო ღუინო სმული

1670. რას ვაგრძელებდე გარდახდეს დღენი ერთისა თუისანი თამაშობდიან არ იყვნეს ყოლა გაყრანი სუმისანი ტარიელს სძღუნიან უცხონი თუალნი ლალისა ქუისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1671. ტარიელ ჰგუანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოელად შესთუალა შენი სიაჴლე კმა ჩემად ლხინად ყოელად მტერთა აქვს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოელად

1672. უც{ნ}ებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ჴელოვნებამან ვეჭუ მოქცეს თქუენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი ინებოს ღ~თისა ნებამან

1673. როსტევანს ეთქუა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭურეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყვეს წადით ლაშქრითა დიდითა თქუენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა

1674. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები მან უთხრა გაე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები ახალ შერთულსა მთუარესა მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები

1675. არ დია გინდა დამაგდო წახვიდე ჩემად მზრახავად ცოლი უყვარსო გამწირა იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახავად კაცსა მოყურისა გაწირვა ახ მოუხდების ახ ავად

1676. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქუევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წუევსა