... (Q-1335), XVIII ს.

1618. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხუაგნით სხუანი ყველაკაი ღ~თსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ჴმანი თქვეს ბოროტსა უმყოფოო კეთილნია შენთუის მზანი

1619. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ მოსაგებავთა ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა აგერა ხედავ მინდორთა მტუერითა შენაღებავთა ამად მედების სახუმილი გულსა ეცხელა ებავთა

1620. ისია ჩემი გამზრდელი და თქვენად მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხუენიან გულსა სახუმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქვენ იცით ფრიდონ თქვენადვე ხლებულა

1621. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მოხუალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭუ ღ~თითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1622. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტანდარეჯან მუნვე დგას იგია მჭურეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ჰინდოთა მისრული მიუპარავი

1623. ფრიდონ წაჰყვა განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა ცნა მეფემან ტარიელა მარტო მოვა მოხრის ტანსა გარდახდა და თაყვანის სცა მას უკადრსა ლომებრ ჯანსა სდებს პატივსა ჰინდოთ მეფეს მართ მამისა შესაგუანსა

1624. ტარიელცა თაყვანის სცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაჰამოდ გაკუირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ

1625. გაეკვირვა მეფე მისსა თუალადობა სიტურფესა პირსა უჭურეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა კვლა ფრიდონცა უსალამა თაყვანის სცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახუისათვის მოსწრაფესა

1626. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხუად რად ვინ მოგეწონების

1627. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახუა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწუანისა გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა ვიაჯ რასმე აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა

1628. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა

1629. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემოხუეწა მქენებლად თუით იგი იაჯს რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად

1630. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხუეწით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით დავიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩუენგან მიუმხუდარებით

1631. თქუენთა უყვარს ერთმან ერთი ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერ ნამკრთალსა მუხლ მოყრილი გიაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცეთ ქალი შენი მაგარსა გულ ფიქალსა

1632. ამისმეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ჴელმანდილი მოინასკვა იგი ყელსა ადგა მუჴლნი დაუყარნა ეაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მომსმენელსა

1633. რა ტარიელ მუხლ მოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყვანის სცა ქუვე მიწამდის დაუვარდა მოაჴსენა ჴელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახუა ნახუა თქვენი ჩამადარდა

1634. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკლავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქუენით ცრემლი არცა მაშინ მდინდეს სხუა მისებრი ვერა პოვოს ცათამდისი გაცაფრინდეს

1635. მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თუით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქუ და მას ეფერა ვარდი აჴლად იფ[უ]რჭუნების მე ყვავილი დამებერა რამცა ვჰკადრე შეცილება რასაც ოდენ იგი ჯერა

1636. თუ შეგერთო ერთი მონა თქუენთუის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვინ მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყვარდა აგრე მისთუის რად მომსურდა დია ღ~თო წინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1637. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედან დაეფინა კვლა მეფემან თაყვანისცა წამოვრევლო წადგა წინა ერთმანერთი მოიმადლეს მართ ერთსაცა არ ეწყინა