... (Q-1335), XVIII ს.

1734. ქალმან დედასა შესტირნა ჰაი ჰაი რაღა ვქნა დედაო შესამოსლითა დაგაგდე აწ შაოსანსა გხედაო მამამან ტახტი დასცალა არა ზის მასღა ზედაო დედამან ცრემლნი მოჰჴოცნა ეტყვის დადუმდი ბედაო

1735. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები ვარდსა დაუტყლეჟს ბაგეთათ გახდა ალვისა მთხელები დარეჯანს ეტყვის რაღა ვთქუათ სიტყვები ბედით ხელები ჩუენ ყოვლთა გუმართებს ნეტარძი ათასი არ ერთხელები

1736. რა გარდახდა მცირე ხანი ჟამი იქნა გარდასრულად დიდებულნი ეთაყვანნეს ერთობილნი ადგეს სრულად იგი მზენი მიეგებნეს მოეხუივნეს გულის გულად აკოცეს და მოიკითხეს თავის თავის თუითეულად

1737. ავთანდილ დ[ა] ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება ტარიელ თქვა დედოფალო გჭირს ამათი არა მცნება ესენია მჴსნელნი ჩვენნი აწ არა გუცალს გრძლად უბნება ამათგან გუაქვს ჩუენ ორთავე სიცოცხლისა მოშოვნება

1738. ადგა და ქალაქს შევიდა თუით გარდაჴდა სრასა მათსა ერთსა ბრძანებს დედო{ფალი} მართ სიტყვასა ვითა მათსა ღ~თნ მოსრნა მტერნი ჩუენნი ვერ დაგუცემენ ყოლ შამათსა ამად შევიქ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა

1739. უბრძანა გლოვა გახსენით ქოს წინწილასა ჰკარითო დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩუენით კარითო ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო იცინოდით და იმღერდით ნუ ცრემლი აწანწკარითო

შინ მისულა ტარიელისაგან და ქორწილი მათი

1740. დედოფალმან მათ ცოლ ქმართა თუითო ჴელი დაუჭირა ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა მოიშორეს კაეშანი გული მდედრი აქვითკირა გლოვა ცვალა სიხარულად აღარავინ აატირა

1741. დედოფალმან შეიმოსა შავი ძაძა აიჴადა დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა ბრძანა ჭირი დავივიწყოთ რადგან ლხინი დაგუებადა

1742. ტახტსა ზედან ერთად მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს ქალი ყმისა შესატყვისი გონება და ანუ ენა გამოსთქუმიდა მათმცა ვისი რამცა ჰგუანდა ჴორციელი სოფელს შვილი ადამისი

1743. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხუდა მათი საწადელი შუიდი ტახტი საჴელმწიფო საშუებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

1744. თუით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასუეს ქოსნი ჴმათა დაატკბობდეს მისცე კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩუენი იზაჴდეს და ამას ჴმობდეს

1745. ავთანდილ და ფრიდონისთუის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ჴელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღ~თნ სხუანი ჴორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყველაკასა გაუცხადნეს

1746. სუმა პურობა გახარება ქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწინობა ჴამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ოთხთავე თავის თავის ძღუენსა სწორად მიართუმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს

1747. დედოფალმან ეგრე ბრძანა ობოლ ქვრივნი მოასხენით ყუელაკაი დაამდიდრეთ საბოძურითა აავსენით თუით უბოძა უსაზომო რომ არ ითქუმის ყოლა ენით ულოცეთო დღე გრძელობა ესე ღ~თსა შევედრენით

1748. ტარიელ თქვა დედოფალო გკადრებ ერთსა მოსაჴსენსა შეიწყალე რამაზ მეფე მიავალე ღმერთსა შენსა ვნახე მეტად შემებრალნეს შეუშინდა ჴრმალსა ჩუენსა ღ~თი ალხენს მოცთომილსა მონანულსა ცრემლ ნადენსა

1749. დედოფალმან ლმობიერად შევუნდობო ესე ბრძანა მოიყვანეს რამაზ მეფე ჴელმწიფეთა ათაყუანა ყოვლით კერძო მომღერალთა ჴმები გაეთანისთანა ჭირთა მათგან გარდაჴდილთა ესე ლხინი შეაგუანა

1750. ოქრო თუალი მარგალიტი შუენიერი სანახავად ყოვლგან იდვის ვითა გორი მოდის ველთა მოსარწყავად ვისცა სწადდის ალაფობდის წაიღიან უკითხავად მანდატური არვის სცვიდეს ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად

1751. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი სტუმარნი ხართ შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვ რიდი თუითოს კაცსა თუითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი ესე მისცა საბოძვარსა სხუას ყველასა ვერ დავსთულიდი

1752. ავთანდილ და ფრიდონისთუის საბოძვარსა ვინ დასთუალავს ვერ გამოსთქუამს სიმრავლესა ენა ამად თავსა კრძალავს რაცა იდვა უკეთესსა დედოფალი არ დამალავს მათ უხმობდა მჴსნელად მათად ტკბილად უჭურეტს არა მალავს