... (Q-1335), XVIII ს.

1677. შეყარნა სპანი არაბეთს აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი ყულაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხუარაზმულია არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ ჭმულია

1678. ერთმან ერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა და ფიცნი სიტყვისა გამონდობილნი მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელითა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭურეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი

1679. მთუარე ცისკრისა ნიავსა რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდენ მართ ცამან მოიშოროსა მათად საჭურეტლად მჭვრეტელმან ჴამს თავი იქედ გოროსა

1680. მათთავე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან ვარდსა წებვენ და აპობენ ტირან და ცრემლნი ჩასდიან მათთა გამყრელთა ყუელათა სიცოცხლე არ იქადიან

1681. ნესტან დარეჯან თქუა ნეტამც ყოლე არ შეგემცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი წიგნითა მეუბნებოდი ვითა შენთუის დამწუარვარ აგრე შენ ჩემთვის სდნებოდი

1682. თინათინ უთხრა ჰე მზეო შენთა მჭურეტელთა ლხინებო რადმცა გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო ღ~თისაგან დღეთა თხოვისა ნაცულად სიკუდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო

1683. კვლა აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი ქუე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყუიტნა ყოლა თვალნი იგი იჭურეტს უკუღმავე ედებოდეს ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავსწერენ მე სიტყუანი ნაათალნი

1684. როსტან მათითა გაყრითა ჴელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქუაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნასდების თხელდების

1685. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხუევნით და კოცებით იტყვის თუ თქუენი სიაჴლე მიჩს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგუეცა სიცოცხლე შენგანვე დავიჴოცებით

1686. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთუის მტირალსა ყოლა არ მიჩნდეს სალა მე

1687. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა

1688. სამთვე ვლეს ღ~თნ მათებრ სხუა ნურა ნუ დაბადოსა მოეგებიან მტერობა ვერა ვინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდაჴდეს უდელადოსა ვითა მართებდა პურობდეს ღვინოსა სუმიდეს არ დოსა

ტარიელისაგან ჰინდოთა მეფისა სიკულილისა ცნობა

1689. ქედსა ზედა გარდამოდგა მეტად დიდი ქარავანი კაცები და საჴედრები ერთობ იყო შაოსანი გარეშემო მოეკეცნეს უკანამო დალალანი მეფე {ამ}ბ~ბს მოასხითო ჩუენ დავყოვნოთ აქა ხანი

1690. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია უბრძანეს ვინ ხართ შავითა რად ტანნი შეგიბლესია მათ მოაჴსენეს სით მოვალთ იქ ასრე დანაწესია ჰინდოეთს ნიხრით მოსრულთა გუივლია გზა უგრძესია

1691. გაეხარნეს მათ ვაჭართა ჰინდოეთით მომავლობა მაგრა თავი უმეცარ ყვეს არა მისცეს ყოლა გრძნობა უცხოურად ეუბნების მათ ვერა ცნეს მათი ცნობა არ ესმოდა ჰინდოური არაბულად ყუეს უბნობა

1692. უბრძანეს გუითხარ ვაჭარნო ამბავი ჰინდოეთისა მათ ჰკადრეს ზეცით მოსრულა ჰინდოეთს რისხვა ზეცისა დიდსა და წურილსა ყუელასა ცრემლი სდის მსგავსი წუეთისა მუნ შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა

1693. თუით მათვე მათსა ამბავს უამბობს არის წყლიანი ფარსადან მეფე ჰინდოთა იყო ჴელმწიფე სუიანი მას ესვა ქალი მნათობი მზისაცა უფრო მზიანი კბილ მარგალიტი ტან ალვა ღაწ ბალახშ ყორან თმიანი

1694. მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა ამირბარმან სიძე მოკლა ჴმა მეფესა დაუვარდა იგი ქალი პატარაი მამის დასა გაეზარდა ბუქთა მისგან მონაქროლთა ჰინდოეთი გაჰრდაქარდა

აქა ტარიელ დიდ ვაჭართა ჰინდუსტნის ამბავსა ჰკითხავს