... (Q-1335), XVIII ს.

1753. სრულნი ჰინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღ~თად ხადოდიან თქვენგან გუჭირს კარგი ყველაი მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭურეტდიან რაც სწადდის მას იტყოდიან სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

1754. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძვა საბოძვარია უბრძანა ხარკსა მოგუცემდი მართ ვითა შენი გვარია მან თაყვანისცა პირისა ქვე მდაბლად დამდებარია წავიდა მისი მლოცველი არ ომთა მომკვეხარია

1755. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქმნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა მეშუიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსუამ შენი იყოს გუმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1756. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმე გუმსახურებდი თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერჴნი გარდუკოცნა შენგან არის ჩემი ღონე მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე რამც ვიქონე

1757. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყუნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდოდისო ძღუენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურუილმან დაღრეჯა დააჩენია

1758. ტარიელ ცნა ამა ყმასა ცოლისათუის მოესურვა უბრძანებდა გული შენი განაღამცა მომემდურვა აწ ვაგლახმენ ჭირი შენი გონებამან შუიდი თუ რვა მოგშორდები საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა

1759. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა ზედა ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა თქუენთუის ასრე მომსურდების წყაროსათუის ვით ირემსა

1760. მასცა უბოძა ფარმანი წა სახლი მოიარეო მე ნუ გამწირავ მიახლე ადრე მობრუნდი გარეო ავთანდილს უთხრა უშენოდ რამცაღა გავიხარეო რადგან ისწრაფი ნუ გაგვა მიგელის ლომსა მთუარეო

1761. როსტანისთუის წაატანა ძღუნად ტურფა ჯუბაჩები კვლა ჭურჭელი თუალთა თლილთა არ კოვზები არ ჩამჩები ჩემაგიერ მიუტანე წაო ნურას მეურჩები ავთანდილ თქვა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები

1762. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე ერთი თუალი წამღებელსა ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ განანათლის ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1763. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მომკლაო სოფლისა მე სამსალამა

1764. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაჰყარნა წავიდეს თავის თავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიჰჴდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1765. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშუენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მისთანა ტახტზედ დავეჯდა ილხინა მჭურეტთა ლხენამან გააჴელმწიფა გუირგუინი ზეცით მოსრულმან ზენამან

1766. მათ სამთავე ჴელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ჴრმალთა დავეწყლულდეს მოიმატეს სამეფონი გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს

1767. ფრიდონცა ესუა მოყვარედ მათ წინა მიიყვანიან ერთმანერთისა მეშუელთა მებრძოლნი იმაჯანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკვანიან ორგულთა მკლავნი შემუსრნეს ერთგულნი აგულვანიან

1768. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქმნელნი დააშინეს კრავნი ცხუართა ვერა სწოვდეს შიგა მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს

ხუარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავად ყოფის ცნობა შიგა ჩადგომა

1769. საწუთროო უხანაო სიმუხთლისა სენი გჭირსა უწინ ცათა აყვანილსა ჩააგდებვე დიდსა ჭირსა გააყვითლებ ქარვის ფერად პირველ ლალსა განაჭვირსა კარგად ვერ ვინ ვერა ნახავს ხანგრძლად შენგან დანაჭირსა

1770. ესე ამბავი ნარჩომი მათ ლომთა მორჭმით მგონეთა გალექსვა აკლდა ხუარაზმთა მეტად ვერ მოვიგონეთა ძნელია პოვნა გული ჰკრთა დავვარდი დავეღონეთა კვლავე ვთქვი ლექსი გავმართე მოსმენით გაიგონეთა

1771. აწ გონიერნო სიტყვანი თქვენ ჩემნი შეიწყნარენით ძუელნი ნარჩომნი ამბავნი ლექსად ვთქუენ გაიხარენით სარგის დაურჩა უთქმელად მას ესე დავაბარენით ლექსნი მიქენით ამისთუის ენანი მომაჴმარენით