... (Q-1335), XVIII ს.

1772. მორჭმულია ჰინდოთ მეფე მას ზედ მტერნი არ აბუქნა მით მჭურეტელთა დაადნობდა მოყუარულთა დაუშუქნა აწ გაიღეთ მოედანსა ბარგი მძიმე არ სუბუქნა კარავნი და კვლა ოთაღნი ხატაურნი ვინმცა უქნა

1773. ბრძანებს წავალ მოსასუენოდ მოვიარო მე მინდორი მრავლად ახლავნ ბაზიერნი და მწყაზარი თეთრი ქორი სუნღული და შევარდნები ბრუნვენ მოჰყავს ერთსა ორი ავაზები გაუშვიან დგიან მჭურეტნი იდგის გორი

1774. მით მიუთხრობს ჰინდოთ მეფე ჭირნი ამფხურეს ნარონები ლხინი გუმართებს აწ მორჭმულთა მოსურნალთა მოსაწონები ტახტსა ზედა ჯდა წინა უთქს ოქრო სარტყლითა მონები მუტრიბნი და მომღრალნი თამაშობენ მოგოსნები

1775. ილხენდა და თამაშობდა წამწამთაგან უქრის ქარი მას ნადიმსა მჯდომსა თურემ დაესოო გულსა ნარი ჯალაბები გაიყარეს და დააჴრჩუეს მაგრა კარი მანდატურნი გარ უვლიდეს ჩააყენის მჭურეტთა ჯარი

1776. გრძლად ავად გაჴდა ტარიელ სენთაგან მორჭმით მპყრობელი დიდი ჰინდოთა ჴელმწიფე მეფეთა ზედა მფლობელი ოთხ წელ წვა ზედა ლოგინსა მრავალთა სენთა მშობელი ვეღარა ვნახე მჴეცთა სრვით და ვერცა რაზმთა მწყობელი

1777. ესმა ხუარაზშას ამბავი ესე ჰინდოთა სენისა ვით გაეხარნეს რა გკადრო სიამე მონახსენისა ვაზირთა უჴმნა რჩევად ზის ბრძნად უბნობს არ ავ ენისა ბრძანებს ვადინოთ ჰინდოეთს სისხლი რუდ მონადენისა

1778. მე მასმია ჰინდოთ მეფე ტარიელ წევს ხანთა დიდთა აწ ჩუენ გუმართებს სისხლთა ძებნა ნუ ვამყოფებთ დანამშვიდთა ამოვსწყუიტნეთ დავარბივნეთ ვხოცდეთ ვსცუთდეთ ვითა ჴიდთა ათასთა და ბევრ ათასთა შევიქმოდეთ მათთა შვიდთა

1779. უტარიელოდ ჰინდოთა ლაშქარნი ნურა გგონია იცით თუ რამაზ რა უყო არად არ სავარგონია პირველ ბრძენთაგან მრავალი სიჯაბნე გამიგონია აწ გუმართებს მათი მტერობა ესე მით მომიგონია

1780. ჰკადრეს ვაზირთა მეფეო ვართ დედის მუცლით მონანი მაგა საქმისა ვერ მქნელნი ვართ აქამდისცა მონანი ჩუენ მოგუეწონნეს თათბირნი ეგ შენნი შენაგონანი ღ~თსა სწადს ასრე სუბ~ქ ვქნათ ვითა დრამისა წონანი

1781. თუ ბრძანოთ აწვე გავგზავნოთ ყოვლგნით ლაშქრისა ჴმობელი ვიხმნეთ ხუარაზმთა ლაშქარნი მებრძოლთა დამამჴობელი ომისა მოწადინენი ერთმანერთისა მსწრობელი ჩუენნი აბჯარნი ზნე სრულნი უაზრო და უშრობელი

1782. აწ მეფე ბრძანებს გავგზავნოთ ყოვლგნით წასულა ჴამს კაცისა ნუვინ დადგების მოვიდნენ რაზმი ვჰკრათ მართ მამაცისა ნურას დავარჩენთ ავსწყვიტოთ ნაშობნი მუნ დიაცისა ომ გარდახდილნი ვბრწინვიდეთ ვართ ვითამ გ{უ}ნდი ა ცისა

1783. აწ უბრძანოთ სპათა ჩუენთა შევყაროთ და გავემართნეთ მივიდეთ და ამოვსწყვიტნეთ თავნი გმირთა დავადარნეთ ნუ გაუშვებთ ქალაქებსა და ციხენი დავარღუივნეთ ყოვლგნით მცნობნი გავგზავნენით დასვწერეთ და გავაჩინეთ

1784. წავიდა ყველგან ბრძანება ლაშქართა ხუარაზმულისა ლაშქრად ჰინდოეთს აწუევენ გრძლად ხანსა დასაზმელისა თქვენ მოდით გამოკაზმულნი ვთქვა ჴშირად სარაზმელისა გულ მხიარული მებრძოლთა ყოლ არ მოწყალე მზმელისა

1785. აღლუმი ნახა მეფემან ლაშქართა მიმართულისა ანგარიშ მიუხდომელი ჰინდოეთს გამართულისა დროშისა მუნ ანგარიში იყო ზრო ამართულისა ოცი ათასი დაწერეს ალმისა წარმართულისა

1786. ცხენ კაცისა ანგარიში თუალვით ვერვის შეუგია შუბი ოთხასი ათასი ბასრის პირი დაუგია ჰინდოეთს მივა ჴელმწიფე სისხლითა ძებნა გაუგია საქმე ყოვლი მით და ძაბუნი რათმე დიდი აუგია

1787. ხუარაზმშით გამოემართა რევანოზ მეფის შვილოო მთუარე კირჩხიბსა ზედან ზის აწ არის ეტლი ცვლილიო მენავეთაცა უბრძანა დაჰკაზმეთ ნავი სხუილოო წავიდეთ მტერი დავადნო მე ვითა ცეცხლმან ცვილიო

1788. მინდორს გადგეს ბარგი მძიმე ოთაღნი და სხუა კარავნი ამაზედა აიყვანეს იგ ლაშქარნი უთუალავნი რაზმი დადგეს გაემართნეს იყვნეს ტევრნი უამრავნი ასრე ფიცხლად წამოვიდეს არ დადგების ჴრმალუკრავნი

1789. წავიდეს მზღუარი დააგდეს ხუარაზმთა საჴელმწიფოსა ჰინდოეთს მიჰჴუდეს მივიდეს არბევენ ვით სასწრაფოსა ჰჴოცენ კაცსა და დიაცსა ტურფასა საალაფოსა ოჴრად გაჴდიან ქალაქსა სამოთხეს და სამყოფოსა

ესმა ჰინდოთა მეფესა მოსულა ხუარაზმელთა ვაგლახ შენ სოსოფელო

1790. აჰა სოფელი რათა ჰგავს სიტკბო სოფლისა წესია ზოგთა ტახტი აქვს წესისა და მერმე სამარესია ჭკნების ყუავილნი ჴორცთანი მბრუნავი ეტლი ესია ანაზდათ შეუყუარდების მიინდობს ზესთა ზესია