... (Q-1335), XVIII ს.

1579. უთხარ ძმაო რა გარდიჴდის შენგან ჩემსა ჭირ ნახულსა ღმერთი მოგცემს წყალობასა მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთუის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა

1580. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რათ მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ჴრმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები

1581. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა მას გაეცინნეს გაღიმდა ჰშვენოდა მხიარულობა თქუა თუ მეშული რად მინდა მჭირს არა ვისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა

1582. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღ~ისა ნებითა საკრძალავი და უკადრი ლაღი არ ვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა მას ზედა შუელა რად მინდა რად მეჭუ რასაცა თნებითა

1583. რა მოვა ჩემთუის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი ღ~თი იწადებს მომივლენს გულსა სიკუდილთა ლხენანი მაშინღა დამხუდენ მოკუდავსა მზისა ელვათა ფენანი უმის ჟამისოდ ცუდნია ჩემგან მიდამო რბენანი

1584. მიდი და კადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს ვირ მეფე იყო ცნობილი

1585. გებრძანა შეყრა მწადიან საყუარელისა შენისა ეგეარს მგზავსი გულისა ლმობიერისა თქუენისა მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა

1586. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე ჰინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე გუერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქუენნი მოგესრნენ არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1587. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს მომხუდენ მის მზისა ხლებანი ოდისაც სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხუად თქუენგან არა არ მინდა მძულან ცუდნიღა თნებანი

1588. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ ამას არ უნდა მისანი ვითა მან პოვნა მიზეზი ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ გულნი ძმისანი

1589. მიდი უთხარ ჩემაგიერ სიტყვა ჩემგან არ ნათნები მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები ვეჭუ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები ვითხოვ ხოლე შენდობასა ეგეთივე მოვბრუნდები

1590. ესე უთხარ ამისმეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო ხუალე წასულა არ დავშალო არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყვა გავაცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუუო

1591. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა კვლა გულსა კვამლ ალმულობა ასრე ჴამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა

1592. ავთანდილ მივა მუჴლ მოყრით ტარიას შესახვეწელად ფერჴთა ეხუევის აკოცებს აღარ შეხედავს ზ[ე] წელად ეტყვის კმა რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად კვლა ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად

1593. რასაცა ჰლამი არ მოგცემს მას ღ~თისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია მე მისთუის ჴელი ვით გავსძრა ვინ ჩემთუის ფერ ნამკრთალია ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴრმალია

1594. ეგე საქმე მე და ჩემსა საყუარელსა შეგუამდურვებს ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შეაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს ჭურეტისათუის მომასურებს შენდობასა ჴორციელი კაცი ვერა დამიურვებს

1595. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქ ნაფენამან ჴელი მოჰკიდა ავთანდილს აჰმართა ააყენამან მიყოო კარგი ყუელაი მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან

1596. დია მძულს მეტი მოყვრისა შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვეტლად კუშტობა და სულმძიმობა დიდობა თუ მოყვარეა გულისა ქნას ჩემსკენ მონაზიდობა თუარა მე ჩემდა იგ მისდა დია სჯობს კიდის კიდობა

1597. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვ სანატრელისა

1598. ამას ოდენ მოვაჴსენებ მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი თავის თავის ნუ დასჭკნებით